ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის იანვრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ გამოსვლის შესახებ საცენზურო კომიტეტის სახელზე განცხადება დაწერა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ილია ჭავჭავაძემ თარგმნა დავით ჩუბინაშვილის ნარკვევი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე მოგების განაწილების განხილვის დროს, ილია ჭავჭავაძემ სხდომას სათავადაზნაურო სკოლის დაფინანსება შესთავაზა, ეკატერინე გაბაშვილმა კი მოითხოვა ქალთა განათლებისთვისაც გამოეყოთ თანხა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1878 წლებში ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით ყოველკვირეულ გაზეთ „ივერიის“ 91 ნომერი გამოვიდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ანასტასია თუმანიშვილი ოთხთვიანი მოგზაურობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილს ხარკოვის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება გადასცა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წელს ხარკოვის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილს მისწერა, რომ მათი წესდების ერთი ეგზემპლარი ზაქარია გიორგის ძე ერისთავისთვის ჰქონდათ გაგზავნილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წელს პეტერბურგის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილს მისწერა, რომ მათი წესდება არ გამოადგებოდა და ხარკოვის საზოგადოებისთვის მიემართა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს საზღვარგარეთიდან თბილისში დაბრუნებული ანასტასია თუმანიშვილს სახლში დახვდა ძმა, გიორგი, რომელიც თანამშრომლობდა ქართველ ლიტერატორთა ახალ თაობასთან.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წელს ილია ჭავჭავაძე აირჩიეს საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ყოველკვირეული გაზეთი „ივერია“ შემდგომ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ილია ჭავჭავაძემ დააარსა ქართული ყოველკვირეული გაზეთი „ივერია“.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ვალერიან გუნიამ თბილისის რეალურ სასწავლებელში დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ვიქტორ და დათიკო მერაბის ძე გამყრელიძეები დედამ აწყურიდან თბილისში ჩამოიყვანა და სამხედრო კორპუსისთვის მოსამზადებლად ინტენდანტის ოჯახში მიაბარა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ნატალია გაბუნიამ გორის სცენაზე სუნდუკიანცის „ხათაბალაში“ ხამფერას როლი შეასრულა.

1877

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1877 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძე გაიცნო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წელს სოფრომ მგალობლიშვილი ჟურნალ „ივერიის“ თანამშრომელი გახდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს დიმიტრი ხოშტარიამ ქუთაისის გიმნაზიის მოსამზადებელ კლასში მისაღები გამოცდა ჩააბარა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს დიმიტრი ხოშტარია საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა.

1877

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1877 წლიდან ქუთაისში სასწავლებლად გადასული დიმიტრი ხოშტარია ნიკო დადიანის ბინაში ცხოვრობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს დიმიტრი ხოშტარიამ ქუთაისის გიმნაზიაში დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის პანსიონში ცხოვრობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილი სახელმწიფო ხარჯზე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებელი (შემდგომში უმაღლესი დაწყებითი სკოლა) დაამთავრა.