ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 10 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სენტენცია „მდიდარს უფრო ადვილად აძლევენ საჩუქრად, ვიდრე ღარიბს სესხად“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბიკით გამოქვეყნდა ქრისტიანულ სწავლებაზე დამყარებული და ილია ჭავჭავაძის მიერ ჩამოყალიბებული სენტენცია „ყოველთვის უნდა გახსოვდეთ დღე აღსასრულისა, რათა უფრო გონივრად იცხოვროთ“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 28 ივნისამდე გამოვიდა ვახტანგ ორბელიანის ლექსების კრებული, რომელსაც წამძღვარებული ჰქონდა ილია ჭავჭავაძის წინასიტყვაობა „მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანისა“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 ივნისს გიორგი ქართველიშვილმა ილია ჭავჭავაძეს ძმისწულის, მიხეილ ქართველიშვილის თბილისის საადგილმამულო ბანკში ბუღალტრის თანაშემწედ დანიშვნა სთხოვა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სენტენცია: „ანთებული სანთელი ჩაიწვის და ჩაქრება, ხოლო ერთხელ ანთებული ცოდნა კი თავის დღეში არა: მამიდგან შვილზედ გადადის, შვილიდგან შვილიშვილზედ უფრო განდიდებული, უფრო გაძლიერებული“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ოდესიდან დაბრუნების შემდეგ დუტუ მეგრელმა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიას მიმართა თხოვნით, აეყვანათ იგი იმ დროისთვის გათავისუფლებულ ზედამხედველის თანამდებობაზე.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ეკატერინე ნიკოლაძის წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკში სახლის დაგირავების შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 3 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ავეტ ავშანოვის წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკში სახლის დაგირავების განზრახვის შესახებ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 27-30 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებას და მხარი დაუჭირა სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების – კოტე ელიოზიშვილისა და ნიკოლოზ ჯანდიერისათვის სამედიცინო განათლების მისაღებად სტიპენდიების დანიშვნას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 27 მაისს ვერაზე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის მმართველობის თავმჯდომარედ არჩევის აღსანიშნავად სადილი გამართა.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის 25 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი გამგეობის მეოთხე წევრად აირჩიეს.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის 25 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ ისევ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს.

1894

ტიპი: გარდაცვალება

1894 წლის 24 მაისს, დილის 9 საათზე, ილია ჭავჭავაძის დისწული მარიამ აფხაზ-მაყაშვილისა კუკიიდან ქაშვეთის ეკლესიაში მიასვენეს და წირვის შემდეგ ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 24 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე სათავადაზნაურო სკოლისთვის სოფელ სკრის მამულის შეძენის წინადადებით გამოვიდა. კრების მონაწილეებმა ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „ნადსონიდან“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის“ ნაწყვეტი დაიბეჭდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა სილიბისტრო ჯიბლაძის წერილი ეგნატე ნინოშვილის შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა თეოფილე ხუსკივაძის „ყაჩაღის“ VI და VII თავები.

1894

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1894 წლის 22 მაისს ილია ჭავჭავაძე დისწულის გარდაცვალების გამო თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებას ვერ დაესწრო.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ მეველის ფსევდონიმით დაიბეჭდა დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძის წერილი თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების 20 მაისის კრების შესახებ.

1894

ტიპი: გარდაცვალება

1894 წლის 21 მაისს ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა დისწული მარიამ ნიკოლოზის ასული აფხაზი–მაყაშვილისა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთათური დამსწრის ფსევდონიმით დაიბეჭდა ვასილ როსტომის ძე ყიფიანის სტატია, რომელშიც საუბარი იყო თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებებზე ოპოზიციის მიერ ქართლელთა და კახელთა დაპირისპირების პროვოცირებაზე ხმათა უმრავლესობის მოსაპოვებლად.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე სკოლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ერთხმად აირჩიეს მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანისა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშალმა, ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილმა სკოლის კომიტეტის თავმჯდომარეობაზe უარი განაცხადა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანმა წამოაყენა წინადადება, აკაკი წერეთელი სკოლის საპატიო კომიტეტის წევრად აერჩიათ. კრებამ ერთხმად მიიღო ეს წინადადება.