ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში გადასცა 300 მან., მღვდელ კირილე კელენჯერიძეს წიგნების ანგარიშში – 8.96 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 3.85 მან., ზაქარია ჭიჭინაძეს – 10 მან., ზაქარია გრიქუროვს – 131 მან., ანასტასია წერეთელს – 6 მან., ვასილ ბეჟანეიშვილთან წიგნების გასაგზავნი – 1.10 მანეთი. ასევე მაჩხანიის დეპოს გაუგზავნეს – 7 შაური. განათებაზე, წიგნების დაბეჭდვასა და საზოგადოების სხვა გადასახადებზე დაიხარჯა გარკვეული თანხა. სულ ჯამში გამგეობამ გასცა 395.63 მანეთი.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა დარაჯის დაპატიმრების ამბავი შეატყობინა, ასევე მისწერა წვრილმანი ხარჯების შესახებ და წერილთან ერთად მამასახლისისგან მიღებული ქვითარი გაუგზავნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული ავქსენტი ცაგარლის კომედია „ხანუმა“ უნდა წარმოედგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული ფრიდრიხ შილერის დრამა „ყაჩაღები“ უნდა წარმოედგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძის მიერ დადგმული კომედია „აირია მონასტერი“ უნდა წარმოედგინა, რომელშიც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ნატო გაბუნია-ცაგარელი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ მიხეილ კლიმიაშვილის წერილი სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ წერილის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ წელიწადში 2 თუმანი გადაედოთ სკოლის მსახურთათვის დასარიგებლად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სკოლათა ზედამხედველმა თედო ჟორდანიამ, რომ სკოლებისთვის გაეგზავნათ სასწავლო წიგნები. გამგეობამ თ. ჟორდანიას თხოვნა დააკმაყოფილა და ასევე მოითხოვა საჭირო წიგნთა სია გამოეგზავნათ საზოგადოებისთვის.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, გიორგი კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ახალციხის სახალხო ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, რომ ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნათ 8 თუმნის ღირებულების ჟურნალ-გაზეთები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთვრამეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი დეკემბრიდან 16 დეკემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთვრამეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ექვთიმე თაყაიშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, გამგეობამ დაადგინა, რომ ქუთაისისა და სენაკის სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის ახალ წევრებს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე გამგეობისთვის უნდა მოეხსენებინათ თავიანთი მოსაზრება სკოლებისთვის შედგენილი ინსტრუქციის შესახებ. სხდომაზე განაცხადეს რომ ახალმა კომიტეტმა თავმჯდომარედ აირჩია დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, მდივნად კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე.

1898

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ ფოტოგრაფიის შესახებ. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე რაჟდენ ჯაჯანაშვილმა და ლიუბოვ ანანიევმა წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები, საიდანაც გამგეობამ ჯამში 10 მანეთი მიიღო.

1898

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების აგენტის მიხეილ მღვდლიშვილის წერილი სვანეთში სკოლის გახსნის საჭიროებისა და იმ შემწეობის შესახებ, რომელიც ცაგერის საზოგადოებისგან უნდა მიეღოთ. გამგეობამ განაცხადა, რომ გაითვალისწინებდნენ მის განცხადებას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 38-ე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ზურაბიშვილი; სხდომაზე გამგეობამ გრიგოლ ტატიშვილს წიგნების ანგარიშში 11 მანეთი გადასცა, სერგეი მდივანოვს – 5. 36, ანტონ გოგიაშვილს – 3. 20, ანდრია ღულაძეს – 23. 25, სემინარიას ანტონ ნატროშვილის კრებულში – 9. 50 მან., თედო ჟორდანიას – 16. 80, ნიკოლოზ ბადრიძეს – 5, თომა მთავრიშვილს წიგნების გასაგზავნი – 10. 92 მან., დიმიტრი ნონიკაშვილს – 20, აბრამ ნორდშტეინს – 15, ნიკოლოზ ცხვედაძეს – 15, გერცენშტეინს – 10, ვერკიჩევს – 15. დაფარეს საზოგადოების სხვა გადასახადებიც.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თევდორე ჟორდანიას წინასიტყვაობით ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებების კრებული გამოიცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი კრებული „უცხო მწერალთა ამბავნი და მოთხრობანი“ წიგნის მაღაზიებში სამ შაურად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალავერდის ეპისკოპოს კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის მიერ შედგენილი სალიტერატურო ნიმუშების კრებული „სიტყვების თეორია“ წიგნის მაღაზიებში ერთ მანეთად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 12 დეკემბერი“ („პატივცემულმა ან. ფურცელაძემ დაბეჭდა ჩვენს გაზეთში...“).

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული გოგოლის „რევიზორი” უნდა წარმოედგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გიორგი კანდელაკი, გედევან გედევანოვი, კონსტანტინე შათირიშვილი, ანა მესხი და დათიკო ხოსროევი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 დეკემბერს თბილიში სტუმრად მყოფი სომხეთის კათალიკოსი მკრტიჩ I ეგზარქოს ფლაბიანეს ეწვია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 დეკემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისში სტუმრად მყოფ სომხეთის კათალიკოს მკრტიჩ I-ს შეხვდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კოტე მესხის მიერ შედგენილი კრებული „იმერული სცენები“ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 5 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძე ქართული სამკურნალო მწერლობის ბიბლიოგრაფიულ წერილზე მუშაობდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ილია ფერაძის ისტორიული ნარკვევისა „წმ. დიდი მოწამე ქეთევან, კახეთის დედოფალი“.