ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1877

ტიპი: ღონისძიება

შიო არაგვისპირელის ოჯახს მამის სიცოცხლეშიც ძალიან უჭირდა და 1877 წელს ზაქარია დედაბრიშვილის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო დიდ გაჭირვებაში ჩავარდნენ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1873-1877 წლებში წილკანში გადასული ზაქარია დედაბრიშვილის ოჯახი იქ ორ ოთახში ცხოვრობდა. ზაქარიამ ვეღარ მოასწრო საცხოვრებლისთვის რამის მიმატება, რადგან მალევე გარდაიცვალა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ შიო არაგვისპირელი ძმასთან ერთად დუშეთიდან გამოიქცა და თავის მშობლიურ სოფელ ქაისხევში ჩავიდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს შიო არაგვისპირელს ისეთი მასწავლებლები შეხვდა თბილისში ვასილ ბარნოვისა და მოსე ჯანაშვილის სახით, ვინც სწავლა შეაყვარა და მას არასდროს წაუბორძიკია სწავლაში ამის შემდეგ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ შიო არაგვისპირელი ძმასთან ერთად გამოიპარა დუშეთიდან, სადაც მამიდაშვილი სასტიკ პირობებში ამყოფებდა მათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლამდე დუშეთის სასწავლებელში მიბარებული შიო არაგვისპირელი ძმასთან ერთად მამიდაშვილის, ხაზინის ბუღალტრის, სახლში ცხოვრობდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ დუშეთიდან ქაისხევში ძმასთან ერთად დაბრუნებულ შიო არაგვისპირელს მთელი ოჯახი დიდი სიხარულით შეეგება.

1877

ტიპი: ღონისძიება

შიო არაგვისპირელს მამიდაშვილი, ვისთანაც იგი ძმასთან ერთად 1877 წლამდე ცხოვრობდა დუშეთში, ხშირად მშიერ-მწყურვალს ამყოფებდა მათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკია მარტვილის სასწავლებელში ქართულის მასწავლებელ პოლიევქტო კვიცარიძეს, რომელიც მას 1877-1884 წლებში ასწავლიდა, ახასიათებდა, როგორც უებრო პედაგოგს, ვინც მოსწავლეებს შეაყვარა სწავლის საგანიც და თავისი თავიც.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში, თედო სახოკიას პედაგოგი ნათაძე ასწავლიდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მასწავლებელი, ნათაძე, დაფაზე წერდა რამდენიმე ფრაზას და მოსწავლეები ამ ფრაზებს იქიდან იწერდნენ რვეულებში.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 დეკემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი შექსპირის „მეფე ლირის“ წიგნად გამოცემის ნებართვა გასცა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ნოემბერში თედო სახოკიამ მამას პირველად გაუგზავნა წერილი ქართულ ენაზე.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ნოემბერში მარტვილიდან ქართულად მიწერილ წერილში თედო სახოკია სწავლაში თავისი წარმატებების შესახებ ატყობინებდა მამას და ასევე სამი აბაზის გამოგზავნას სთხოვდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 17 სექტემბერს ილია ჭავჭავაძეს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმა სამმართველომ 1877 წლის პირველი იანვრიდან გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება მისცა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის სექტემბრიდან თელავში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი თავისი პანსიონით სახელმწიფოს ხარჯზე აღსაზრდელ მოსწავლეთათვის. სასწავლებლის გახსნისთვის თელავში მოღვაწე სასულიერო პირებმა საკუთარი ჯიბიდან გაიღეს საჭირო თანხა, რაც სასწავლებლის ზედამხედველ ნიკოლოზ მთვარელიშვილის დამსახურება იყო.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის სექტემბერში იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ დაიბეჭდა ილიას შემდეგი ლექსები: „გაზაფხული“, „გუთნისდედა“, „მძინარე ყმაწვილს“, „სიმღერა ამხანაგებისა“, „სიყვარული მამულისადმი“, „ქართვლის დედას“, „ჩიტი“ და ნაწყვეტები ეპიკური თხზულებებიდან: „აჩრდილი“ (V თავი), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“.

1876

ტიპი: განათლება

1876 წლის პირველი სექტემბრიდან 1883 წლის პირველ ივნისამდე იაკობ ფანცხავა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის აგვისტოს ბოლოს ტიმოთე სახოკიამ შვილი მარტვილში ჩაიყვანა და იქაურ საწავლებელში წარადგინა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ბალკანეთის ნახევარკუნძულის მებრძოლთა სასარგებლოდ თბილისის კლუბში გამართულ საქველმოქმედო ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის აგვისტოში სოფელ ახალქალაქში ეკატერინე გაბაშვილის ინიციატივით პირველი ქართული წარმოდგენა გაიმართა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის აგვისტოში სოფელ ახალქალაქში წარმოადგინეს გიორგი ერისთავის მიერ გადაკეთებული კომედია „ძუნწი“ და ეკატერინე გაბაშვილის პატარა სცენა „ყმაწვილი ქალის ცხოვრებიდან“.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 30 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ჭყონიას სტატია „დასაბადებელ დღეურას“ მაჭახელაძის ფსევდონიმით. წერილი ილია ჭავჭავაძის ახალი გაზეთის გამოსვლას ეხებოდა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 25 ივნისს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ახალი ქართული გაზეთი“ დაიბეჭდა. წერილში იგი ახალი გაზეთის გამოცემაზე საუბრობდა, რომელიც, მისი აზრით, ილია ჭავჭავაძეს კერძო ინტერესებისთვის სჭირდებოდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის მისაღებად კავკასიის საცენზურო კომიტეტში შეიტანა განაცხადი. გაზეთი 1877 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა გამოსულიყო.