ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს იაკობ ფანცხავამ უარი თქვა პერმში მუშაობაზე, რადგან იქ სასტიკი ჰავის გამო ვერ წავიდოდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს, სტუდენტობის დროს, იაკობ ფანცხავა ზაფხულობით ხშირად სტუმრობდა სოფელ ჯიხაიშში მცხოვრებ ნიკო ნიკოლაძის ოჯახს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა ფილოქსერას პარტიიდან წამოსვლის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა მატერიალური პრობლემების გამო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლიდან ფოთიდან გასვლისას ყოველ ჯერზე ბოქაული იაკობ ფანცხავას ნაცნობ-მეგობრებთან არკვევდა სად, როდის და ვისთან მიდიოდა იგი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს სოფელ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძესთან იაკობ ფანცხავას სტუმრობის შემდეგ ნიკოლაძეების მოურავი ბოქაულმა დაიბარა დასაკითხად.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავას სოფელში ვიზიტის შემდეგ ღამით მის ბიძაშვილ კალისტრატეს სოფლის მამასახლისმა, მისმა მწერალმა, ქუთაისის ბოქაულმა და ჟანდარმერიის ოფიცერმა მიაკითხეს დასაკითხად.

1895

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1895 წელს იაკობ ფანცხავას ჰყავდა ბიძაშვილი, კალისტრატე ფანცხავა.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს იაკობ ფანცხავას თვალები აწუხებდა და ექიმ ტარსაიძესთან მკურნალობდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა ერიდებოდა ნაცნობებთან ღამის გათევას და სასტუმროში ჩერდებოდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 15 დეკემბერი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 4 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 4 დეკემბერი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 2 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 2 დეკემბერი“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის დეკემბერში საფილოქსერო პარტიის ხელმძღვანელი ივანე ანდრონიკაშვილი და ამავე პარტიის წევრი იაკობ ფანცხავა ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმეთვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის დეკემბერში საფილოქსერო კომიტეტმა იაკობ ფანცხავა ფილოქსერას უფროს მაძიებლად დანიშნა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის დეკემბერში ფილოქსერას უფროს მაძიებლად დანიშნული იაკობ ფანცხავა საფილოქსერო კომიტეტმა ფოთში მიავლინა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის დეკემბერში ფილოქსერას უფროსი მაძიებლის თანამდებობაზე მომუშავე იაკობ ფანცხავას საფილოქსერო კომიტეტმა ანაზღაურება 75 მანეთი დაუნიშნა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის დეკემბერში ფილოქსერას უფროს მაძიებლად დანიშნული იაკობ ფანცხავა საფილოქსერო კომიტეტმა ფოთში მიავლინა. იაკობს ევალებოდა დღეში რამდენჯერმე პორტში გასვლა და შემოსული გემების შემოწმება, ხო არ შემოქონდათ მათ ესა თუ ის სანერგე მცენარე საზღვარგარეთიდან. ამ დროს სასტიკი კარანტინი იყო დაწესებული, რადგან საფრანგეთში ფილოქსერა მძვინვარებდა და ვენახებს ანადგურებდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 26 ნოემბერი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 25 ნოემბერი“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა, რომ საქართველოში გამომგზავრებულ ინგლისელ მთარგმნელს, მარჯორი უორდროპს იმჟამად თბილისში მყოფი მისი ძმა, ოლივერ უორდროპი სტამბოლში დახვდებოდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა, რომ ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის“ ინგლისურად მთარგმნელი მარჯორი უორდროპი უკვე გამოემგზავრა საქართველოში.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 3 ნოემბის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „ბეჩავის სიყვარული“ დასკვნითი ნაწილი დაიბეჭდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 2 ნოემბის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „ბეჩავის სიყვარული“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 31 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობდა სათავადაზნაურო ბანკის საგანგებო კრებაში, რომელმაც განიხილა ბანკის მიერ გრიგოლ არწრუნისეული ქარვასლის შეძენის საკითხი. ილია ჭავჭავაძე კამათში ჩაება ივანე მაჩაბელთან, რომელიც ბანკის მიერ ქარვასლის შესყიდვის წინააღმდეგი იყო. ანტონ ფურცელაძემ ურჩია, გამგეობისთვის მიენდოთ გადაწყვეტა, მაგრამ კრება არ დაეთანხმა.