ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 მაისიდან ქართული დრამატული დასის მსახიობთა ამხანაგობამ წარმოდგენების გამართვა დაიწყო. ამხანაგობის წევრები იყვნენ: ტასო აბაშიძე, მარო მდივანი, ნატალია ჯავახიშვილი, ივანე ბარველი, ვალერიან გუნია, დავით მგალობლიშვილი, ილია მამფორია, ვლადიმერ სანიკიძე (სარაული), პავლე ფრანგიშვილი, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, ვალერიან შალიკაშვილი და ვასილ ურუშაძე.

1891

ტიპი: თანამდებობა

დესპინე ივანიძე კოტე მესხმა პირველად 1891-1892 წლებში გამოიყვანა სცენაზე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის ლექსი „კ. მესხის ხსოვნას“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „ქართული თეატრის მოკლე ისტორია“.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წელს პლატონ იოსების ძე ცაგარეიშვილი ღანირის წმ. გიორგის (ძველი) ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის სტატია „ქართველი მსახიობის თანდათან გაპროფესიონალება“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს დავით მაქსიმეს ძე კანდელაკმა ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოს ქვის შენობის ასაგებად შემწეობა შეკრიბა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ალექსანდრე სლოვინსკი კავკასიის სამოსწავლო ოლქის ინსპექტორად დაინიშნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „სამზადისი“.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 29 იანვრის „დროების“ ცნობით, ვასილ პეტრიაშვილი ოდესის უნივერიტეტის ქიმიის პროფესორად აირჩიეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 31 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძეს ძველი ქართული წიგნების სიის დაბეჭდვა სურდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 31 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შეგროვილი და გამოცემული ქართული ხალხური სიმღერების კრებული შაური ღირდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 თებერვლის „დროებაში“ ილია ალხაზიშვილის სტატია „დუხაბორიიდან“ დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 სექტემბერს გორის მაზრის თავადაზნაურობამ სადილი გაუმართა გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე სლოვინსკის.

1887

ტიპი: მფლობელობა

1887 წელს ქუთაისის ბაღში კოტე მესხისა და ნინო გამრეკელის მიერ მოწყობილი თეატრი ორი სეზონის შემდეგ დაიწვა.

1887

ტიპი: მფლობელობა

1887 წელს კოტე მესხმა ნინო გამრეკელთან ერთად საკუთარი თეატრი მოაწყო ქუთაისის შუაგულ ბაღში.

1881

ტიპი: ორგანიზაცია

1881 წელს თბილისში ჩამოყალიბებული სცენისმოყვარეთა წრის წევრები იყვნენ: მაშო ჯაჯანაშვილი, შაქრო საფაროვი, გიგო გელიკურაშვილი, სანდრო თამაზიშვილი, სანდრო გოცირიძე, კოლა გალუსტოვი, ოლიკო წითლიევი, იაგორა ანდრიანოვი, ბესო ფავლენიშვილი და სხვ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს დათიკო აწყურელის ინიციატივით კერძო სახლებში განახლდა წარმოდგენები, რომლებშიც მონაწილეობდნენ ნინო გამყრელიძე, ა. ადამიძე, გიგო გელიკურაშვილი და ვიქტორ გამყრელიძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისში კოტე მესხის გარდაცვალების გამო იროდიონ ევდოშვილის საიუბილეო საღამო 22 მაისისთვის გადაიდო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მაღრაძის წერილი „დავეხმაროთ!“ (ვ. მატარაძის ავადმყოფობის გამო).

1912

ტიპი: თანამდებობა

1912-17 წლებში სილოვან იუსტინეს ძე შუბლაძე ქვიტირის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907-11 წლებში სილოვან იუსტინეს ძე შუბლაძე ქვიტირის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისში ალიოზ შიხინოვმა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას კოტე მესხის საფლავზე დასადგმელი ძეგლის ფონდის შესაქმნელად 25 მანეთი გადასცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის უკანასკნელი საზეიმო სიტყვა, წარმოთქმული კონსტანტინე ბალმონტის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე.