რეგისტრირებული ფაქტები50012
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომაზე გამგეობამ თანხმობა განუცხადა თომა მთავრიშვილს 21 აპრილის სხდომაზე წარმოდგენილ თხოვნაზე, 6 თუმნის წიგნები გაეგზავნათ ზუგდიდის მაზრის სოფელ აბაშის მღვდელ იესესთან, ასევე ქუთაისის მაზრის სოფელ ზუბში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ კავკავის სკოლის კვლევის შესახებ. პასუხად გამგეობამ მასვე დაავალა კავკავის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარისთვის მიეწერა წერილი სკოლასთან ეკლესიის აშენების თაობაზე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ საზოგადოების წევრთა საერთო კრება უნდა დანიშნულიყო 13 მაისს საღამოს 7 საათზე, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, ანასტასია წერეთლისა, ეკატერინე გაბაშვილისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა, რომ ბათუმის სკოლის ეზოში მეორე მასწავლებლისთვის უნდა აეშენებინათ ბინა და მასწავლებლებისთვის უნდა გაეზარდათ ხელფასი. გამგეობამ ამ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის სკოლის სამზრუნველოს სთხოვა საზოგადოებისთვის ეცნობებინა საკუთარი მოსაზრება.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, ზაქარია გრიქუროვისთვის 212 მანეთი მიეცათ ნისიად წამოღებული წიგნების ანგარიშში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთხუთმეტე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი და საზოგადოების წევრნი: ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ანასტასია წერეთლისა და ეკატერინე გაბაშვილისა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთხუთმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ანასტასია წერეთლისა, ეკატერინე გაბაშვილისა, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე გააკეთეს განცხადება საზოგადოების წევრ ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შესახებ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გამგეობას აცნობა, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტს უნდა გამოეგზავნა მოხსენება მაისის საქმეების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ქუთაისის სკოლისთვის მაისის საქმეები ხელმეორედ მოეთხოვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: გიორგი იოსელიანი, ნიკო მთვარელიშვილი, ანასტასია წერეთლისა, ეკატერინე გაბაშვილისა, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთხუთმეტე სხდომა. სხდომაზე გააკეთეს განცხადება საზოგადოების წევრ ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შესახებ, რომელმაც მთელი თავისი ქონება საზოგადოებას უანდერძა. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ დასაფლავების ხარჯები თავად დაეფარა და დიდუბის პანთეონში დაეკრძალათ ალ. როინაშვილი; ობოლთა სასამართლოსთვის ეთხოვათ დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით ჩაეტარებინათ კანონიერი ღონისძიება ქონების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით. ასევე დავით კარიჭაშვილს, იაკობ გოგებაშვილს და ნიკოლოზ მთვარელიშვილისთვის დაევალებინათ დასწრებოდნენ ქონების სიის შედგენას, ხოლო ალექსანდრე ჭყონიას და ნიკოლოზ ცხვედაძის ვალდებულება საზოგადოებისთვის ფოტოგრაფიის შენობის საქმის შესახებ ცნობების მოხსენება გახლდათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ნიკო მთვარელიშვილი და ანასტასია წერეთლისა.
1898
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომაზე მოხსენება გააკეთა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელმა დავით ლორთქიფანიძემ, რომ პირადი მიზეზების გამო არ შეუძლია სენაკის სკოლაში მასწავლებლად გადასვლა. გამგეობამ დავით ლორთქიფანიძის თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ მესამედ უნდა გამოეცათ აკაკი წერეთლის ნათარგმნი კრილოვის არაკები. გამგეობამ გამოცემისთვის სურათების შერჩევა იაკობ გოგებაშვილსა და დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 მარტს გაიმართა სამუზეუმო კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ სამუზეუმო კომისიის წევრები: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი და სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას მგელაძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 14 მარტს გაიმართა სამუზეუმო კომისიის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტს გამართულ სამუზეუმო კომისიის სხდომაზე დაადგინეს, რომ თბილისის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს წინაშე კვლავ აღეძრათ შუამდგომლობა ქართული მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად 50000 მანეთის გადადების შესახებ. სამუზეუმო ადგილი ბანკში იყო დაგირავებული და აღნიშნული თანხა მის გასასტუმრებლად სჭირდებოდათ. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომაზე გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1910 წელს მისი შუამდგომლობით მაშინდელმა გუბერნატორმა ნება დართო ერთი წლის განმავლობაში ქართული მუზეუმის ასაშენებლად თბილისის გუბერნიაში თანხა შეეგროვებინა, მაგრამ საზოგადოებამ ამ ნებართვით მაშინ ვერ ისარგებლა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომაზე დაადგინეს, რომ საქალაქო გამგეობაში შეეტანათ თხოვნა, რათა მუზეუმის შენობის ასაშენებელი ადგილი საქალაქო გადასახადისგან გაეთავისუფლებინათ. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში ქართველ მემამულეთა კომიტეტმა აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ 1900 წელს მონაწილეობა უნდა მიეღო პარიზის მსოფლიო გამოფენაში, ითხოვდა, გამგეობას დაეთმო მათთვის ყველა საუკეთესო გამოცემა ქართულ ენაზე, რაც კი წიგნსაცავში მოეპოვებოდათ, ასევე როინაშვილის მიერ ნაანდერძევი ფოტოკოლექციებიდან სხვადასხვა ფოტო წარწერებითურთ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ქართველ მემამულეთა კომიტეტს პარიზში გამოფენისთვის უფასოდ დათმობოდა საზოგადოების გამოცემათა თითო ეგზემპლარი და საზოგადოების ფოტოგანყოფილებიდან როინაშვილის ნაანდერძევი ფოტოკოლექცია „ჩვენი ცხოვრების სურათების“ 2-2 ცალი ფოტო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ნიკოლოზ კურდღელაშვილის კავკავის სკოლაში მასწავლებლად დანიშვნის თაობაზე ეცნობებინათ მიღებული წესით თერგის სახალხო სკოლების დირექციის, კავკავის სკოლის ინსპექტორისა და სამზრუნველო კომიტეტისთვის. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი.