რეგისტრირებული ფაქტები50553
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს ეროვნული პარტიის წევრი იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს ეროვნული პარტიის წევრი ლადო სპირიდონის ძე კიკაბიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს თბილისის სახლის პატრონთა და მესაკუთრეთა პარტიის წევრი ზაქარია დავითის ძე თოიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს თბილისის სახლის პატრონთა და მესაკუთრეთა პარტიის წევრი ტიტე სიმონის ძე ქიქოძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს პარმენ ჭიჭინაძე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისრტის მოადგილედ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი აირჩიეს ერობათა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ და რამდენიმე თვე ორივე მოვალეობას ასრულებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N188 ბრძანებით, გრიგოლ მალაქიას ძე ჯაფარიძე ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N189 ბრძანებით, ნატალია იოსების ასული გუფელდი ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N189 ბრძანებით, ნეონილა სპირიდონის ასული ჯინჯიხაძისა ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის რუსული ენისა და არითმეტიკის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N190 ბრძანებით, ტრუფანოვი თბილისის ლევანდოვსკის გიმნაზიის მიწათმოქმედების პრაქტიკული მუშაობის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N190 ბრძანებით, პოროშინი თბილისის ლევანდოვსკის გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გრიგოლ ნათაძის N 187 ბრძანების თანახმად, 1918 წლის პირველი დეკემბრიდან ოზურგეთის საეპარქიო ვაჟთა პროგიმნაზიის ქართული ენის შტატის მასწავლებლად სოლომონ ბეჟანის ძე ანდღულაძე დაამტკიცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე განიხილეს უმაღლეს, დაწყებით და საშუალო სასწავლებლებში მოსამსახურე პირთა ნივთიერი მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს დაევალა, მთავრობისთვის წარედგინა ცნობები ამ დაწესებულებების თანამშრომელთა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭირო თანხის რაოდენობის შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N185 ბრძანებით, ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის მათემატიკის პედაგოგად თამარ სპირიდონის ასული წილოსანისა დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N186 ბრძანებით, მიხეილ ზოსიმეს ძე ნოდია ახალი სენაკის ვაჟთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N189 ბრძანებით, ოლღა ანდრიას ასული ბოდისკო თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 დეკემბერს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის გამგე პეტრე ჩარექიშვილმა განათლების სამინისტროს მისდამი რწმუნებული გიმნაზიის პედაგოგის დავით ანანიაშვილის თხოვნა დასამტკიცებლად წარუდგინა. მან მინისტრს სთხოვა, ანანიაშვილისთვის კერძო სასწავლებელში გატარებული დრო სამსახურში ჩაეთვალა და მისთვის მოწმობები (N 134 და N 50) დაებრუნებინა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი 2536 მანეთსა და 06 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 1807 მანეთსა და 23 კაპიკს.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 29 დეკემბრის მოხსენების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში იყო 24 ვაჟთა გიმნაზია (ამასთან ოთხი ოთხკლასიანი გიმნაზია – V, VI, VII, VIII კლასები), სამი რეალური სასწავლებელი, 21 ქალების გიმნაზია, ოთხი საოსტატო სემინარია, ერთი ინსტიტუტი და სამი კომერციული სასწავლებელია (ორი თბილისში, ორი ქუთაისში).
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 29 დეკემბრის განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ", ნათქვამია, რომ თბილისის საოსტატო სემინარიებსა და ინსტიტუტებზე ხაზინიდან 484 791 მანეთი და 50 კაპიკი იხარჯებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 29 დეკემბრის მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“ ნათქვამია, რომ 23-ე ვაჟთა გიმნაზიაზე, რეალურ სასწავლებლებზე, საოსტატო სემინარიებსა და ინსტიტუტებზე, 21 ქალთა გიმნაზიაზე ხაზინიდან სულ 1 940 964 მან.39 მანეთი იხარჯებოდა. კომერციულ სასწავლებლებზე კი – მხოლოდ 1918 წლის 3 მარტის კანონით დადგენილი თანხა. საშუალო სკოლებს სიძვირის გამო ხაზინიდან დანამატი ეძლეოდათ. ეს ხარჯები 5 137 703.65 მანეთს შეადგენდა.