რეგისტრირებული ფაქტები50534
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი; ესწრებოდნენ: ივანე გომართელი, დავით ჩიქოვანი, პავლე საყვარელიძე, სამსონ ფირცხალავა, შალვა ამირეჯიბი, იოსებ გედევანიშვილი, ევგენი როგავა, გიორგი გვაზავა, მალაქია ტოროშელიძე, გრიგოლ რცხილაძე, იესე ბარათაშვილი, ივანე ჩერქეზიშვილი, კონსტანტინე მესხი, შალვა მესხიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, ნოე რამიშვილი, დავით ვაჩნაძე, გრიგოლ ნათაძე, ივანე გობეჩია, გერონტი ქიქოძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, რაჟდენ არსენიძე, გრიგოლ ვეშაპელი; სხდომის მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ ისაუბრა ქართველი მაჰამდიანების შესახებ, რომელთაც აჭარის, ახალციხისა და ახალქალაქის მუსულმანთა წარმომადგენლობა ფულს ურიგებდა საკუთარ რაზმებში ჩასარიცხად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა ისაუბრა სამხედრო კორპუსების შესახებ და დასვა შეკითხვა ტყვია-წამლის გამოლევის შემთხვევაში, ვინ უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი მის უზრუნველყოფაზე. ნოე რამიშვილმა განმარტა, რომ მთიელთა მთავრობას ჰქონდა ნაკისრი ტყვია-წამლით მომარაგების პასუხისმგებლობა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს ფილიპე მახარაძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 სექტემბერს მალაქია ტოროშელიძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას არ დაესწრო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა განმარტა, რომ, მეორე პროექტის თანახმად, 32 წლამდე ახალგაზრდებისათვის, დეზერტირებისათვის, ასევე პირებისათვის, რომლებიც სახელმწიფო თავდაცვის სხვადასხვა დაწესებულებაში მსახურობენ, სავალდებულო იქნებოდა ჯარში გაწვევა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა მობილიზაციასა და ქართული ჯარის გაძლიერებაზე ისაუბრა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საგანგებო საერობო კომისიის წევრებად აირჩიეს ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი და გრიგოლ ნათაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის იანვარში ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა სამაზრო კომისარიატს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის მშვიდობიანობის აღდგენის შესახებ. ხელს აწერენ: პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე მესხი და დავით ნახუცრიშვილი.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს მალაქია ტოროშელიძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა ამიერკავკასიის კომისარიატის კანცელარიას სიღნაღის მაზრის რწმუნებულის, მოსე ვარამაშვილისთვის შეიარაღების გამოყოფის თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 იანვარს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა ამიერკავკასიის კომისარიატის კანცელარიას სიღნაღისათვის თავდასაცავად შეიარაღების გამოყოფის შესახებ. ხელს აწერს მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 იანვარს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა ამიერკავკასიის კომისარიატის კანცელარიას სოფელი არბოშიკის შეიარაღებით უზრუნველყოფის შესახებ. ხელს აწერს მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს საშუალო სასწავლებლების მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარე კონსტანტინე ჯორჯიკიამ წერილი გაუგზავნა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას საშუალო სკოლების ახალი შტატების კანონპროექტის შესახებ. წერილში აღნიშნულია, რომ თუ 1918 წლის 23 დეკემბრამდე არ განხორციელდება ახალი კანონპროექტი, დასავლეთ საქართველოს ყველა საშუალო სასწავლებლის პედაგოგი გაიფიცება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ წერილი გაუგზავნა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მდივანს, გორის ქალთა გიმნაზიიდან მასწავლებლის, ბაღაშვილის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ წერილი გაუგზავნა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას დაწესებულებათა რეორგანიზაციის შესახებ. კერძოდ, რეორგანიზაცია შეეხო თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტსა და სამასწავლებლო სემინარიებს, შტატები შეუმცირდა ამიერკავკასიის მუზეუმს, თბილისის ობსერვატორიასა და ცენტრალურ პედაგოგიურ მუზეუმს.
1918
ტიპი: განათლება
1918 წლის 16 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ წერილი გაუგზავნა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას განათლების სამინისტროს გაუქმებული სასწავლებლების შესახებ. დახურულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სიაში შედიოდა: 1. ამიერკავკასიის სახალხო განათლების სამინისტრო; 2. ამიერკავკასიის სასწავლო ოლქი; 3. სახალხო სკოლათა დირექციები თბილისსა და ქუთაისში; 4. თბილისის ქალთა ინსტიტუტი; 5. თბილისის სამხედრო გიმნაზია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დამტკიცდა აღმასრულებელი კომიტეტის წევრების სია: ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ფარნიაშილი, ჰაიდარ აბაშიძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ რცხილაძე, იოსებ გედევანიშვილი, კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ პავლეს ძე გობეჩია, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, მემედ ბეგ აბაშიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს გიორგი გვაზავას შედგენილი 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა და დაწვრილებით განიხილეს შემოსავალ-გასავლის მუხლები.