ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40119

ფილტრი:
ფაქტის ტიპი სტატუსი

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძე იყო აზნაური.

1919

ტიპი: სტატუსი

ალექსანდრე წერეთელი საქართველოს სოციალისტ-ფედერალისთა სარევოლიუციო პარტიის ფედერალური საბჭოს დადგენილებით რუსეთის დამფუძნებელი კრების ერთ-ერთ კანდიდატად იქნა წამოყენებული.

1964

ტიპი: სტატუსი

1964 წელს ქრისტინე შარაშიძე პენსიაზე გავიდა. საბუთს ხელი მოაწერა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორმა, ელენე მეტრეველმა.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წლის 1-ლი ივნისიდან ხონის ქალათა გიმნაზიის მასწავლებელს, ამბროსი ივლისნეს ძე ბახტაძეს, საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 27 თებერვალს ბოლშევიკური პარტიის თბილისის ორგანიზაციამ დუშეთის მაზრაში გაგზავა პარტსამუშაოდ გიორგი ლაფანაშილი

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 1-ლ დეკემბერს ექიმმა ვახტანგ მუსხელიშვილმა პაციენტების მიღების საათებზე (12-2 სთ.) განცხადება გააკეთა.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 1-ლ დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ კერძო სამკურნალო დაწესებულების სახელით ექიმი ა. დ. ალექსიძე აქვეყნებს განცხადებას, რომ ავადმყოფებს ყოველდღე იღებენ სპეციალისტი ექიმები.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 24 მარტს ივლიანე გვადის ძე გაბუნიას უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის პირველი სექტემბრიდან ივანე გარსიაშვილს თელავის ვაჟთა გიმნაზიის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

1911

ტიპი: სტატუსი

1911 წელს ვლადიმერ სამსონის ძე გაჩეჩილაძემ მთავარი მასწავლებლის წოდება მიიღო.

1914

ტიპი: სტატუსი

1914 წლის 3 ივლისს იან კარლოსის ძე გვიაზდოვსკის საშუალო სკოლის გერმანული ენის პედაგოგის წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნამსახურებითი სიის მიხედვით, ნიკოლოზ ანჯაფარიძეს უმაღლესი ბრძანებით გადაეცა კოლეჟსკი ასესსორის ხარისხი. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნამსახურებითი სიის მიხედვით, ნიკოლოზ ანჯაფარიძეს 1913 წლის 14 იანვრის N3 უმაღლესი ბრძანებით (მართლმ. სარწმ. უწყ.) გადაეცა ნადვორნი სოვეტნიკის ხარისხი უფროსობით 1912 წლის 1-ლი აპრილიდან. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხნივ, ყოფილ მუხრანის ვენახში ჩატარებულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვზე აიყვანა. მაზრის პარტორგანიზაციის ცენტრის შემადგენელობაში თომა ჩუბინიძე, მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე და გიორგი ლაფანაშვილი იყვნენ.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხნივ, ყოფილ მუხრანის ვენახში ჩატარებულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვაზე აიყვანა. ამ სიაში დროებითი მომუშავეები დათიკო ხუბულური და ბუხაშვილიც იყვნენ.

1879

ტიპი: სტატუსი

პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი, შვეიცარიაში ცხოვრების დროს ჟენევის ქართული სამკითხველო-წიგნსაცავის საზოგადოების საპატიო წევრი იყო.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 6 აგვისტოს თამარ გაჩეჩილაძემ, ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებელმა, ხელსაქმის მასწავლებლის წოდება მიიღო.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ანასტასია მიხეილის ასული წერეთელი თბილისის პირველი და მეორე სახალხო ბიბლიოთეკების გამგე იყო.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს მალაქია ტოროშელიძე იყო ჟენევის ქართული სამკითხველო-წიგნსაცავის საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.

1879

ტიპი: სტატუსი

დავით შარაშიძე იყო ჟენევის ქართული სამკითხველო-წიგნსაცავის საზოგადოების გამგეობის წევრი (წყაროს „სამადლობელი წერილები ილია ჭავჭავაძისადმი; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება; ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების განცხადებები 1879-დან 1908 წლამდე" მიხედვით).

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.