ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილი, ტრიფონ იასონის ძე ჯაფარიძე, ნიკო ივანეს ძე სიხარულიძე, იოსებ ფილიპეს ძე ყაჭეიშვილი და ნანა ალექსის ასული ყაჭეიშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ნესტორ ანდრიას ძე ნარსია, ნოე დავითის ძე კლდიაშვილი, სვიმონ პავლეს ძე დევდარიანი, იაკინთე შავარდენის ძე ცეცხლაძე და იაგორ გრიგოლის ძე სულაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს სიმონ ნიკიფორეს ძე პაპუნაშვილი, ვიქტორ დიმიტრის ძე სახუაძე, რაჟდნ დავითის ძე ლოლაძე, გრიგოლ ყარამანის ძე ძნელაძე და მიხეილ ალექსანდრეს ძე დაბრუნდაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ვლადიმერ როსტომის ძე ჩიქოვანი, გასპარ ივანეს ძე გრძელოვი, ვიქტორ ვასილის ძე კუკულაძე, ირაკლი ასლანის ძე ებრალიძე და ნიკიფორე არსენის ძე ღონღაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ივანე გიორგის ძე ტატიშვილი, ალექსანდრე პავლეს ძე აღაჯანაშვილი, ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაია და ალექანდრე ბესარიონის ძე მდივანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ნატალია ლუკას ასული ჩიქოვანისა, ვასილ ყარამანის ძე გელაშვილი და ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ქუთათელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 დეკემბერს თევდორე გაბრიელის ძე კივაძე ავადმყოფობის გამო წერა-კითხვის გამავრცელებელ კრებას ვერ დაესწრო.

1915

ტიპი: ავტორობა

ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ცნობით, 1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ერთი ნაქირავები ოთახი ეკავა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის ბოლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილებას 36 წევრი ჰყავდა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს განყოფილების თავმჯდომარე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა და მდივანმა ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს, ბიბლიოთეკარი დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველომ 228 ქართული და 133 რუსული წიგნი შეიძინა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 120 ქართველი, 5 რუსი და 6 ოსი ხელმომწერი ჰყავდა, მათგან 8 სასულიერო წოდების, 31 ვაჭარი, ნოქარი ან მოქალაქე, 2 ჯარისკაცი, 29 მუშა, 63 მოხელე იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

ბიბლიოთეკარ დავით არევაძის 1915 წლის ანგარიშის მიხედვით, ალაგირის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 207 მანეთითა და 7 კაპიკით დაეხმარა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველოთი 326-მა ქალმა და 1 556-მა კაცმა ისარგებლა, მათგან 1259 ქართველი, 160 რუსი, 29 სომეხი, 7 ებრაელი, 378 ოსი, 6 ბერძენი და 43 სხვა ეროვნებისა იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სმკითხველოდან 852-ჯერ გაიტანეს წიგნები, აქედან – 105 სასულიერო შინაარსის, 125 ისტორიულ-ბიოგრაფიული, 86 გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 9 სამედიცინო, 35 სამეურნეო, 145 საბავშვო წიგნი, 94 ჟურნალი, 253 კი მოთხრობების, ლექსების ან პიესების კრებულები.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის დეკემბერში ვარლამ ბურჯანაძის, გიორგი ლასხიშვილისა და გრიგოლ ბურჭულაძის დადგენილებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მასწავლებელთა ყოველთვიური ანაზღაურება 10 მანეთით გაზარდეს, სკოლის მომსახურე პერსონალის კი — 5 მანეთით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის დეკემბერში ვარლამ ბურჯანაძემ, გიორგი ლასხიშვილმა და გრიგოლ ბურჭულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მუშაობა წარმატებულად შეაფასეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართულ სკოლაში მოსწავლეთა რიცხვი ას ორმოცს აღემატებოდა. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დაავადებული ანანია სალუქვაძე 1915 წლის დეკემბერში სამშობლოში დაბრუნდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექცია იყო გამგეობის დამხმარე ორგანო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო ი. სამადაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ საგამომცემლო სექციას დაავალა წიგნების გამოცემის საქმე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციებისთვის ფუნქციების გადანაწილების დროს საზოგადოება შრომის განაწილების პრინციპს იცავდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ გამგეობა სასკოლო სექციას დამოუკიდებლად მუშაობის უფლებას ვერ მისცემდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი იყო გამგეობის წევრი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ ბიბლიოთეკების სექციას დაავალა ბიბლიოთეკების მოწყობა და სახალხო კითხვების გამართვა.