ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50191

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დია ჩიანელის (დავით მელიტონის ძე ჩხეიძის) მოთხრობა „მშობლიურ ცის ქვეშ“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლადო ბზვანელის (ვლადიმერ ქრისტეფორეს ძე ნაცვლიშვილის) წერილი „აკაკის სამგლოვიარო დღეს!“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჭიჭინაძის თხზულება „ეს არის? (ვუძღვნი აკაკის ხსოვნას)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე სიხარულიძის ლექსი „მამის საფლავზე“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 თებერვალს ზუბალაშვილების სახალხო სახლში მიხეილ კავსაძის ხელმძღვანელობით კონცერტი გაიმართა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „აკაკის ძეგლი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ჯაფარიძის წერილი „ვლ. ალექსი-მესხიშვილს“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის სურათი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „მგოსნის დაკრძალვა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის მოგონება „აკაკი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის სტატია „აკაკის ხსოვნას“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე მაჭავარიანის სტატია „ქართული მართლწერა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის დრამატული პოემის „ქალი გრძნეული“ IV ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს საბურთალოს სახალხო სახლში დაგეგმილი წარმოდგენების დაწყებამდე ილია ნაკაშიძემ წაიკითხა რეფერატი „ხელოვნების მნიშვნელობა“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 თებერვალს ხაშურის თეატრში იუზა ზარდალიშვილისა და ანა შოთაძის მონაწილეობით სიო ჭანტურიშვილის „მორევში“ წარმოადგინეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 თებერვალს სახალხო სახლში მიხეილ კავსაძის ხელმძღვანელობით დიდი სახალხო კონცერტი გაიმართა. კონცერტის შემოსავლის 10% თეატრის სააღმშენებლო ფონდისთვის უნდა გადაეცათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის წერილი „ნესტორ იოსების ძე ბალანჩივაძე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 თებერვალს ილია ნაკაშიძემ წაიკითხა რეფერატი „ხელოვნების მნიშვნელობა“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 თებერვალს საბურთალოს თეატრი აკურთხეს, ცერემონიის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ იოსებ იმედაშვილი, სვიმონ სვიმონიძე, თომა ნასიძე და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ 147 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 97.67 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 14 თებერვალს ხაშურში წარმოადგინეს სიო ჭანტურიშვილის 3-მოქმედებიანი დრამა „მორევში“ და ერთმოქმედებიანი კომედია „საუბედურო დებიუტი“ იუზა ზარდალიშვილისა და ანა შოთაძის მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 14 თებერვალს სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველი წრის მიერ წარმოდგენილ კომედიაში „დაქცეული“ ელენე ციმაკურიძემ სალომეს როლი შეასრულა, ნიკო გოცირიძემ ითამაშა გიჟმოზე, პიერეტამ – ნატო, ალექსი მეტრეველმა – უანგარო მიხო, გიგო გელიკურაშვილმა – ფარსიღა და ა.შ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარე ევსევი ლუკას ძე ავალიანი სამკითხველოს მშენებლობისათვის სახსრების უქონლობის გამო მთავარ გამგეობას შემოსავლის 20 პროცენტის პატიებას სთხოვს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 10 თებერვალს საბავშვო ბაღის გამგე ელენე იოსების ასული გომართელი, პედაგოგები – ნინო გაბრიელის ასული ახმეტელაშვილი, ა. გედევანიშვილი და თ. ა. ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საბავშვო ბაღების გახსნისათვის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას უგზავნიან, რაც წლიურად 1500 მანეთს შეადგენდა (ფ. ფრებელისა და მ. მონტესორის სისტემის ნივთები – 73 მანეთი, ავეჯი – 150, სხვადასხვა ნივთი – 720, სიმღერის მასწავლებლებზე განსაზღვრული თანხა –180, მოსამსახურე პერსონალზე – 72 მან.).

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 თებერვალს საბავშვო ბაღის გამგე ელენე იოსების ასული გომართელი, პედაგოგები – ნინო გაბრიელის ასული ახმეტელაშვილი, ა. გედევანიშვილი და თ. ა. ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომ ფასებში გახსნას სთხოვენ.