ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინმა თურქეთში ბუდუ გურგენის ძე მდივანს მისწერა, რომ თურქები ბათუმში ჯარებზე თავდასხმებსა და საქართველოს ტერიტორიების დაკავებას ხელშეკრულების უცოდინრობით ხსნიდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის იანვრის შუა რიცხვებში ანკარაში მიმავალი საბჭოთა რუსეთის ელჩი ბუდუ მდივანი ყარსში კიაზიმ ყარაბექირსა და მოსკოვში მიმავალ თურქეთის დელეგაციას შეხვდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის იანვრის შუა რიცხვებში მოსკოვში მიმავალი თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ალი ფუატ ფაშა ყარსში ანკარაში მიმავალ საბჭოთა რუსეთის ელჩს, ბუდუ მდივანს შეხვდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სპირიდონ კედია საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საქართველოს მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ და პოლიტიკური პარტიის ლიდერმა სპირიდონ კედიამ ემიგრაციაში მიმავალი მთავრობის შეპყრობის გეგმა ჩაშალეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს მემედ აბაშიძე ბათუმის მეჯლისის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს რეჯებ ნიჟარაძე, ჯემალ ქიქავა, ისქენდერ ცივაძე, ზია აბაშიძე და მემედ გოგიბერიძე ბათუმის მეჯლისის წევრები იყვნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-1942 წლებში არტემ ახნაზაროვი არ მსახურობდა რაზმებში, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-1938 წლებში დუტუ მეგრელი არ მსახურობდა არმიებსა თუ რაზმებში, რომლებიც ებრძოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-1938 წლებში დუტუ მეგრელი არ მსახურობდა საბჭოთა არმიაში.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ჰაიდარ აბაშიძე და სულეიმან დიასამიძე სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრები იყვნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს რუსეთის შეტევის შემდეგ ნოე ჟორდანიამ ანკარაში სიმონ მდივანს მისწერა, რომ ქემალ ფაშას არტაანისა და ართვინის ოლქის სანაცვლოდ დახმარების მიღებაზე დათანხმებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს ბათუმის ბრძოლაში გიორგი მაზნიაშვილმა ქალაქი ორ მებრძოლ უბნად გაყო – ერთი ნაწილი გენერალ ვარდენ წულუკიძეს დაუქვემდებარა, ხოლო მეორე ნაწილის გენერლად ტიტე ართმელიძე დანიშნა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს კოტე ზაქარიას ძე მაყაშვილი ქართველ მწერალთა გაერთიანებას ედგა სათავეში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლიდან თედო სახოკია თანამშრომლობდა ჟურნალთან „მნათობი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს თედო სახოკიამ რუსულად დაწერა საეთნოგრაფო წერილები სამეგრელოზე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს დაწერილი თედო სახოკიას ზოგიერთი საეთნოგრაფო წერილი რუსულ ენაზე იყო დაბეჭდილი, ზოგიც − მარის სახელობის ინსტიტუტში დასაბეჭდად იყო გამზადებული.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ნიკოლოზ ჩხეიძე საფრანგეთში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი გუგუშვილს უგზავნის წერილს, რომლშიც  სთხოვს, სასწრაფოდ მივიდეს სერ ჯონ ტილთან და გადასცეს, რომ  საქართველოს სჭირდება რეალური დახმარება ფინანსურად და იარაღით. როგორც გეგეჭკორი ამბობს, ლოიდ ჯორჯი პირადად დაპირდა მას დახმარებას და ნება მისცა, მისი სახელთ ეს ეცნობებინა საქართველოს მთავრობისათვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 დეკემბერს ოლღა ხოფერიამ და გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობეს, რომ სენაკის განყოფილებაში სულ 191 წევრი იყო. მათ შორის ნამდვილი წევრი იყო 89, მუდმივი კი — 102. საწევრო ყველას გადახდილი ჰქონდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა წერილი მისწერა ლონდონში საქართველოს წარმომადგენლობას, ატყობინებდა, რომ ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ლოიდ ჯორჯმა შეასრულა დაპირება და დაეხმარა საქართველოს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 დეკემბერს სახელმწიფო კონტროლმა მისწერა განათლების სამინისტროს, ეცნობებინათ, რა შედეგით დასრულდა ნიკოლოზ ყაზბეგის მიმართ დაწყებული გამოძიება, რომელსაც სამინისტროს დავალებით სიღნაღის სამაზრო სასკოლო განყოფილება აწარმოებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 დეკემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ალექსანდრე ბეკზადიანმა ერევნიდან რადიოთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს ნოტა გამოუგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 დეკემბერს გაზეთ„სამუსულმანო საქართველოში“ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრმა კონსტანტინე საბახტარაშვილმა განსაკუთრებულ საქმეთა რწმუნებულს თხოვნით მიმართა, სტამბულიდან თათრულ-ფრანგული გაზეთები თბილისში გაეგზავნათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ აუწყა, რომ დაბა ცხინვალში 1920 წლის 23 და 27 დეკემბერს ჩატარებულ საზოგადო კრებებზე არჩეულ იქნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ახალი გამგეობა და სარევიზიო კომისია. ოქროპირიძის თქმით, საზოგადოება შეუდგებოდა მუშაობას მომავალი 1921 წლის იანვრიდან, ხოლო საწევროს შემომტანი 60 პირი 1920 წლიდან ჩაითვლებოდა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სრულუფლებიან წევრად.