ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს სილიბისტრო თოდრია საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს არაქელა გრიგოლის ძე ოქუაშვილი საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს მალაქია ტოროშელიძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1887

ტიპი: გარდაცვალება

1887 წლის 24 ოქტომბრის ღამეს სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლეს. მძინარე მოხუცს თავში სასწორის ქვა ჩაარტყეს.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წელს დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 14 დეკემბერს ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსმა თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს მისწერა, რომ შიო დედაბრიშვილს და თედო სახოკიას 1891 წელს კავშირი ჰქონდათ იოსებ ლაღიაშვილთან.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს მიხა გრიგოლის ძე ცხაკაია საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს ფილიპე იესეს ძე მახარაძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს აბელ სოფრომის ძე ენუქიძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს შალვა ზურაბის ძე ელიავა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 7 მარტს მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 14 დეკემბერს ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსმა თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს მისწერა, რომ შიო დედაბრიშვილმა და თედო სახოკიამ იოსებ ლაღიაშვილს კატორღაში გაუგზავნეს სახარება, რომლის ყდაში 400 მანეთი იყო დამალული.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 6 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს ალექსანდროვის ბაღში შეხვდნენ სემინარიის სტუდენტები – დავით კეზელი, ალექსანდრე მაჭარაშვილი და სტეფანე ჭრელაშვილი, რომლებმაც მისალმებისას ქუდი არ მოიხადეს.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს შიო არაგვისპირელი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1885 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე ფეხის ტკივილის გამო თბილისის სასულიერო სემინარიის საავადმყოფოში იწვა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წელს იოსებ ლაღიაშვილმა წინააღმდეგობის გაწევის დროს ხელში დაჭრა პავლე ჩუდეცკის მეუღლე მარიამ მანჟელეი და მისი და ეკატერინე.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ძმები, გიორგი და სანდრო, სოციალისტებს თანაუგრძნობდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ვაჩნაძემ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ სამხედრო სექციამ დააჩქარა დამატებითი პოლკების შედგენა, ჯარის ნაწილებში დაიწყო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა და სახალხო მილიციის პროექტის შემუშავება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კონსტანტინე მესხმა სხვადასხვა სექციას ხარჯთაღრიცხვის წარდგენა მოსთხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ივანე ჩერქეზიშვილის ინიციატივით აღმასრულებელ კომიტეტს ეროვნული საბჭოსა და ამიეკავკასიის კომისარიატის დამოკიდებულების შესახებ მოხსენების მოამზადება და წარდგენა დაევალა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა დეკრეტის შესახებ, რომლის თანახმად თავადზანაურობის საერთო ქონება ეროვნული საბჭოს დაქვემდებარებაში გადავიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს ბაგრატ ჟურულის წინადადება ტექნიკური სექციის დაარსების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს კონსტანტინე მაყაშვილის წინადადება ხელოვნების სექციის დაარსების შესახებ.