ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45313

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 16 იტყობინება, რომ ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძის განკარგულებით, ყველა მეეტლე ვალდებულია თან იქონიოს გამოსვლაზე დადებული ტაქსა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაბეჭდის ექიმ ბადრიძის წერილში „დედაკაცის წარსულიდან“ განხილულია წარსულში ქალის მნიშვნელობა და როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ახლანდელი მონური მდგომარეობა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის გუბერნიის კომისარი გრიგოლ გიორგაძე მთხოვნელებს იღებს 11 საათიდან 1 საათამდე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტს ეცნობა, რომ სადგ. ბალაჯარაში დგას ქუთაისის გუბერნიისთვის დანიშნული 120 ვაგონი სიმინდი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 15 დაიბეჭდა კ. დ. მაჭავარიანის „წერილი ბათომიდან“, რომელშიც განხილულია ქალთა მდგომარეობა და მათი უუფლებობა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N14) ცნობით, გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად დავით მელქაძემ შესწირა 4 მან და 50 კაპ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, საგუბერნიო სასურსათო კომიტეტი აცხადებდა, რომ სურსათის სარეკვიზიოციო საწყობები 12 ივლისიდან ქალაქის სასურსათო კომიტეტს გადაეცემოდა და ყოველგვარი ჩამორთმეული სანოვაგე ქალაქის სასურსათო კომიტეტს გადაეცემოდა და არა საგუბერნიო სასურსათო კომიტეტს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ურატაძე, მის მოადგილედ – ილია თევზაძე, გუბერნიის კომისრად – გრიგოლ გიორგაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასურსათო სამინისტრო ყველა საზოგადო ორგანიზაციას და კერძო პირთ სთხოვს შეინახონ ტომრები. 1917 წელს საჭიროა 200 მილიონი ტომარა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N14 დაიბეჭდა ანეტა კაპანაძისას მოთხრობა „დღევანდელი ინტელიგენტი მამაკაცის ზრდილობა“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 13 ცნობით, რედაქციამ მიხეილ ომანის ძე ჩინჩალაძისგან მიიღო გაზეთის სასარგებლოდ დაბა სურამში შეგროვილი 15 მანეთი და ეპრაქსია ვაშაკიძისგან 13 მანეთი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N13 ცნობით, უკვე იბეჭდება ქართული სახელმძღვანელოები, სიმონ ოცხელის მიერ ქართულად შედგენილი ალგებრა და გეომეტრია, ისტამბება აგრეთვე ძველი რომისა და საბერძნეთის ისტორია, დასაბეჭდად მზადდება გეოგრაფია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N13 ცნობით, პეტროგრადში დიდი არეულობაა, ჯარი მძიმე არტილერიით გარს შემოერტყა თავრიდის სასახლეს და ახალი მთავრობის წევრების გადადგომა მოითხოვა. ჩხეიძემ ჯარი ვერ დააწყნარა. აღმოსავლეთ კომიტეტის წევრებმა თავრიდის სასახლე დატოვეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N13 „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა მოთხრობა „სურათი სოფლად“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N13 დაიბეჭდა კ. დ. მაჭავარიანის „წერილი ბათომიდან“, რომელშიც ავტორი დადებითად წერს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისას“ შესახებ და მის მნიშვნელობაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 დაიბეჭდა დ. ყვირილიდან შემომწირველთა სია გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ სასარგებლოდ: როხოლია ბერიძისა, ანეტა ოქროპირიძისა, მათიკო აბაშიძისა, ალექსანდრა აბაშიძისა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 დაიბეჭდა აგაშა სტურუასას წერილი „სამტრედიიდან“. ის გაზეთის რედაქციას აუწყებს, რომ 1917 წლის 18 ივნისს სამტრედიის ახალ კლუბში გაიმართა საღამო გაზეთის სასარგებლოდ, რომლის შემოწირულობას, 75 მანეთსა და 60 კაპიკს უგზავნის რედაქციას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N12 ცნობით, ქუთაისის გუბერნიისთვის სხვადასხვა სანოვაგის მოსატანად გამზადებული იყო 150 ვაგონი. ამჟამად, ქალ. სასურ. კომიტეტის ცნობით, მხოლოდ 15 ვაგონი იყო, რის გამოც სასურსათო კომიტეტმა პურის ფქვილის ზღვით შემოტანა გადაწყვიტა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისას“ N12 ცნობით, საგუბერნიო კომიტეტის განცხადების თანახმად, მოკლე ხანში, ვაგონების სიმცირის გამო ქუთაისიდან ხილეულობის გაზიდვა შეწყდებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „საუბარი მუშა ქალებთან, II“. ავტორი განიხილავს ქალების ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის და მოუწოდებს მათ ბრძოლის გაგრძელებისკენ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N12 დაიბეჭდა კ. დ. მაჭავარიანის „წერილი ბათომიდან“ რედაქტორის მიმართ, რომელშიც ავტორი გაზეთზე და მის მნიშვნელობაზე დადებითად წერდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: საშა ასათიანი, ედუსი წერეთლისა, ეკატერინე ასათიანი და სხვ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 დაიბეჭდა საჭამიასერიდან შემომწირველთა სია გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: ფედოსი რამიშვილი-კვინტრაძისა, მარიამ რამიშვილი-დუდუჩავასი, ელენე ვაჩეიშვილი-კვინტრაძისა, ირინე კვინტრაძე-სხვიტარიძისა, მინადორა კვინტრაძე-სანადირაძისა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა სოფ. ხეთიდან შემომწირველთა სია გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: ედუქსი კვირკველია, ალექსანდრე ლებონმჟავა, ეფროსინე დავითაია, პარასკევა გვასალია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 იუწყება, რომ ქ. თბილისიდან ნინო იაზონის ასული მაჭავარიანისგან გაზეთის სასარგებლოდ მიიღეს შემოწირულობა 3 მან. 50 კაპ., ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის სასარგებლოდ კი 3 მ.