ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46902

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის სექტემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე საქართველოში სტუმრად მყოფ ფრანგ მოგზაურთა და ჟურნალისტთა ჯგუფს შეხვდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 1-ლ სექტემბერს დავით გურამიშვილმა ფოთში ნიკო ნიკოლაძეს მისწერა ფრანგ ტურისტთა და ჟურნალისტთა ჯგუფის თბილისში ვიზიტის შესახებ და ჩამოსვლა სთხოვა. მის ბარათზე მინაწერი გააკეთა ილია ჭავჭავაძემ, რომ სასურველი იყო, უცხოელებს მათგან შეეტყოთ აქაური ავი და კარგი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად სახალხო სკოლების დირექტორისთვის უნდა წარედგინათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე რატიშვილის მოხსენება ხელთუბნის სკოლის შესახებ და დაადგინეს, მოხსენება დასკვნების გასაკეთებლად სასკოლო კომისიისთვის გადაეცათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ივანე რატიშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის შესახებ და დაადგინა, რომ მოხსენება დასკვნის წარსადგენად სასკოლო კომისიისთვის გადაეცათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხების ხარჯთაღრიცხვა 65. 21 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა ალექსანდრე ჭყონიამ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის – 40 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 30 აგვისტომდე საზოგადოების შემოსავალი იყო 1129. 65 მანეთი, ხარჯი – 1658. 77 მან. 30 აგვისტოსთვის საზოგადოებას ჰქონდა 17248. 54 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერა ალექსანდრე ჭყონიამ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს ალექსანდრე ჭყონიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გიორგი იოსელიანი და დავით კარიჭაშვილი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა პეტრე კოპლატაძის, ივანე გიუნაშვილის, ვასილ ქელბაქიანის, აბელ ციცქიშვილის, იოსებ ფირაქოვისა და გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიას მოთხოვნა მასწავლებლობაზე გომარეთის სკოლაში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილს ფოტოსახელოსნოს მდგომარეობის გარკვევა დაევალა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ლეჩხუმის მაზრის სამრევლო სკოლების ზედამხედველის თხოვნა ღარიბი მოსწავლეებისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების: „დედა ენის“, „ბუნების კარისა“ და „რუსკოე სლოვოს“ უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ 100 „დედა ენის“ და ამდენივე რვეულის გაგზავნა გადაწყვიტა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 31 აგვისტოს გამგეობის წევრმა ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წაიკითხა მოხსენება ხელთუბნის სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 31 აგვისტოს გამგეობის წევრმა ივანე რატიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წაიკითხა მოხსენება წინარეხის სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დააკმაყოფილა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა სკოლის გამგედ პართენ გოთუას დანიშვნის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა დავით ავალიანის თხოვნა წიგნების შეღავათიან ფასში მიცემის თაობაზე. გამგეობამ საზოგადოების გამოცემების 20 %-იანი ფასდაკლებით მიცემა გადაწყვიტა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა, სკოლაში მარიამ გვარამაძის ნაცვლად სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებულის მიწვევის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, კანდიდადატი სკოლის გამგეს, ტიტე კახიძეს უნდა შეერჩია.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ალექსანდრე მიქაბერიძემ წაიკითხა მოხსენება ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის ორი ბიძაშვილის სწავლის საფასურის თანხის გაზრდის შესახებ. ისინი სწავლობდნენ თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში და წინა წელს გამგეობა საფასურს ფოტოსახელოსნოს ხარჯით უხდიდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ივანე კილაძის თხოვნა საზოგადოების წიგნების შეღავათიან ფასად მიცემის თაობაზე. გამგეობამ საქმისმწარმოებელს დაავალა, მომდევნო სხდიმაზე წარმოედგინა მოთხოვნილი წიგნების ღირებულება.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მდივან ალექსანდრე მიქაბერიძის მოხსენების საფუძველზე დაადგინა, ალექსანდრე როინაშვილის ბიძაშვილების – დავით და ვასილ როინაშვილებისთვის სათავადაზნაურო სკოლის გადასახადისთვის ათი თვის განმავლობაში 10-10 მანეთი მიეცათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნის განხილვა თავმჯდომარედ ალექსი ჭიჭინაძის, დროებითი თავმჯდომარის მოადგილედ ტიტე კახიძის, ხაზინადრად იოსებ მოზდოკელის, ხაზინადრის კანდიდატად ნიკოლოზ გუბნელოვის, მდივნად პართენ გოთუასა და წევრებად – ერთაოზ სიდამონ-ერისთავის, პართენ გოთუას, სტეფანე პოპოვის, მიხეილ ინასარიძის, ნესტორ ფხაკაძის, იოსებ მოზდოკელისა და ნიკოლოზ გუბნელოვის დამტკიცების შესახებ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 24 აგვისტომდე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 24 აგვისტოდან ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა თომა მთავრიშვილის განცხადება ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორობაზე უარის შესახებ და ინსტრუქციის მე-12 მუხლის თანახმად დაადგინა, ახალი კანდიდატის დასახელება სამზრუნველო კომიტეტისთვის ეთხოვათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 24 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე ოლღა ბეჟანოვის მიერ წარდგენილ N146 ყულაბაში აღმოჩნდა 2. 16 მანეთი.