ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50661

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრება ნიკოლოზ ღოღობერიძის თავმჯდომარეობით. კრებაზე გადაანაწილეს საზოგადო საჭიროებისთვის გამოყოფილი თანხა: სააზნაურო სკოლას გადასცეს 8 000 მანეთი, წმ. ნინოს საქალებო გიმნაზიას- 1200 მანეთი, ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას- 1000 მანეთი, სააზნაურო სკოლის ღარიბებს- 500 მანეთი, სავაჟო გიმნაზიაში მოსწავლე სამხედრო შეგირდებს- 350 მანეთი, ქუთაისის გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას- 300 მანეთი. სტიპენდიის სახით ბესარიონ ღოღობერიძისა და ოლგა თეოდორის ასულზე გაიცა 1000 მანეთი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის მაისის ჟურნალ „ივერიის“ №5-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „დასაწყისი უარმყოფელის მიმართულებისა რუსეთში...“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 29 აპრილს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო წიგნები.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 29 აპრილს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიღებული წიგნები დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს. გამოყენების შემდეგ მათ წიგნები ისევ სკოლისთვის უნდა დაებრუნებინათ სხვა ღარიბი მოსწავლეებისთვის დასარიგებლად.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 27 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის განყოფილების კრებას დაესწრო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომაზე 1880 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში და 1881 წლის ხარჯთაღრიცხვა წაიკითხა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათომის ახალი გუბერნატორი“.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 23 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის საოლქო სასამართლოს ნაფიცი ვექილის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 18 აპრილს დავით კეზელმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა და თავისი კომედიის ჟურნალ „ივერიაში“ გამოქვეყნება სთხოვა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, წიგნები, რომლებსაც ვერ ყიდულობდნენ, უნდა გადაეწერათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 8 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „კავკაზის“ აზრი კავკასიის უნივერსიტეტზე“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვახტანგ თულაშვილს ბათუმის სკოლის ასაშენებლად გეგმის შედგენა დაევალა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელთა საერთო კრების ოქმს სწავლა-განათლებისთვის მეტი თანხის გამოყოფის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დააკმაყოფილა რაფიელ ერისთავის თხოვნა მოთხრობა „ხატაურის“ დაბეჭდვის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 აპრილის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გაუბედავი სიყვარული“.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881 წლის 5 აპრილს ნოე რამიშვილი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ დიდ ვანში დაიბადა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 31 მარტს ილია ჭავჭავაძემ და კონსტანტინე ნაცვლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს, დიმიტრი ყიფიანს მიმართეს, საზოგადოებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად პეტერბურგის წიგნის მაღაზიებს მოლაპარაკებოდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 29 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი დოკუმენტის „წესდებულება ქართულის დრამატულის საზოგადოებისა“ დასასრული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი დოკუმენტის „წესდებულება ქართულის დრამატულის საზოგადოებისა“ დასაწყისი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 მარტს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „განათლების ახალი მინისტრის დანიშვნა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 25 მარტს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ტფილისი 24 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „როგორ პოლიტიკას აირჩევს რუსეთი“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 23 მარტს ბათუმის სკოლა გაიხსნა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სკოლის გახსნაზე დასასწრებად ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე გაგზავნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 მარტს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ჩვენი ახალგაზრდობის მოვალეობა“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 18 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ჩარკვიანმა საზოგადოებას 50 ცალი „კაცია-ადამიანი?!“ შესწირა.