ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით გაიმართა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ლომთათიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ სასახლის აივნიდან სამადლობელი სიტყვით მიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცად ეროვნული დროშებით მისულ თბილისში მცხოვრებ მუსლიმებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა უგო ოიეტის ნოველა „ქაჯი“, რომელიც იტალიურიდან თარგმნა ივანე ზურაბიშვილმა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ ბარნოვის ფელეტონი „თამარ მეფის სურათი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო ბათუმის ქართველ მუსულმანთა და ქართველ ქრისტიანთა ეროვნული საბჭოსგან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მემედ-ბეგ აბაშიძე იყო სამუსულმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მეჯლისის თავმჯდომარე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო სამუსულმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტისა და მეჯლისის თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძისგან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ კაპიტანი მამუკა ორბელიანი, საფრანგეთის დიპლომატიური მისიის უფროსი მაიორი ე. დე ნონანკური, იტალიის სამხედრო მისიის უფროსი პოლკოვნიკი გაბბა და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ თბილისის მოურავი ბენიამინ ჩხიკვიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო საქმეთა გამგე პოლკოვნიკი მელიქიშვილი, გენერალი ივანე ჯაფარიძე და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ სამხედრო მინისტრის მოადგილე გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და ალექსანდრე მდივანი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი, იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს, 20:00-23:00 საათზე, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო საზეიმო წვეულება გამართა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ იოსებ დიმიტრის ძე ლიონიძე მადლობას უხდიდა მათ, ვინც გაიზიარა მისი მეუღლის გარდაცვალება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს ნოე ჟორდანიამ სამადლობელი წერილი მისწერა დიდ მოკავშირე სახელმწიფოთა უმაღლეს საბჭოს საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტოდ აღიარების გამო.

1920

ტიპი: ავტორობა

აკაკი ჩხენკელმა სახელმწიფო თეატრში გააკეთა მოხსენება საქართველოს დამოუკიდებლობის de facto აღიარებასთან დაკავშირებით და განაცხადა რომ „საქართველო აღსდგა მკვდრეთით“.

1920

ტიპი: ავტორობა

ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მითაიშვილმა სახალხო სკოლების მთავარგამგეს 1920 წლის 13 იანვარს მისწერა, რომ ლეჩხუმის ერობაში საჭიროა კურსების მოწყობა. კურსები უნდა დაარსებულიყო დაბა ლაილაშშიც; თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩასულიყო კაცი სანიმუშო გაკვეთილების ჩასატარებლად. მასწავლებლებისთვის საჭირო იქნებოდა ბინა და სურსათი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერის თეატრში შესვენების დროს შამპანური მიირთვა პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ევგენი გეგეჭკორთან და სხვებთან ერთად.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერის თეატრის ლოჟაში ესტუმრნენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და სხვები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერაში წარმოდგენის დასრულების შემდეგ „ქართულ კლუბში“ წაიყვანეს ქართული დელეგაციის წევრებმა, სადაც შუაღამემდე გაგრძელდა ბანკეტი მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერაში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი რამდენჯერმე შეასრულეს. ასევე, შესრულდა ბრიტანეთის ჰიმნიც, რომლის ფონზეც მხურვალე ოვაციებით შეეგებნენ მას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერაში იყო წასული, სადაც „აბესალომ და ეთერის“ წარმოდგენა სახელდახელოდ შეცვლილი დახვდა სხვა ნაკლებად საყურადღებო ქართული სპექტაკლით, რომელშიც ერთ-ერთი პრიმადონა განასახიერებდა საქართველოს – ტახტზე იჯდა, სცენიდან მაღლა იყო აწეული და გარს მთელი დასი ეხვია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ საღამოს ანსაბლი აფორმებდა, მათ შორის კახელების ფოლკლორული გუნდი თავისი არაჩვეულებრივი სიმღერებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ საღამოზე ქალაქის მერი მის გვერდით იჯდა, რომელიც საღამოს უძღვებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ საღამოზე საყოველთაო ყურადღებისა და პომპეზური მიმართვების ობიექტი იყო.