ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48772

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ბავშვობაში მან მრავლად იცოდა ხალხური ლექსები, შაირები და გამოცანები.

1951

ტიპი: ღონისძიება

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის საუბრეობს ჩერჩილის, ჰიტლერისა და სტალინის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა გეგმაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 იანვარს დრამატურგიული საზოგადოების წლიურ კრებაზე ცნობილი გახდა, რომ მსახიობ ვალერიან შალიკაშვილისთვის ყოველთვიური 50 მანეთის მიცემა შეუწყვეტიათ. შალიკაშვილი ძალიან ავად ყოფილა და თან არავითარი სახსარი არ გააჩნდა. კრებამ დაავალა გამგეობას მისთვის დანაკლისის, 250 მანეთის ანაზღაურება და ყოველთვიური 50 მანეთის გადახდა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 29 მარტს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემა ათ შაურად გაიყიდებოდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გერასიმე კალანდარიშვილთან და ბესარიონ ხელთუფლიშვილის მაღაზიაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს ორჯერ უშედეგოდ უპირებდნენ იქიდან გამოსახლებას, სარაჯევს უკვე მერამდენედ უცდია ქალაქის გამგეობაში ამ საკითხის გარკვევა. ქალაქის გამგეობის წევრ ფირუმოვს გულიყურით მოუსმენია მისთვის, შემდეგ კი დაურწმუნებია დაზარალებული, რომ მის ოჯახს შეეძლო მშვიდად ეცხოვრა ბინაში, მოქალაქე ჩ-ს კი, რომელიც ასევე პრეტენზიას აცხადებდა იქ ცხოვრებაზე, სხვა ბინას გამოუყოფდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ნოემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „ქართველები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 ოქტომბრის „დროებაში“ გიორგი იოსელიანის სიტყვა ქართული ენის პროპაგანდის შესახებ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატია „ზაქათალას მაზრიდან“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 17 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატიის „მოგზაურობა საინგილოში“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატიის „მოგზაურობა საინგილოში“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ზუბალოვის სიტყვა, რომელიც მან ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე წარმოთქვა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატიის „ზაქათალას მაზრიდან“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატიის „მოგზაურობა საინგილოში“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 ნოემბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანმა ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების სადილად მიწვევა გადაწყვიტა, რომელსაც წარმოჩენილი ადამიანები დაესწრებოდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის სიტყვა, რომელიც მან ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე წარმოთქვა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 ოქტომბრის „დროებაში“ საღვთო კანონების სწავლების თაობაზე ივანე როსტომაშვილის სიტყვა დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 4 ნოემბრის „დროებაში“ ივანე თაიროვის განცხადება დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროებაში“ სოსიკო ბაქრაძის „როს ჩვენ ერთმანეთს ვეთხოვებოდით“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 ნოემბერს ექვთიმე ხელაძის სტამბის სარდაფი გატეხეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 ნოემბერს გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში მყოფ ზაქარია ჭიჭინაძეს ავაზაკებმა პალტო და ფული წაართვეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 ნოემბრის „დროებაში“ კონსტანტინე მესხის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სიტყვა, რომელიც მან ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე წარმოთქვა.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 20 თბერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, სტეფანე ფეიქაროვი ქალაქ ქუთაისში მაღაზიას ფლობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 20 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დ. ჯავახიშვილი „ვეტცელის თეატრის“ გამგე იყო.