ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იოსებ ლეჟავას წიგნებზე მუშაობისთვის 40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკო ხიზანიშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ფალიაშვილს შესაწევრის სახით 20 მანეთი გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა სილოვან ხუნდაძეს ლექსებში 7.60 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა მდივან პეტრე მირიანაშვილს 90 მანეთი გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე იაკობ გოგებაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების გამგეობის განახლების მომხრე იყო, გამგეობის წევრობიდან განთავისუფლება ითხოვა, რომ მის მაგივრად სხვა აერჩიათ, აღნიშნა, რომ, გამგეობის დატოვების მიუხედავად, განაგრძობდა იმ საქმეს, რომელსაც ოცდაორი წელი ემსახურებოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გრიგოლ ანტონის ძე კვანტრიშვილის, ირაკლი კუპრაშვილის, ირაკლი დავითის ძე კლდიაშვილის, კონსტანტინე ივანეს ძე კობახიძის, გერასიმე კვაჭაძის, კონსტანტინე ალექსის ძე კოსტანაშვილის, კონსტანტინე ნესტორის ძე კახეთელიძის, მიხეილ მიხეილის ძე კოპაძისა და ექვთიმე დავითის ძე კაპანაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს კონსტანტინე ივანეს ძე კობახიძე კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 მარტს ალექსანდრე კვერკველაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, გამოეცათ მისი ნაწარმოები „სამყაროს მეცნიერული შეგონება“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ ბადრიძეს წიგნების გასაფორმებლად 35 მანეთი გადასცეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს მისწერა, რომ მღვდელ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის ყველა ოფიციალური ცნობა და საბუთი თბილისის სასულიერო სასწავლებლის უკანასკნელ გამგე ანტონ ივანეს ძე ნატროშვილს ჰქონდა, ვისთანაც იგი მუშაობდა. ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს მღვდელ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის საქმის შესახებ ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის პასუხი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ ნიკოლოზ ბარნაბიშვილი ახალი საქმისმწარმოებლის დანიშვნამდე ბევრ საქმეში ეხმარებოდა და ზაფხულშიც კი მუშაობდა. ამ ყველაფრის შესახებ საბუთები, ჟურნალ-ოქმები კათალიკოსთა საბჭოში იყო, საიდანაც, საჭიროების შემთხვევაში, საბუთების გამოთხოვნა შეიძლებოდა. ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 12 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს მისწერა, რომ საკათალიკოსო საბჭოს ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის საბუთების დასაბრუნებლად მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ხელს აწერენ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის დირექტორი სპირიდონ ჯორჯიკია და საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის 1919 წლის 29 ოქტომბრის N81 ბრძანებით, თელავის ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგს ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვს, უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის რუსული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 ოქტომბერს დირექტორმა ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მინისტრის მოადგილემ N 81 ბრძანებით, მასწავლებელს ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის რუსული ენის მასწავლებლის წოდება მიანიჭა და 1-ლი სექტემბრიდან თანამდებობაზე დაამტკიცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს უფლება მისცეს ყოფილი მასწავლებელ ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვისთვის სასწავლებლის სპეციალური თანხიდან ერთდროული დახმარების სახით 4000 მანეთი გამოეწერა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნ. გოგიტიძემ განათლების სამინისტროს ნებართვა სთხოვა ყოფილი მასწავლებლისთვის, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვისთვის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების თანახმად, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ერთჯერადი დახმარების სახით 4000 მანეთი გამოეწერა. მან სამინისტროს სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ამონაწერიც გაუგზავნა. ხელს აწერენ დირექტორი ნ. გოგიტიძე და საქმისმწარმოებელი ვალერი კიკნაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმის მიხედვით, ყოფილი მასწავლებელი ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი ოჯახური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა თბილისში გადასულიყო. იგი იქ მატერიალურ გასაჭირში აღმოჩნდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმში წერია, რომ სამინისტროსთან უნდა აღიძრას შუამდგომლობა, რათა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვს გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ერთდროული დახმარების სახით მიეცეს 4000 მანეთი. კომიტეტის დადგენილების დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს დირექტორი ნ. გოგიტიძე, დედანს შეადარა საქმისმწარმოებელმა ვალერი კიკნაძემ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 27 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ რუსული ენის მასწავლებელი ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი 1-ელი სექტემბრიდან სხვა სამსახურში გადავიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს მასწავლებელი ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვის სამსახურიდან წასვლის მიზეზი ჰკითხა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნ. გოგიტიძემ განათლების სამინისტროს მასწავლებლის ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვის სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნა გაუგზავნა. ხელს აწერენ დირექტორი ნ. გოგიტიძე და საქმისმწარმოებელი ვალერი კიკნაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის პირველი ოთხი კლასის რუსული ენის მასწავლებელმა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვმა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვა, 1920-1921 სასწავლო წლის დასაწყისიდან სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნ. გოგიტიძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ყოფილმა მასწავლებელმა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ახალ სამსახურში დანიშვნამდე შეიტანა. ხელს აწერენ დირექტორი ნ. გოგიტიძე და საქმისმწარმოებელი ვალერი კიკნაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ინსპექტორ ევტიხი მამინაიშვილის თხოვნა, გამგეობას გაეგზავნა 20 ცალი „დედა ენა“ და 40 ცალი რვეული ახალციხის მაზრის აწყურის, ძველის, მუქახის, ტოლუშის და კობაშენის სკოლებისთვის. წიგნებისა და რვეულების საერთო ღირებულება შეადგენდა 40 მანეთს.