ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50020

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე; სხდომაზე გადაწყვიტეს, საზოგადო კრება 3 ივნისს ჩაეტარებინათ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა პეტრე მამრაძემ, რომ მიეცათ მისთვის 300 მანეთი ილიას ძეგლის მოაჯირის გასაკეთებლად, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 ნოემბერს დავით ავალიანი, დავით ლორთქიფანიძე, ალექსანდრე კრინიცკი, სავლე წერეთელი, ტრიფონ ღამბაშიძე, მიტროფანე ლაღიძე და ივანე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებაში გამართულ დამფუძნებელ კრებას დაესწრნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ტუაფსეს განყოფილების, რომლის წევრები იყვნენ ილია მგელაძე და სამუელ ზაქარაშვილი, სავარაუდო შემოსავალი საწევროდან 228 მანეთი იყო, შემოწირულობებიდან — 224, წარმოდგენიდან შემოსული — 93 მან.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 ივლისს ტუაფსეს განყოფილების გამგეობა, რომლის წევრები იყვნენ ილია მგელაძე და სამუელ ზაქარაშვილი, იუწყებოდა, რომ ომის გამოცხადებისთანავე განყოფილების რამდენიმე წევრი ომში წავიდა. ადგილობრივმა კრებამ მოიწვია კომისია, რომელმაც რამდენიმე თვის შემდეგ განყოფილების წევრები აირჩია. კრებას 42 წევრი დაესწრო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ილია მგელაძე და სამუელ ზაქარაშვილი ტუაფსეს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ. ამ წელს განყოფილების სავარაუდო გასავალი ბინის ქირისთვის (11 თვის) 165 მანეთი იყო, მეთვალყურის ხელფასისთვის (11 თვის) — 220, ბეჭდებისთვის — 9, კანცელარიის ხარჯი — 36.64, წიგნების შესაძენად — 25, სხვადასხვა ავეჯის შესაძენად — 52.38 მან., წიგნების ყდის შესაკეთებლად — 41.63, ჟურნალ-გაზეთებისთვის — 20.10, სურათების ჩარჩოებისათვის — 2.20, ბიბლიოთეკის წიგნისთვის — 4.50, ადგილობრივი ტელეგრამების შესაძენად — 4.80, წიგნების მოსატანად — 2.75, სურათების შესაძენად — 11, ბინის, გათბობისა და განათებისთვის კი — 7 მან.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის პირველი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილებას 36 წევრი ჰყავდა. ილია მგელაძე და სამუელ ზაქარაშვილი განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1918 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ილია (ილიკო) ბეჟანის ძე მგელაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1918 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის მდივანი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1918 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, დიმიტრი ისიდორეს ძე მამალაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის მოლარე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ ქონება, რომელიც მუზეუმს ჰქონდა ნაწილ-ნაწილ მრავალი წლის შრომის შედეგად იყო დაგროვებული. აქედან გამომდინარე, რცხილაძის აზრით, მილიონობით ღირებულების ქონების ბედზე ბევრი უნდა ეფიქრათ, ყველა საკითხი აეწონ-დაეწონათ, გამოეკვლიათ და შემდეგ გადაეწყვიტათ ვის გადასცემდნენ მუზეუმს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ საკითხი წიგნსაცავ-მუზეუმების შესახებ გამგეობისთვის მიენდოთ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ საკითხი წიგნსაცავ-მუზეუმების შესახებ სპეციალური კომისიისთვის მიენდოთ და მისი წევრები გამგეობის წევრების არჩევის დროს აერჩიათ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივნისს გაიმართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომას ესწრებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილისა, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გიორგი იოსელიანი და კიტა აბაშიძე. სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 32.80 მანეთი, მოსე თოიძეს — 56.88, სერგეი მელკუროვს — 36, ივანე რატიშვილს წინარეხში წასასვლელად — 7  და გრიგოლ ყიფშიძეს თიანეთში წასასვლელად — 12 მან. გამგეობამ გადაიხადა საზოგადოების სხვადასხვა ხარჯიც, რამაც სულ 227.87 მანეთი შეადგინა.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომიდან ვიგებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის დისშვილიშვილი იყო კონსტანტინე კასრაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ იგი ბუნებრივი პირობებით მდიდარი იყო. როგორც მიწის შემადგენლობა, ისე ადგილობრივი მდებარეობა და ჰავა ხელსაყრელი იყო სხვადასხვა მცენარეების ზრდა-განვითარებისთვის და მრავალნაირი ნაყოფის მისაღებად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომაზე მ. საღარაძეს წიგნების ანგარიშში გადასცეს 12.48 მანეთი, მიხეილ საბინინს კლიშეების ტრანსპორტირებისთვის – 8.45, ასევე შეიძინეს სხვადასხვა საჭირო ნივთი საზოგადოებისთვის. აღნიშნულმა ხარჯმა 49.33 მანეთი შეადგინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე წარადგინეს კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტის, იოსებ ირემაშვილის თხოვნა სტიპენდიის დანიშვნის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გუდაუთის განყოფილების გახსნის შესახებ იმსჯელეს, ასევე განიხილეს გუდაუთელების მოთხოვნა, რომ იქ მცხოვრები 30 ადამიანი მაინც ყოფილიყო საზოგადოების წევრი, გუდაუთელები კი სოხუმის განყოფილების წევრებად იყვნენ ჩაწერილები. გამგეობამ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობები და რჩევები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გამგეობას მიმართა „განათლების“ საზოგადოების გამგეობამ, რომ სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები სჭირდებოდათ. გამგეობამ მათ თუმნის წიგნები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა შიო ქუჩუკაშვილმა, რომ გადაეცათ მისთვის წიგნების თანხა. გამგეობამ მას უარი განუცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იასონ კერესელიძემ, რომ გადაეცათ მისთვის წიგნები მაჰმადიან ქართველებისთვის დასარიგებლად, რაზედაც გამგეობამ უარი განაცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ მღვდელ მელიტონ კელენჯერიძეს შეკრებილი ჰქონდა სახალხო ზეპირსიტყვიერების დიდძალი მასალა, რომელსაც დასაბეჭდად გადასცემდა გამგეობას შემდეგი პირობით, თუ მას მოიხსენიებდნენ როგორც რედაქტორსა და შემკრებ-დამამუშავებელ პიროვნებას და ასევე მთელი მასალა ერთად უნდა შეეძინა გამგეობას 400-500 მანეთად. გამგეობამ განაცხადა, რომ მზად იყვნენ შეეძინათ არსებული მასალა, მაგრამ სურდათ ჯერ შეემოწმებინათ და შემდეგ მოლაპარაკებოდნენ მ. კელენჯერიძეს შეძენის პირობებზე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მეტეხის ბიბლიოთეკის გამგე ირაკლი თაზიშვილმა, რომ მეტეხის ბიბლიოთეკისთვის ეწოდებინათ: „ბიბლიოთეკა-სამკითხველო მიხეილ გიორგის ძე თუხარლიშვილისა“, რომლის მემკვიდრეები მზად იყვნენ ბიბლიოთეკისთვის შემოეწირათ 300 მანეთი და ასევე რუსული და ქართული წიგნები. გამგეობამ შემოწირულობისთვის თუხარლიშვილის მემკვიდრეებს მადლობა გამოუცხადა, ბიბლიოთეკისთვის სახელის შეცვლაზე კი უარი განუცხადა.