რეგისტრირებული ფაქტები45308
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წლის 5 მარტს დაკავებულ ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილს ჰყავდა: დედა, ელისაბედი – 70 წლის, მცხოვრები სოფელ ლიხაურში; მეუღლე, ნინა – 24 წლის, დიასახლისი, მცხოვრები თბილისში; შვილი, გივი – 2 თვის.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი მსახურობდა მანუფაქტურის მაღაზიის მოურავად.
1922
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1922 წელს დაკავებულ გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძეს ჰყავდა: მამა, რაჟდენ გრიგოლის ძე – 57 წლის, ყოფილი მასწავლებელი; დედა, მარიამ ივანეს ასული – 54 წლის; და, ელენე – 23 წლის; ძმა, ივანე – 19 წლის, მცხოვრებნი დიდ ჯიხაიში.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 12 იანვარს გიორგი ივანეს ძე ქურხული დააპატიმრეს თბილისის პოლიციაში ანტისაბჭოთა პროპაგანდისა და ჩეკას წევრის, მენშევიკ დავით ეფრემის ძე ონიაშვილს შეფარებისთვის.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი სიო ჭანტურიშვილი ოზურგეთის ერობაში არჩევის გამო საკუთარი თხოვნით სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს 21 ივლისის დადგენილების სისრულეში მოყვანა და 2 472 ფუთი ფქვილის სამხედრო გზათა უწყებისთვის გადაცემა დაევალა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 1-ელ აგვისტოს, ღამის 11 საათზე, ყუბანის ქუჩაზე ბოროტმოქმედებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ალექსანდრე ხმალაძე მოკლეს.
1922
ტიპი: პირადი ურთიერთობა
გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძეს ჰყავდა: მამა ქრისტეფორე, 80 წლის, მცხოვრები ლიხაურში; დედა ეკატერინე, 65 წლის, მცხოვრები ლიხაურში; ცოლი ოლგა, 37 წლის, მცხოვრები თბილისში, ყვარლის ქ. N14-ში; შვილი მადლენი, 14 წლის, მოსწავლე; ძმა ალბერტი, 27 წლის.
1922
ტიპი: თანამდებობა
ცეკავშირის თანამშრომელი გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე დამამზადებელი განყოფილების გამგის მოადგილის თანამდებობას ასრულებდა, როდესაც დააკავეს. ამის გამო საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს ცეკავშირის თანამშრომლებმა მისწერეს წერილი პატიმრობიდან მისი განთავისუფლების შესახებ. ურუშაძეს არ ჰქონდა მოწმობა, რომელიც საზღვარგარეთ გასვლის უფლებას აძლევდა.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 17 სექტემბერს 42 წლის გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე დააპატიმრეს თბილისში, საკუთარ სახლში, ყვარლის ქ. N14-ში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 აგვისტოს ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათაშორისო კომისიის პირველ სხდომას საზღვარგარეთ წამსვლელი ახალგაზრდებისთვის სტიპენდიის მიცემის წესი უნდა შეემუშავებინა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს თბილისის სამაზრო ერობის ბინაში რესპუბლიკის ერობათა სტატისტიკოსების პირველი ყრილობა გაიმართა. თავმჯდომარედ ცენტრის გამგეობის წევრი ისიდორე სტურუა აირჩიეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა დროებით საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა გადაიბარა.
1919
ტიპი: თანამდებობა
ნოე ხომერიკი შვებულების დროს მიწათმოქმედების უწყებაში დროებით შეცვალა მიწათმოქმედების მინისტრის ამხანაგმა გელეიშვილმა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ნოე ხომერიკი შვებულებაში ყოფნისას შრომისა და მთავარ მიმწოდებელ სამმართველოში დროებით შეცვალა შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძემ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს შვებულებაში მყოფი ნოე ხომერიკი დროებით შეცვალა გზათა დეპარტამენტის დირექტორმა ბესარიონ ჭიჭინაძემ.
1919
ტიპი: თანამდებობა
მიწათმოქმედების, შრომისა და გზათა მინისტრი ნოე ხომერიკი დასასვენებლად განთავისუფლდა ერთი თვით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ივლისში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში გამართულ საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, არჩეულიყო ოთხი კაცისგან შემდგარი კომისია, რომელიც საჩეკო ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხს შეისწავლიდა. კომისიაში შევიდნენ: იასონ ლორთქიფანიძე, ბერგი, ჯაყელი და ალექსანდრე ჯაბადარი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ივლისში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში გამართულ საბჭოს სხდომაზე საჩეკო ოპერაციების საკითხი განიხილეს. აზრთა სხვადასხვაობის გამო საბჭოს წევრები ორ ჯგუფად გაიყვნენ, ერთ ჯგუფს სათავეში ედგა სახელმწიფო ბანკის გამგე ბერგი, ხოლო მეორეს – ამიერკავკასიის ბანკის დირექტორი იასონ ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის ივლისში ქობულეთში გამართულ სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა მემედ-ბეგ აბაშიძე. მან მიმოიხილა საქართველოს წარსული და ისაუბრა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთი ხელს არ შეუშლიდა სამუსლიმანო საქართველო ფართო ავტონომიით შეერთებოდა დამოუკიდებელ საქართველოს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს მემედ აბაშიძე სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.