რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება თარიღი კლებადობით
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 15 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ, სერგეი მესხმა და სტეფანე მელიქიშვილმა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში 1880 წლის 1-ელი იანვრიდან გაზეთ „დროებისა“ და ჟურნალ „ივერიის“ საერთო რედაქციით გამოსვლის ნებართვის მისაღებად განცხადება შეიტანეს.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 6 ნოემბერს მასწავლებელმა იოსებ გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სოფელ რუისის სკოლისთვის მიიღო წიგნები და სასწავლო ნივთები.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სოფ. წინარეხის საზოგადოების გადაწყვეტილება, წინარეხის სკოლის მასწავლებლების ანაზღაურების თანხა სოფლის ბიუჯეტიდან გამოეყოთ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს წინარეხის სოფლის საზოგადოების გადაწყვეტილება, რომ წინარეხის სკოლის პასუხისმგებელ პირად სამი კაცი აერჩიათ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს,თბილისის ქართული სახალხო სკოლის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 400 მანეთი გამოეყოთ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სოფ. წინარეხის მამასახლისის თხოვნა სკოლის გახსნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი დასამტკიცებლად მთავრობისთვის გადაეცა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს წინარეხის სოფლის საზოგადოების გადაწყვეტილება, რომ სოფელში გაეხსნათ ერთკლასიანი სკოლა, რომლის შესანახად მოსახლეობას ყოველწლიურად, როგორც სახელმწიფო გადასახადი 25 თუმანი უნდა შეეკრიბა და სახლი აეშენებინა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შესთავაზა წინადადება, რომ მასწავლებლების მიღება გამოეცხადებინა. მათ კანცელარიაში საჭირო დოკუმენტებთან ერთად არზა უნდა შეეტანათ. გამგეობა გოგებაშვილის წინადადებას არ დაეთანხმდა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს შესთავაზა, საზოგადოების წევრობის მსურველებს კანცელარიაში განცხადება და საწევრო თანხა წარედგინათ. ახალი წევრები კი პირველ კრებამდე მიეღოთ. გამგეობა გოგებაშვილის წინადადებას დაეთანხმა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შესთავაზა წინადადება, რომ წევრების მიღება გამოეცხადებინა, რადგან საზოგადოებას ფული სჭირდებოდა, წევრობა კი ბევრ ადამიანს სურდა. გამგეობა გოგებაშვილის წინადადებას დათანხმდა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის წინადადებას სოფლებში აგენტების გაგზავნის შესახებ დათანხმდნენ იმ პირობით, რომ საზოგადოება ყველა სკოლას ყოველწლიურად მხოლოდ 40 მოსწავლისთვის საკმარის წიგნებს გაუგზავნიდა. გამგეობის სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს შესთავაზა წინადადება, რადგან სკოლებში აგენტების გაგზავნა ძვირი ჯდებოდა, გაზეთებში დაებეჭდათ შემდეგი შინაარსის განცხადება: სოფელს, რომელიც სკოლის გახსნას ისურვებდა და ხარჯების დასაფარად ყოველთვიურად 30-40 თუმანს გამოყოფდა; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, თავის მხრივ, სკოლის სახლის ასაშენებლად 15 თუმანს გადასცემდა; გამოცდილ მასწავლებლებს დაუნიშნავდა; ყოველწლიურად 4 თუმნის წიგნებს გაუგზავნიდა და სკოლის მართვა-გამგეობის პასუხისმგებლობას აიღებდა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს შესთავაზა, რომ არითმეტიკის სახელმძღვანელოს გარდა, თითო წიგნის შესაძენად პრემიის სახით ოც-ოცი თუმანი გამოეყოთ. გამგეობა გოგებაშვილის წინადადებას დათანხმდა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, თუ თბილისის სახალხო სკოლის ადმინისტრაცია ავეჯს 1-ლ იანვრამდე დაამზადებდა, მაშინ სკოლა იანვარში გაიხსნებოდა. გამგეობის სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ მაჩაბელი.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თბილისში ქართული სახალხო სკოლისთვის სახლის დაქირავება შესთავაზა, რასაც ოცი-ოცდაათი თუმანი დასჭირდებოდა და როცა სკოლის შემოსავალი გაიზრდებოდა, სკოლა თვითონ დაფარავდა საკუთარ ხარჯებს.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე იყო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე იყო. ესწრებოდნენ წევრები – ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ მაჩაბელი.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ძველ სენაკში სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველი იყო.