რეგისტრირებული ფაქტები50072
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივნისში სახელმწიფო თეატრში ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირმა სპექტაკლები გამართა მსახიობ ნინო ჩხეიძის მონაწილეობით. წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის ორიგინალური პიესა „სულელი", რომელიც 12-ჯერ იყო დადგმული ქუთაისის თეატრის სცენაზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1918 წლის ივნისში მენშევიკურმა მთავრობამ ის ფინანსთა სამინისტროში მდივნად მიიწვია. ორი თვის შემდეგ გადასახლდა ქალაქ სოხუმში, სადაც დანიშნეს საბჭოს უფროსად. იქვე აირჩიეს აფხაზეთის საბჭოს წევრად და საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ივნისიდან იასონ გაბაშვილი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში ფიზიკური ვარჯიშის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივნისში გამართულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებას, რომელიც იასონ ლორთქიფანიძემ გახსნა, ესწრებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი და შალვა ქარუმიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ივნისამდე ნეოფიტე ომარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყალამშის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ივნის-ოქტომბერში, საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის გერმანიაში ვიზიტის გამო, ნოე რამიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ივნის-ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის გერმანიაში ვიზიტის გამო ნოე რამიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი კრება ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ჩხეიძე, ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წარმომადგენლები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე იასონ ბაქრაძის ნაცვლად საბჭოს წევრად დაინიშნა აკაკი პაპავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს სარეგლამენტო კომისიის წევრები: რაჟდენ არსენიძე, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე მესხი, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ ვეშაპელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს მუშათა საკითხების კომისიის წევრები: ილია ბადრიძე, გიორგი ერაძე, მელიტონ რუსია, მინადორა ტოროშელიძე, ლეო შენგელაია, ერასტი ტოროტაძე და რევაზ გაბაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს აგრარული კომისიის წევრები: რაფიელ ჩიხლაძე, ვასილ ცაბაძე, კირილე ნინიძე, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე ჯავრიშვილი, თევდორე ღლონტი, აკაკი პაპავა, მიხეილ მაჩაბელი და დავით ჩიქოვანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს იურიდიული კომისიის წევრები: გიორგი ანჯაფარიძე, რაჯდენ არსენიძე, კირილე ნინიძე, მელიტონ რუსია, ივანე გობეჩია, გრიგოლ რცხილაძე, იესე ბარათაშვილი, იოსებ მაჭავარიანი და რაფიელ ივანიცკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს სამხედრო კომისიის წევრები: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, ვლადიმერ ჯუღელი, ბიქტორ თევზაია, ვლადიმერ გობეჩია, იოსებ გედევანიშვილი, შალვა მიქელაძე, დავით ვაჩნაძე და კონსტანტინე აფხაზი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ჩხეიძე, მდივნები – ილია ზურაბიშვილი და დავით ონიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე მდივნად დავით ონიაშვილი, ხოლო მდივნის ამხანაგად იოსებ აბაკელია აირჩიეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს იესე ბარათაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს საბიუჯეტო და საფინანსო კომისიის წევრები: ევგენი გეგეჭკორი, ნიკო ელიავა, დიომიდე თოფურიძე, ანდრია ჭიაბრიშვილი, სვიმონ მდივანი, ივანე ვარაზიშვილი, იასონ ლორთქიფანიძე, გერონტი ქიქოძე და პეტრე ქავთარაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძემ წარადგინა დღის წესრიგი: პრეზიდიუმისა და სხვადასხვა კომისიის არჩევა, მთავრობის მოხსენება სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობის დაარსების შესახებ და იასონ ბაქრაძის განცხადება საბჭოს წევრობაზე უარის თქმის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივნისში აფხაზეთის პროთურქულმა ძალებმა ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძის მეთაურობით აფხაზეთში თურქეთის 800-კაციანი დესანტი გადმოსხეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, ი. გიორგობიანი და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ ტყვეთა დამხმარე კომიტეტის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. კომიტეტი გალზაგანში, სამხედრო ტყვეთა ბანაკთან, დაარსდა. გამგეობის გადაწყვეტილებით, ეს საკითხი გადაიდო. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თხოვნა საბჭოს კანცელარიისთვის საბეჭდი მანქანის დროებით თხოვების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათი თხოვნა დაეკმაყოფილებინა. დადგენილებას ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ი. გიორგობიანი და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.