რეგისტრირებული ფაქტები50101
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917-18 სასწავლო წელს ვაჭარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავა თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
აფთიაქის მფლობელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვარლამ სოლომონის ძე ახვლედიანი 1917-1918 სასწავლო წელს თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917/1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კომერსანტი მიხეილ გიორგის ძე ბაშარული სამეურნეო საბჭოს წევრი იყო.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917-1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, 1911 წლიდან ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე (დირექტორი) სამეურვეო საბჭოს მუდმივი წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917-1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კომერსანტი ნოე სიმონის ძე ძიძიშვილი 1917 წლის 4 მაისიდან სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
სიმონ გრიაზნოვი პედაგოგად 27 წელი მუშაობდა. 1891 წლიდან შვიდი წელი ლეგალურად იმუშავა, შემდეგ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის იდევნებოდა და მხოლოდ 1917 წელს განაგრძო პედაგოგად მუშაობა ვერის პირველ სასწავლებელში, ჰქონდა კერძო გაკვეთილებიც.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ამერიკის კონგრესის წევრმა, სოციალისტმა მეიერმა სახელმწიფო სათათბიროს წევრ კარლო ჩხეიძეს ტელეგრამით მოსთხოვა ავტორიტეტული უარყოფა იმ ხმებისა, თითქოს რუსი სოციალისტები ხელს უწყობდნენ სეპარატიული ზავის შეკვრას გერმანიასთან, რაც შესრულდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ამიერკავკასიის ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა პროგრამა, რომელშიც არ იყო აღნიშნული ქალთა სწორუფლებიანობის საკითხი. პროგრამას ხელს აწერდნენ კავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის თავმჯდომარე ხარლამოვი, წევრები: მიხეილ პაპაჯანოვი, მამედ ჯაფაროვი, აკაკი ჩხენკელი და კიტა აბაშიძე. თუმცა, აკაკი ჩხენკელისა (სოციალ-დემოკრატიული) და კიტა აბაშიძის (სოციალ-ფედერალისტური) პარტიები თავიანთ პროგრამებსა თუ ბეჭვდით ორგანოებში აღიარებდნენ ქალთა ხმის უფლებას და სრულ ემანსიპაციას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ამიერკავკასიის კომიტეტთან დაარსდა საგანგებო კომისია, რომელიც იმ პიროვნებათა მოღვაწეობას გამოიძიებდა, რომელთა ყოფა-ქცევა მავნე იქნებოდა ახალი რეჟიმისთვის. ამავე კომიტეტში მზადდებოდა დებულებები სასამართლოებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების შესახებ. საგანგებო კომისიის წევრები იყვნენ: გ. რცხილაძე, გრუზენბერგი და ბარხუდაროვი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წ. გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციას ფოთელმა ქალებმა შესწირეს 70 მანეთი და 35 კაპიკი. ფულის შეგროვება სოფიო გიორგის ასულმა საბახტრიშვილმა ითავა, ხოლო შემწირველები იყვნენ: ქსენია ჩხარტიშვილისა, მარიამ დიდია, ელენე ჯაფარიძისა, ბაბილინა თელიავა, ქ. ლეჟავასი, ანა ხოჭოლავა, ელპიტე ხოშტარია, ბეგლარ მამალაძე, ოსანა ჭაჭუასი, რუსუდან საბახტრიშვილისა, შანშე ლეჟავა, ლ. საბახტრიშვილი, ცაცო ყრუაშვილი, ნინა გამისკირია, ნინო ნორკიძე, ქსენია ჯოლია, ანა სოკოლოვსკაია, აღათი ტუღაშიძისა, ნატალია აგიაშვილი, მ. ბურჭულაძისა, ქორქია, მამალაძისა, თოფურიძისა, მეგრელიძისა და საღარაძე.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წელს პეტროგრადის მუშათა საბჭოს თავმჯდომარე კარლო ჩხეიძემ „შავი წერტილის საბჭოსგან“ სიკვდილის განაჩენი მიიღო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ქუთაისის აღმასრულებელმა კომიტეტმა რეალური სასწავლებლის დირექტორად ივანე გაჩეჩილაძე დაამტკიცა.
1917
ტიპი: თანამდებობა
აკაკი ჩხენკელი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი დღიდან მისი დაარსებისა საქართველოში.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს რუსეთის დროებითმა მთავრობამ აკაკი ჩხენკელი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრად (ოზაკომი) დაინიშნა. მან შეცვალა მეფისნაცვალი თბილისში. ა. ჩხენკელი განაგებდა საშინაო საქმეებს, ამავე დროს ამიერკვკასიის ანალოგიურ ორგანიზაციებში პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი იყო. იგი რუსეთის წინასწარ პარლამენტშიც („პრედპარლამენტში“) აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს სასახლის საწყობიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარ აკაკი ჩხენკელის ბინაზე გადაიტანეს 42 დასახელების საოჯახო ნივთი. მიღება-ჩაბარებას ადასტურებს დგებუაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს აკაკი ჩხენკელი გახდა ამიერკავკასიის გარდამავალი მთავრობის უფროსი კომისარი და საქართველოს ეროვნული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლიდან ნინო აკოფაშვილი ითვლებოდა ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლად.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრები იყვნენ: ილია ალექსის ძე ხუნწარია, ანდრია დიმიტრის ძე ხოფერია, ნიკოლოზ დავითის ძე ხოფერია, აკაკი ხარბედია, დიონისე ხორავა, გიორგი (გუგუტა) ივლიანეს ძე ხოფერია, პისტი დიმიტრის ასული ჯინორიძე და ისიდორე ჯოლოგუა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917-1918 წლებში ნატალია გერასიმეს ასული ბარანნიკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის უფროსი მასწავლებელი იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1917 წლის დეკემბრიდან გაიხსნა სახალხო უნივერსიტეტი (მიხეილის პრ. N19), რომელშიც კითხულობდნენ შემდეგი პედაგოგები: ბეკი ასტრონომია, სტრავინსკი – ანატომია და ადამიანის ფიზიოლოგია, გეკერი – მათემატიკა, მეფერტი – ფიზიკა, მაოროვი – გეოგრაფია, წულუკიძე – პოპულარული მედიცინა და ჰიგიენა, იშკოვი – რევოლუციური მოძრაობის ისტორია, პალმოვი – ლიტერატურის ისტორია, ჩემოდანოვი – ძვ. წყობილება და რევოლუცია საფრანგეთში, მახვილაძე – პოლიტიკური ეკონომია, სტრელკოვსკი – საზოგადო შემეცნება უფლებაზე; მარტიდან მოიწვიეს ახალი ლექტორები: პროფ. მაქსიმოვი – მცენარეთა ცხოვრება, პროფ. მიშჩენკო – საზოგადო ბიოლოგია, პროფ. ხარაზოვი – უმაღლ. მათემატიკის შესავალი, პრივატდოცენტი სელიხანოვი – ფსიქოლოგია, სტ. ვოლსკი – მარქსიზმის ფილოსოფია, ამ. ლემლეინი – ფიზიკა, ნევტოროვი – ქიმია. სწავლა უფასო იყო.