რეგისტრირებული ფაქტები51847
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარმენ ჭიჭინაძე, რომელმაც აღნიშნა მეცხვარეობა-მესაქონლეობის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და განაცხადა, რომ დარგი მთავრობისთვის ზრუნვის და ყურადღების საგანი გახდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე მოხსენებები ადგილიდან წაიკითხეს: შაქრო ბეგიაშვილმა, ვასო ალუღიშვილმა (ქიზიყი), გიგაურმა და ლ. ლიქოკელმა (ხევსურეთი), ალექსანდრე კუჩენბახმა, კ. სვიმონიშვილმა, გერმანელმა შალინმა (ბორჩალო), პავლე ბეწუკლაშვილმა (ფშავი), ბუჩხიოვმა (ნეიტრალური ზონა). მომხსენებლები აღნიშნავდნენ, რომ მეცხვარეობა-მესაქონლეობა უმწეო მდგომარეობაში იყო და მთავრობისგან ყურადღება არ ექცეოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სამეურნეო ბანკის შენობაში გაიმართა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომა, რომელსაც ალექსანდრე მაჩაბლიშვილი თავმჯდომარეობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს, დილის 7 საათზე სამინისტროთა ახალ შენობაში (ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობა) გაჩნდა ხანძარი, სადაც მალე მოვიდნენ გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელი, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეების წარმომადგენელთა ყრილობამ გაბრიელ ცისკარაშვილს დაავალა სოფელ ძველი დმანისის (ბორჩალო) საჭიროებათა შესწავლა და შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრა დამფუძნებელი კრების წინაშე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობა დაეთანხმა მომხსენებელ შალვა ქარუმიძეს და რეზოლუციის გამოტანა პრეზიდიუმს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარე ფათალი ხან ხოისკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა იტალიის წარმომადგენელი პოლკოვნიკი გაბა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 22 იანვარს, შუადღეს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დიდ სიყვარულს უძღვნიდა მას და შვილებს – ჯეიმს, ენდისა და ნინოს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანი გამოსამშვიდობებლად ესტუმრა. იგი ღამე ერევანში მიემგზავრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვარს, ხუთშაბათს, ბაქოში გაემგზავრნენ: ოლივერ უორდროპი, უეითი, მაიორი დელი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი რუსი მეუღლე, თანაშემწე და სომხეთის წარმომადგენელი აზერბაიჯანში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კასრაძის „ქართული ენის სახელმძღვანელო უცხოელთათვის“ განათლების სამინისტროს გადაეცა განსახილველად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გადასახადთა სამმართველოში სავაჭრო სამრეწველო პალატის კომიტეტმა აირჩია რაჟდენ დათეშიძე, ხოლო კანდიდატად იასონ ლორთქიფანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვარს, 21 საათზე, ქართულ კლუბში ქართული სამუსიკო საზოგადოების კაპელა გამართავდა კონცერტს, წარმოადგენდნენ დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო ნოე ჟორდანიამ სხვადასხვა დაწესებულებისა და პირისგან (პოლკოვნიკ სრესელისგან, მაიორ ოთხმეზურისგან, ახალციხე-ახალქალაქის სამღვდელოებისგან, პოლკოვნიკ გრიგოლიასგან) მილოცვის დეპეშები მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს თბილისში ჩატარდა მეცხვარე-მესაქონლეთა პირველი ყრილობა გიორგი ჟურულის თავმჯდომარეობით. ყრილობას დაესწრო ასორმოცდაათამდე მეცხვარე-მესაქონლე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ყრილობაზე აირჩიეს საბჭოს წევრები.
1920
ტიპი: განათლება
1920 წლის 21 იანვარს ბერლინის კომერციული სასწავლებლის სტუდენტი ნიკოლოზ ჯაფარიძე, ჰანოვერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის განყოფილების სტუდენტი ალექსანდრე ილიას ძე ნიკურაძე და ბერლინის სატყეო აკადემიის სტუდენტი ვლადიმერ ერმილეს ძე თაყაიშვილი განათლების მინისტრს სთხოვენ მატერიალურ დახმარებას, რათა შეძლონ სწავლის გაგრძელება უცხოეთში.
1920
ტიპი: განათლება
1920 წელს განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, სკოლების გაეროვნულების ფარგლებში შექმნილ გადამზადების კურსებზე პედაგოგებს 6 თვის განმავლობაში უნდა შესწავლათ საზოგადო პოლიტიკა და მისი ისტორია, დიდაქტიკა, ქართული ენისა და არითმეტიკა-გეომეტრის მეთოდიკა, ქართული სიტყვიერების ისტორია, საქართველოს ისტორია, ბუნებისმეტყველება, საქართველოსა და მისი მოსაზღვრე რესპუბლიკების გეოგრაფია, ხელმარჯვეობა და ხატვა-ხაზვა.