რეგისტრირებული ფაქტები50101
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1916 წლის სავარაუდო გასავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც განყოფილებას სახლის დასაქირავებლად 30 მანეთი დაეხარჯებოდა, ინვენტარის შესაძენად – 50, სტიპენდიებისა და ერთდროული დახმარებისთვის – 80, წერა-კითხვის გასავრცელებლად – 40, მოულოდნელი ხარჯებისთვის – 30, ხოლო მთავარი გამგეობისთვის გადასახდელი პროცენტი 38 მან. იქნებოდა. განყოფილების სავარაუდო ხარჯი სულ 368 მანეთს შეადგენდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1915 წლის გასავლის ანგარიში, რომლიც მიხედვითაც, განყოფილების ბინის წლიური ქირა 13. 50 მანეთი იყო, გათბობა-განათებისა და სხვა წვრილმანი ხარჯი – 24. 40, მოულოდნელი ხარჯი – 43. 39, ახალგაწევრიანებულთა ვალი – 16. 50 მან. სულ ცხინვალის განყოფილების 1915 წლის ხარჯი 97. 79 მანეთს შეადგენდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1915 წლის შემოსავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, განყოფილებას ამ წელს საწევრო გადასახადით 27. 52 მანეთი შეუვიდა, ყულაბებით – 20, სეირნობიდან და საღამოს კონცერტ-წარმოდგენებიდან – 615. 14, სპეციალური შემოწირულობებიდან – 49. 35 მან. სულ ცხინვალის განყოფილების 1915 წლის შემოსავალი 960. 31 მანეთს შეადგენდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა სთხოვა, ეცნობებინა მისთვის, რა ზომები მიიღო მთავარმა გამგეობამ ორჯონიკიძის ანდერძის საქმესთან დაკავშირებით. დედანაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღება საჩქარო იყო, რადგან სასამართლოში ანდერძის წარსადგენად დადგენილი ორი თვის ვადა იწურებოდა და წლიური ვადის დაკარგვის საფრთხე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1915 წლის მოქმედების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ცხინვალის განყოფილების გამგეობამ მუშაობა დაიწყო 1914 წლის 22 ნოემბერს. 1915 წელს 14 სხდომა ჩაატარა და 8 საქმე განიხილა, სხდომებზე ყოველთვის სრული დასწრება იყო. ამ წელს არ ჩატარებულა არც ერთი საზოგადო კრება. 1915 წელს ცხინვალის განყოფილებას სკოლა და ბიბლიოთეკა არ ჰქონდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1916 წლის სავარაუდო შემოსავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, განყოფილების ხაზინაში საწევრო გადასახადით 150 მანეთი შევიდოდა, საღამოებიდან, სეირნობიდან და წარმოდგენებიდან – 200, შემოწირულობებიდან – 20, ყულაბებიდან კი – 10 მან. სულ 1916 წელს ცხინვალის განყოფილებას, სავარაუდოდ, შემოსავალი 380 მანეთი ექნებოდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იაკინთე იოსების ძე გორგაძემ და მდივანმა მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილმა მთავარ გამგეობას ბორჯომის განყოფილების 1915 წლის ანგარიში გაუგზავნეს. ანგარიშის დაგვიანების მიზეზი ბორჯომის განყოფილების თავმჯდომარის ჯარში გაწვევა იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად კირილე კოპლატაძემ აღსთაფის სადგურზე შეკრებილი 17. 50 მანეთი შესწირა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე კრინიცკი ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აკაკი ნესტორის ძე ფაღავა ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად თევ. და ელენე ლობჟანიძეებმა 3-3 მანეთი შესწირეს, ის. გავაშელმა – 2, დ. ელერდაშვილმა – მანეთი, მიხ. სვ. ლობჯანიძემ – 0.50 კაპიკი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად ისაია, ივანე და მიხეილ ლობჟანიძეებმა 1-1 მან. შესწირეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილის ლექსები და პოემები პირველად 1896 წელს გამოსცეს იოსებ იმედაშვილმა და სპირიდონ ჭელიძემ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად ანა მაჭავარიანმა 3 მანეთი შესწირა, ვ. და კ. ქუმსიშვილებმა – 2, ი. მურღულმა – მანეთი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ მთავარ გამგეობას ისტორიულ-ლიტერატურული სექციის დაარსებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების შესახებ ჰკითხა. წერილს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 მაისს ხაშურის დრამატულმა წრემ თამარობის აღსანიშნავად გამართა დღესასწაული, რომელზეც კონსტანტინე გაგუამ წაიკითხა რეფერატი „თამარ დედოფალი და მისი დრო“.