რეგისტრირებული ფაქტები50553
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მოსე ჯანაშვილმა აცნობა, რომ დაამთავრა ლექსიკონის გადაწერა. სულ გადაწერილი ჰქონდა 104442 სიტყვა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება რწმუნებულთა საზოგადო კრების მიწვევის შესახებ. განჩინების თანახმად, თბილისის გამგეობას დაევალა მთავარი გამგეობისთვის განყოფილების წევრთა სიის მიწოდება. შემდეგ უნდა განესაზღვრათ განყოფილების რწმუნებულთა რიცხვი და გაემართათ საზოგადოების რწმუნებულთა მორიგი კრება. თევდორე კიკვაძის წინადადება კრების 20 ივნისისამდე გამართვის შესახებ არ მიიღეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მონაწილეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მომსახურე პირთა თხოვნა ჯამაგირის გაზრდის შესახებ. გამგეობამ ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტის წარდგენა პრეზიდიუმს დაავალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭომ ამცნო, რომ აღარ კისრულობდა საგურამოს მამულის მოიჯარეობას, რადგან თავისი მამულებიც მიწათმოქმედების სამინისტროსთვის ჰქონდა გადაცემული. გამგეობამ ამ საკითხის შესწავლა პრეზიდიუმს დაავალა. ასევე გადაწყვიტა, საჭიროების შემთხვევაში საქმის უშუალოდ გასაცნობად წარმომადგენელი გაეგზავნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება „დედა ენისა“ და „აკიდოს“ სარეცენზიოდ წარდგენის შესახებ. გამგეობამ „დედა ენის“ პირველი ნაწილის სარეცენზიოდ წარდგენა საჭიროდ არ ჩათვალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ეფროსინე აღლაძე სთხოვს დახმარების გაზრდას. განჩინების თანახმად, გამგეობას დაევალა სობესის წინაშე შუამდგომლობა ეფროსინე აღლაძის სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე (თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი) გამგეობამ განიხილა მაღაზიის მსახურ პ. გლადიშევის თხოვნა მამის ავადმყოფობის გამო დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გლადიშევისთვის 10 000 მანეთი მიეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს მაღაზიების სამუშაო გრაფიკის შესახებ. მთავრობის განკარგულების მიხედვით, მაღაზიები ღია უნდა ყოფილიყო დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე. საზოგადოების მაღაზიის გამგის აზრით, სავსებით შესაძლებელი იყო მაღაზიის დილის ცხრის ნახევარზე გაღება და ოთხ საათზე დაკეტვა. გამგეობა ამ მოსაზრებას დაეთანხმა. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), კირილე იესეს ძე ნინიძე, მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ს. ბახტაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს ხელოვანთა საზოგადოების თხოვნა, 26 მაისის მომწყობ კომისიაში ორი წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დავით კარიჭაშვილი და კირილე ნინიძე შეარჩია.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება საგურამოს მამულის მდგომარეობის შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ეფროსინე აღლაძე სთხოვს დახმარების გაზრდას. განჩინების თანახმად, გამგეობას დაევალა სობესის წინაშე შუამდგომლობა ეფროსინე აღლაძის სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 მაისს ნოე ხომერიკი სწერს თავმჯდომარე ნოე რამიშვილს და სთხოვს, მოიპოვოს პუნქტის აგების უფლება ტრაპიზონში, ან რიზეში და ატყობინებს, რომ ქართველმა მოვაჭრეებმა დაადგინეს საბჭოთა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 3 მაისს ნოე ჟორდანიამ საფრანგეთის სოციალისტური პარტიის (რეკონსტრუქტორების) ცეკაში გამოსვლისას დააყენა საკითხი, რა მოხდა საქართველოში – რევოლუცია, აჯანყება-გადატრიალება თუ ომით დაპყრობა – დოკუმენტებით გააშუქა და დაამტკიცა, რომ ეს იყო საბჭოთა რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს დასაპყრობად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მაისში მურად გუნთაიშვილსა და სულეიმან კაიკაციშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ერთდროული დახმარება მისცა, თითოს 300 000 მანეთი.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი ნესტორის ძე ანჯაფარიძე დააპატიმრა.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის მაისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ ვლადიმერ ჯიბლაძე (მძიმე ავადმყოფი), ზაქარია გურული (ავად იყო), გიორგი ფაღავა (ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს), გიზო ანჯაფარიძე, ვ. მაყაშვილი და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის მაისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ უშანგი ელიავა, ვასო ნოდია, ნიკოლოზ ჩაბიშვილი, კ. კანდელაკი და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 30.04 - 29.12 ევგენი გეგეჭკორმა და საქართველოს ლობისტმა აშშ-ში, უოლტერ ჩენდლერმა მოხსენებითი ბარათები გამოგზავნეს ლონდონიდან და ვაშინგტონიდან, სადაც აღწერილია კავკასიის პრობლემები და ევროპის ქვეყნების პოზიციები. ევგენი გეგეჭკორის მოხსენებას ნოე ჟორდანიასადმი ახლავს მინაწერი: „მოწონებულ იქნას ლექციების ორგანიზაცია, პოლიტიკური სადილი მხოლოდ ჩხენკელის ან მინისტრთა თანდასწრებით გაიმართოს."
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 აპრილს ნოე ხომერიკი ამხანაგ კოსტიას ატყობინებს,რომ ვექილი სხირტლაძისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორი ცუდი და უკიდურესად მძიმე სიტუაციია თბილისში. მოსახლეობას აეკრძალა ვაჭრობა, 4 ადამიანი დაუხვრეტიათ საქონლის გადამალვისთის, ბანკები დახურულა. ასევე წითელი არმიის 12-15 ათასიანი არმია მოემართება თბილისისკენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს საქართველოს სახალხო განათლების კომისარიატმა ქრისტინე შარაშიძე მიიწვია სასწავლო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ამავე წლის 26 აპრილს ტარდებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქვემო ჭალის რევკომის შუამდგომლობა ადგილობრივი სამკითხველოს წიგნებით მომარაგების შესახებ. გამგეობამ სამკითხველოსთვის საზოგადოების მიერ გამოცემული 10000 მანეთის წიგნების გადაცემა გადაწყვიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის 1921 წლის 22 აპრილის ოქმიდან ირკვევა, რომ საინგილოს დელეგაცია ყოფილა განათლების კომისართან, რომელიც დახმარებას შეჰპირდა მომავალში.