ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია), რუბრიკაში „ჩვენი კორესპონდენტები“ დემოკრატის ფსევდონიმით წერილი „თერჯოლის თემი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია), რუბრიკაში „ჩვენი კორესპონდენტები“ დემოკრატის ფსევდონიმით წერილი „ს. სიქთარუა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) ქორის ფსევდონიმით წერილი „მეაბრეშუმეობა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო პეტრეს ასული სტურუა ისიდორე, ანტონ და დავით სტურუების დედა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით ივანეს ძე სტურუა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები − ისიდორე და ანტონ სტურუები ძმები იყვნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დომნა სტურუა დავით ივანეს ძე სტურუას, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების, ისიდორე და ანტონ სტურუების ბიცოლა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „საქართველოს ნოტა აზერბაიჯანს“, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიერ მისი მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი აწერდა ხელს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოზურგეთის კომერციული ბანკის, „ოზკომბანკის“ საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებდა, რომ ბანკის აქციებზე ხელმოწერა დაიწყო 5 იანვრიდან და გაგრძელდებოდა 30 იანვრამდე. ხელმოწერები მიიღებოდა: ოზურგეთში − საურთოერთო ნდობის საზოგადოების ბანკში, ქუთაისში − დასავლეთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო ბანკში, ფოთში − აქციონერულ სავაჭრო-სამრეწველო ბანკში, ბათუმში − კონსტანტინე სიკოს ძე ტუღუშთან და ივანე დავითის ძე გოთუასთან, ლანჩხუთში − თეოფანე პეტრეს ძე სიხარულიძესთან, ჩოხატაურში − ფიადორ ბიჭიას ძე ჩხიკვიძესთან და მასიკო ნიკოლოზის ძე ცინცაძესთან.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „სასკანდალო შედეგები“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) წერილი „რკინის გზელნი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესა (ხელგაშლილობა)“, რომელშიც განხილულია გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნებული სტატია.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დავით კასრაძის „მადლობის წერილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „შესაძლებელია ამიერკავკასიის კონფერენცია?“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სანდრო შანშიაშვილის „წერილი რედაქტორის მიმართ“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სანდრო შანშიაშვილი წერილში რედაქციის მიმართ იუწყება, რომ უდროოდ გარდაიცვალა იროდიონ ევდოშვილის უფროსი ვაჟი ვანო ხოსიტაშვილი, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. იროდიონის ქვრივს დარჩა სამი ქალიშვილი, რომლებიც გაჭირვებაში იმყოფებოდნენ. ქართულმა საზოგადოებამ ოჯახს დახმარება გაუწია: ალექსანდრე პოპიაშვილი − 15 000 მან., ძმები მირიანაშვილები − 7000 მან., ძმები კორაშვილები, ალექსი ძეგველოვი, ალექსანდრე ნადირაშვილი, სერგო სიმონოვი, მიხეილ სესიაშვილი − 5000 მან., მიხეილ ბატიაშვილი, ვანო არუთინოვი, მიშა დონჯაშვილი, ნიკო ახმეტელი, გ. ხელაშვილი, პარმენ გელაშვილი, დიმიტრი და სიმონა მირინაშვილები, ისაკა ალხანიშვილი − 2000 მან., ისიდორე სტურუა, ალექსი ზარიძე, სორწოლიანი, ნიკო ჭრელაშვილი, მ. ბაშარული − 1000 მან., ილია აგლაძე, იოსებ ნაცვლიშვილი, გ. ნიკოლაშვილი, გ. ახრახაძე − 500 მან.

პირები
ალექსანდრე (სანდრო) ილიას ძე შანშიაშვილი ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი (ნადიროვი) გიორგი ალექსის ძე ხელაშვილი გრიგოლ (გოლა) გრიგოლის ძე ახრახაძე ილია სვიმონის ძე აგლაძე (აღლაძე) ისიდორე ივანეს ძე სტურუა ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილი მიხეილ გიორგის ძე ბაშარული ნიკოლოზ გიორგის ძე ახმეტელაშვილი მიხეილ გიორგის ძე სესიაშვილი პარმენ გელაშვილი მარიამ ივანეს ასული ხოსიტაშვილისა (ევდოშვილისა) ნიკო ჭრელაშვილი ალექსანდრე ძეგველოვი ალექსანდრე (ალექსი) ზარიძე გ. ნიკოლაშვილი იოსებ ნაცვლიშვილი ისაკა ალხანიშვილი სიმონა მირინაშვილი დიმიტრი მირინაშვილი მიხეილ ბატიაშვილი სერგო სიმონოვი ალექსანდრე პოპიაშვილი დავით კორაშვილი ვანო არუთინოვი (1)
წყარო

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) წერილი „ბ-ნ ნინიძის საქმის გამო“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) წერილი „გაწამებული ნავთი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ 13 იანვარს თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში, გარდაიცვალა ქართველი ფარმაცევტი ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი, რომელიც ცნობილი იყო არა მხოლოდ ფარმაციაში, არამედ ქართულ მწერლობაშიც.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მოხუცის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „მწარე ფიქრები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ნესტორ მიხეილის ძე უგულავა ავრცელებს ინფორმაციას ივანე ოტიას ძე ქაჯაიას გარდაცვალების შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „სახალხო მეურნეობა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) უმადურას ფსევდონიმით გამოქვეყნდა კორესპონდენცია „სოფელი დაბლა-საქარა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „მორიგი ნოტა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მეთვალყურეს ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „საზოგადო მეურნეობაში“.