ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წარმომადგენლები იყვნენ: თავმჯდომარე – ოლღა გიორგის ასული ხოფერია, თავმჯდომარის ამხანაგი – გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძე, მდივანი – პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე, ხაზინადარი – ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა.

1915

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1915 წლის მოქმედების ანგარიში და ასევე სენაკის განყოფილების შემოსავალ-გასავლის ანგარიშები, რომლებსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე ოლღა ხოფერია და მდივანი პოლიკარპე ლორთქიფანიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წინარეხის სკოლაში სწავლა 100 დღეს გრძელდებოდა. 18 იანვრიდან, საშობაო არდადეგების შემდეგ, მასწავლებელ ივანე იოსების ძე გიუნაშვილის ავადმყოფობის გამო სწავლა აღარ განახლებულა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლის მასწავლებელ გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანის, როგორც ახალი მასწავლებლის, ანაზღაურება თვეში 54 მანეთი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს სამსონ მუმულია ასწავლიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლაში, რომელშიც სწავლა 212 დღეს გაგრძელდა – პირველ სექტემბერს დაიწყო და პირველ ივნისს შეწყდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი იყო სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი იყო ბიქტორ ალფეზის ძე გაჩეჩილაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი იყო სამსონ პეტრეს ძე მამალაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს თეოფანე ბეჟანის ძე ნანეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს იორდანე მიხეილის ძე გოცაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი იყო პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის მდივანი იყო კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინიდან სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურეების ხელფასისთვის 1 300 მანეთი გამოიყო, ოლღა ჭავჭავაძის ბინის ქირისათვის – 300, მწერლების დასახმარებლად – 240, ილიას ძეგლის მომვლელის ხელფასისთვის – 24, გრიგოლ დადიანის პრემიისთვის – 223. 75 მან., ღოღობერიძის პრემიისთვის – 400, სასტიპენდიო ხარჯებისთვის – 10 311. 78, გურიანთის სკოლისთვის – 117. 29, ხახანაშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად – 3 000, ილიასეული ყვარლის მამულის გასაუმჯობესებლად – 400, ილიას გარდაცვალების ადგილზე ჯვრის დასადგმელად და ეფროსინე აღლაძის ქვრივის დასახმარებლად 300-300 მან.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლის მასწავლებელ იოსებ ჩხატარაიშვილის ანაზღაურება თვეში ჯერ – 54 და შემდეგ 60 მანეთი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნუკრიანის სკოლაში ელენე დიმიტრის ასული ახმეტელაშვილი პირველ და მესამე განყოფილებას ასწავლიდა, თამარ ლევანის ასული ხელაშვილი – მეორეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნუკრიანის სკოლა სკოლების მეთვალყურემ, გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ დაათვალიერა.

1915

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ 1915 წელს მთავარ გამგეობას გაუგზავნა ახალსენაკის ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც შეადგინა პოლიკარპე ლორთქიფანიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა ცნობები ახალსენაკის ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც შეადგინა პოლიკარპე ლორთქიფანიძემ.

1915

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას 1915 წელს გაუგზავნა აბედათის ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელსაც ხელს აწერდნენ: სევერიან ბახტაძე, მალაქია კიკალიშვილი და იონა ანჯაფარიძე.

1915

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების სახელით აბედათის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებმა: სევერიან ბახტაძემ, იონა ანჯაფარიძემ და მალაქია კიკალიშვილმა მთავარ გამგეობას 1915 წელს გაუგზავნეს წერილობითი თხოვნა, რომ თანამედროვე წიგნებით მოემარაგებინათ აბედათის ბიბლიოთეკა

1915

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ 1915 წელს მთავარ გამგეობას გაუგზავნა ცნობები აბედათის სამკითხველოს შესახებ, რომელშიც ეწერა თუ რა სახის წიგნები იყო ბიბლიოთეკაში, რამდენი მკითხველი სტუმრობდა მათ, რა საქმიანობის იყო თითოეული მათგანი, რამდენჯერ შემოსულა ჟურნალ-გაზეთების მკითხველი და ასევე რამდენჯერ გაუტანიათ წიგნები ბიბლიოთეკიდან. ეს ცნობები მთავარმა გამგეობამ მიიღო 1916 წლის 16 მარტს. ანგარიშს ხელს აწერდნენ: სევარიან ბახტაძე, იონა ანჯაფარიძე და მალაქია კიკალიშვილი.