რეგისტრირებული ფაქტები46638
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების პირველი ონტოფოს ბიბლიოთეკის გამგემ ბესარიონ ნადარეიშვილმა სენაკის გამგეობას გაუგზავნა ბიბლიოთეკის წლიური ანგარიში და ასევე ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ ბიბლიოთეკა საჭიროებდა მათ ყურადღებასა და შემწეობას.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების პირველი ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: ფ. ბჟალავა, პარასკევა ჭანტურია, ვლადიმერ ჩიხლაძე, ანდრო ნადარეიშვილი და ბესარიონ ნადარეიშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას კვაუთის ბიბლიოთეკის გამგე ილია ძიმისტარაშვილი ატყობინებს, რომ ბიბლიოთეკა 1916 წლის პირველი იანვრიდან აამუშავეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის დავალებით ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა სახალხო კითხვის საღამოები გამართა თბილისში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობმა სექციამ, რომლის თავმჯდომარეც ვასილ ბესარიონის ძე კახიძე იყო, 23 სხდომა გამართა და 79 საქმე განიხილა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ილია ნაკაშიძე, ისიდორე ჭანტურია, სილოვან გაბუნია, ქრისტინე შარაშიძე და გრიგოლ ბურჭულაძე ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექცია, რომლის თავმჯდომარე ვასილ ბესარიონის ძე კახიძე იყო, ხელმოკლე ბიბლიოთეკებს ფინანსურად ეხმარებოდა და, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის დავალებით ანა გიორგის ასულმა ახალშენიშვილმა სოფელ მეჯვრისხევში სახალხო კითხვის საღამოები გამართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილის საბავშვო მოთხრობების წიგნი 1990 ეგზემპლარად გამოსცა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის დავალებით ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ სახალხო და საბავშვო კითხვის საღამოები გამართა: ვერის სასადილოში, სოფელ ოქროყანაში, ჭრა-კერვის სკოლის შენობაში (თბილისი), დიდუბის სამრევლო სკოლაში, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სკოლის შენობასა და ავჭალის აუდიტორიაში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობმა სექციამ, რომლის თავმჯდომარე ვასილ ბესარიონის ძე კახიძე იყო, ახმეტაში, ანაკლიაში, ქურთასა და ბჟოლიეთში ბიბლიოთეკები გახსნა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს კონსტანტინე იაგორის ძე გვარჯალაძე და სამსონ პლატონის ძე დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე იყო, 38 სხდომა გამართა და 99 საქმე განიხილა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე იყო, სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წიგნების გამოცემა გადაწყვიტა და სპეციალისტები სხვადასხვა კომისიაში გააერთიანა. კომისიები განიხილავდნენ წარდგენილ ნაშრომებს და წყვეტდნენ, რომელი მათგანი დაბეჭდილიყო.
1916
ტიპი: განათლება
1916 წელს ვალერიან ისაკის ძე ახვლედიანი, სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილი, მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი, მურად გულთაიშვილი, სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილი, შალვა მოსიძე, დავით გიორგის ძე მელაძე და ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის მოთხრობების კრებულის I და II ნაწილი გამოსცა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ, რომლის თავმჯდომარე იყო თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის „იავნანამ რა ჰქმნა“ 2 000 ეგზემპლარი გამოსცა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციას, რომლის თავმჯდომარე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე იყო, სახალხო წიგნების დასაბეჭდად 3000 მანეთი ჰქონდა, მაგრამ წლის მანძილზე გაწეული რეალური ხარჯი 3458. 04 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილის მოზრდილებისთვის განკუთვნილი მოთხრობების წიგნი 2000 ეგზემპლარად გამოსცა.