რეგისტრირებული ფაქტები51261
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 მარტს ტრაპიზონის კონფერენციამ დროებით შესვენება გამოაცხადა. დელეგაციის ნაწილი თბილისში დაბრუნდა რათა ამიერკავკასიის სეიმისთვის ანგარიში ჩაებარებინა მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 მარტის „ერთობაში“ დაბეჭდილ მიმართვაში შორაპნის მაზრის მოქალაქეთა მიმართ ნათქვამია, რომ ბოლშევიკებმა ყარს-არდაგან-ბათუმის ოლქები ოსმალეთს მიუძღვნეს. ოსმალეთიც ითხოვდა ამ ოლქების დაცლას, ნუ შემოვუშვებთ ჩვენს მიწაზე, შევადგინოთ მოხალისეთა რაზმი, ყვირილაში შევიკრიბოთო. მიმართვას ხელს აწერენ: ჭიათურის მ. დ. საბჭოს წარმომადგენელი ზაქარია გურული, ყვირილის მ. დ. საბჭოს თავმჯდომარე პოლიკარპე გოგიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მარტს „ერთობაში“ დაიბეჭდა, რომ თბილისში ჩამოვიდნენ ქალაქთა კავშირის ტრაპიზონის განყოფილების თავმჯდომარე და საზავო დელეგაციის სამდივნოს წევრი იოსებ გოგოლაშვილი. ისინი ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორს შეხვდნენ და ტრაპიზონში არსებული მდგომარეობის შესახებ ესაუბრნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ამიერკავკასიის სეიმის გადაწყვეტილების თანახმად, ფოთის ქალაქისთავის, დავით ონიაშვილის ნაცვლად იოსებ სალაყაია უნდა დაენიშნათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ევროპასა და უკრაინაში გასაგზავნი დელეგაციისათვის ინსტრუქციის შედგენა დაევალა ნოე ჟორდანიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა საჯარო დელეგაციების გაგზავნის საჭიროება ევროპასა და უკრაინაში. ევროპის დელეგაცია დაკომპლექტდა შემდეგი წევრებით: გრიგოლ გიორგაძე, ვლადიმერ ახმეტელაშვილი, სვიმონ მდივანი. უკრაინის დელეგაციაში შედიოდნენ იოსებ მაჭავარიანი და იოსებ სალაყაია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მესხი, ალექსანდრე ასათიანი, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, იოსებ მაჭავარიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ნიკოლოზ ჩხეიძე, დავით ვაჩნაძე, რევაზ გაბაშვილი, გერონტი ქიქოძე, ისიდორე რამიშვილი, გენერალი ვასილ გაბაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მესხი, ალექსანდრე ასათიანი, პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ქარცივაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, იოსებ მაჭავარიანი. სხდომაზე გამოიკვეთა, რომ ინგუშები და ოსები ითხოვენ სამხედრო გზის დაცვის გაძლიერებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 მარტს კავკასიის მინერალური წყლების კომიტეტმა ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ იოსებ ხუხუნაიშვილის მოხსენების მოსმენის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო აღმასრულებელმა კომიტეტმა სასურსათო კომისიას ხორბლეულის საქართველოსთვის მიწოდების ორგანიზება დაავალა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 მარტს კავკასიის მინერალური წყლების კომიტეტის წევრმა, გერასიმე ჭეიშვილმა წერილი გაუგზავნა ცენტრალურ აღმასრულებელ საბჭოს, სადაც აღნიშნული იყო, რომ კავკასიის საოლქო კომიტეტს არ გააჩნდა სახსრები ხორბლის მარაგის შესაძენად და სთხოვდა მათ ფულად დახმარებას. გარდა ამისა, ხორბლეულის ყიდვის ორგანიზაციების მოსაწყობად, კომიტეტი ითხოვდა ნებართვას სანდრო პირების დასანიშნად, რომლებიც გათავისუფლებულნი იქნებოდნენ სამხედრო ბეგარისგან და დაენიშნებოდათ ჯამაგირი აღმასრულებელი კომიტეტის ფონდიდან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, თბილისის მილიციის უფროსი გიორგი კონიაშვილი ბრძანებაში 1918 წლის 2 მარტს დახოცილი უმცროსი მილიციელების: ალექსი მესხიშვილის, დათიკო მეკუჩაშვილის, სულაძის, იაკობ კერესელიძის, ვასილ ბოლქვაძის და დაჭრილი თედო გოგიას თავგანწირულ ბრძოლას აღნიშნავდა და იმედს გამოთქვამდა, რომ მათი ამხანაგებიც სინდისიერად შეასრულებდნენ მოვალეობას.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 7 მარტს ვაჭარ ივანე ძეგველიშვილს პატარა ბიჭმა გადასცა წერილი, რომლის ავტორი 30 000 მანეთს სთხოვდა. ფული ამ ბიჭის ხელით უნდა გაეგზავნა. ბიჭმა კონვერტი საეჭვო პირს, ტერ-ზახაროვს, გადასცა. მილიციელებმა მისი შეპყრობა მოინდომეს, მან გაქცევა დააპირა და იქვე მოკლეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 მარტს ნოე რამიშვილმა ევგენი გეგეჭკორს ბათუმიდან შეატყობინა, რომ ხელში ჩაიგდეს სამხედრო ფლოტი, მათი მხრიდან მოკლულია პრაპორშჩიკი ცაგარეიშვილი, დაჭრილია 9 მეზღვაური და დატყვევებულია – 300; ფლოტის უფროსად დაინიშნება უფრ. ლეიტენანტი ჭავჭანიძე, რომელმაც ოპერაციას შესანიშნავად უხელმძღვანელა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ 1916-1917 წლების ანგარიშების წარდგენის დაგვიანების მიზეზი გამგეობის მდივნის, ივანე იულონის ძე ოსიძის სხვაგან გადასვლა იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრმა, კალისტრატე ასლანგერის ძე კობახიძემ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებლისთვის 1917 წლის პირველი ოქტომბრიდან კუთვნილი ხელფასი გაეგზავნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს შიო მღვიმელის განცხადება საყმაწვილო წიგნების: „ოქროს თავთავის“, „ცხვრისა“ და „ჩემი ყვავილების“ გამოცემის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის წინადადება, რომ გამგეობას მისგან შეეძინა 127 ცალი „მაღაროებში მომუშავენი“. გამგეობამ ავალიშვილს თხოვნაზე უარით უპასუხა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კორექტორ ტერენტი წერეთლის მოხსენება ქაღალდის შეძენის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სტამბის მეპატრონე ბოლქვაძესთან მოლაპარაკება ქაღალდების შესახებ თევდორე კიკვაძეს მიენდო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი განყოფილების დადგენილება, რომ დაებეჭდათ შიო მღვიმელის სამი წიგნი: „ოქროს თავთავი“, „ცხვარი“ და „ჩემი ყვავილები“. თითოეული 2000 ცალი. ავტორისთვის ჰონორარად 600 მანეთი უნდა მიეცათ. გამგეობამ გადაწყვიტა ეს დადგენილება დაემტკიცებინა. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.