ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის პიესის „ცხოვრება“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა არჩილ მექანარიშვილის თხზულება „მზრუნავი ღვთაება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „კომპოზიტორი კ. ფოცხვერაშვილი თბილისში“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 27 აგვისტოს ქართულ თეატრში გამართულ მსახიობთა კრებაზე ქართულმა დრამატულმა დასმა აირჩია პრეზიდიუმის წევრები: ეფემია მესხი, ალექსანდრე იმედაშვილი, პლატონ კორიშელი, არეთა ლოლუა და გოგი ფრონისპირელი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 აგვისტოს ადმინისტრაციული სექციის წევრთა მიერ სტიპენდიების მთხოვნელთა სიის განსახილველად გამართულ კრებას ესწრებოდნენ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ სიმონის ძე რცხილაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 აგვისტოს საქმისმწარმოებელმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ თავისუფალი სტიპენდიების შესახებ მოხსენება განიხილა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 აგვისტოს იოსებ ბარათაშვილმა ქართულ თეატრში გამართულ დრამატული საზოგადოების გამგეობისა და დასის წევრების I კრებაზე სიტყვა წარმოთქვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 აგვისტოს ქართულ თეატრში გამართულ დრამატული საზოგადოების გამგეობისა და დასის წევრების პირველ კრებას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: იოსებ ბარათაშვილი, იოსებ გედევანიშვილი, დიმიტრი დუმბაძე, შალვა მესხიშვილი, შალვა მიქელაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 აგვისტოს ქართულ თეატრში გამართულ დრამატული საზოგადოების გამგეობისა და დასის წევრების პირველ კრებაზე მისალოცი სიტყვა წარმოთქვა შალვა მესხიშვილმა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 აგვისტოს ქართულ თეატრში გამართულ დრამატული საზოგადოების გამგეობისა და დასის წევრების I კრებას ესწრებოდნენ დამსახურებული მსახიობები: ვასილ აბაშიძე, ეფემია მესხი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, მიხეილ ქორელი, ალექსანდრე წუწუნავა და სხვ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 აგვისტოს ქართულ თეატრში გამართულ დრამატული საზოგადოების გამგეობისა და დასის წევრების I კრებაზე სიტყვა წარმოთქვეს პავლე იოსების ძე თუმანიშვილმა, ალექსანდრე წუწუნავამ და იოსებ იმედაშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 24 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დია ჩიანელის მოთხრობა „მოხუცი მნათესი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 24 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილის სტატია „ჩვენი თეატრი გადასაკეთებელია“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 24 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსადრე მირიანაშვილის სტატია „ლადო აღნნიაშვილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 24 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის სტატია „სიმახინჯე, როგორც სახე მე-XIX საუკუნის ქართველისა დღევანდლამდე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 24 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვანო საათაშვილის თხზულება „გვრიტი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 24 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის პიესა „ცხოვრება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 24 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია სიხარულიძის ლექსი „სატრფოს“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 24 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ VI ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 აგვისტოს გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას იმ ბავშვებისათვის, რომელთა ოჯახის წევრებიც ომში იყვნენ გაწვეულები, წიგნების უფასოდ გადაცემას სთხოვდა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 20 აგვისტოს დაბა ცხინვალში გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ მიწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ნამდვილ წევრებად აირჩია 30 პირი. კერძოდ: იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი, იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი, მიხეილ დავითის ძე კობალაძე, ნიკოლოზ სამსონის ძე გელაძე, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი, არჩილ ზიკოს ძე დედანაშვილი, ივანე ევსევის ძე ორჯონიკიძე, ალექსი დავითის ძე ჯაბიძე, ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი, ივანე ალექსის ძე კოტიაშვილი, ივანე იოსების ძე ორჯონიკიძე, ივანე გიორგის ძე მაისურაძე, ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა, იოსებ ისაკის ძე კასრაძე, ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე, ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე, ალექსი სოლომონის ძე კვაღნიძე, ვასილ ავგუსტის ძე ხიდაშელი, ფარსადან ევსევის ძე ლაშხი, თამარ ლევანის ასული ერისთავი, გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი, სამსონ სევასტის ძე ბასიშვილი, ლადო ალექსანდრეს ძე ცერაძე, ვასილ დიმიტრის ძე ფავლენიშვილი, ნიკოლოზ ანდრიას ძე კასრაძე, ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილი და მიხეილ ივანეს ძე მაჩაბელი.

პირები
იასონ ლევანის (ლუკიანეს) ძე ხიმშიაშვილი ივანე ევსევის (იასეს) ძე ორჯონიკიძე ივანე იოსების (იასეს) ძე ორჯონიკიძე ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე თამარ ლევანის ასული ერისთავისა მიხეილ დავითის ძე კობალაძე ფარსადან ევსევის (იასეს) ძე ლაშხი გიორგი ქაიხოსროს ძე დავითაშვილი (დავითიშვილი) იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი (გოგინოვი) ნიკოლოზ გაბრიელის (ტარიელის) ძე ჭონიშვილი ივანე ალექსანდრეს (ალექსის) ძე კოტიაშვილი იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი (ღვთისავარიშვილი) ვასილ ავგუსტის (ანტონის) ძე ხიდაშელი გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი ივანე გიორგის ძე მაისურაძე არჩილ ზინობის (ზიკოს) ძე დედანაშვილი ვასილ დიმიტრის ძე ფავლენიშვილი იოსებ ისაკის ძე კასრაძე ნიკოლოზ ანდრიას ძე კასრაძე სამსონ სევასტის ძე ბასიშვილი ვლადიმერ (ლადო) ალექსანდრეს ძე ცერაძე ალექსი დავითის ძე ჯაბიძე ნიკოლოზ სვიმონის (სამსონის) ძე გელაძე ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი მიხეილ ივანეს ძე მაჩაბელი ალექსი სოლომონის ძე კვაღინიძე (კვაღინაძე)
წყარო

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 აგვისტოს დაბა ცხინვალში გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მოწვევით ჩატარდა კრება, რომელსაც 30 პირი დაესწრო. კრების მონაწილენი გაეცნენ ქართველთა შორის წერა-კითვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებასა და საზოგადოების საერთო კრების მითითებებს ცხინვალში საზოგადოების განყოფილების გახსნის თაობაზე. კრებამ დაადგინა, გაეხსნა გორის მაზრის დაბა ცხინვალში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების განყოფილება შემდეგი სახელწოდებით: კავკასიის სამეფისნაცვლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილება.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 20 აგვისტოს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითაშვილის მიერ მოწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩია იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, ნიკოლოზ ანდრიას ძე კასრაძე, არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი და გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 20 აგვისტოს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ მოწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი აირჩია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 აგვისტოს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ მოწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების უახლოეს მიზნად დასახა ცხინვალში სახალხო სკოლებისა და სამკითხველოების გახსნა.