ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1913

ტიპი: თანამდებობა

1912-1913 სასწავლო წელს კავკავის ქალთა პროფესიულ სკოლაში ხელსაქმეს ასწავლიდა სოფიო ჩიტაძის ასული, ჭრა-კერვას – ფეოქტისა ბავკუნოვისა; სკოლაში 19 მოწაფე სწავლობდა – 17 ქართველი და 2 რუსი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ, რომლიც მდივანი იყო ივანე პაატაშვილი, 1913 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავლის ანგარიში გაუგზავნა.

1913

ტიპი: განათლება

1912-1913 სასწავლო წელს კავკავის საკვირაო სკოლაში 15 მოსწავლე ირიცხებოდა, ასწავლიდნენ ივანე ჩხუბიანი და ვარლამ ბურჯანაძე. სკოლამ მხოლოდ 3 თვეს იარსება.

1913

ტიპი: ღონისძიება

1912-1913 სასწავლო წელს ბარონესა ეკატერინე ალექსის ასულმა ისკულისამ 16 მანეთისა და 46 კაპიკის ღირებულების 27 წიგნი შესწირა კავკავის სკოლის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს.

1913

ტიპი: განათლება

1912-1913 სასწავლო წელს კავკავის სკოლის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს შესწირეს: ვ. ჯაფარიძემ – 3 წიგნი (2 მან.,50 კაპ.), ი. ჩხუბიანმა – 40 წიგნი, პავლე ფორაქოვმა – 1912 წლის ჟურნალი "კლდე", ლევანტი სოხაძემ – 6 მან.,50 კაპ. გაზეთ "რუსკოე სლოვოს" გამოსაწერად. გაზეთ "ზაკავკაზიეს" სკოლა უფასოდ იღებდა 3 თვის განმავლობაში.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს კავკავის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ინიციატივით ლექციები წაიკითხეს ვარლამ ბურჯანაძემ („ილია ჭავჭავაძე როგორც ბელეტრისტი და საზოგადო მოღვაწე", „ქართული სიმღერების შესახებ", „ალ. მესხიშვილის 30-წლიანი მოღვაწეობის გამო", „ეგნატე ნინოშვილი როგორც რეალისტი"), კიტა აბაშიძემ („გრიშაშვილის პოეზიის შესახებ", „ს. შანშიაშვილის პოეზიის შესახებ", „არჩილ ჯორჯაძე") და გრიგოლ რობაქიძემ („შოთა რუსთაველი").

1913

ტიპი: თანამდებობა

1912-1913 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კავკავის ქართულ სკოლაში (გამგე – ვ. ბურჯანაძე) 5 პედაგოგი იყო: ვ. ბურჯანაძე (I განყოფილებაში), ნატალია კლიმენტის ასული იოსელიანი (II განყოფილებაში), მარტამდე – გრიგოლ რაზმაძე და მარტიდან – გრ. გორდელაძე (III განყოფილებაში), ტრიფონ მ. შუბლაძე (IV განყოფილებაში); საღვთო სჯულს ყველა განყოფილებაში მღვდელი გიორგი ნათაძე ასწავლიდა; ავადმყოფობის დროს მასწავლებლებს ივანე ნიკოლოზის ძე ჩხუბიანი ენაცვლებოდა.

1913

ტიპი: განათლება

კავკავის ქართული სკოლის (გამგე – ვ. ბურჯანაძე) 1912-1913 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, ცალკე გამოიყო საბავშვო ბიბლიოთეკა, რომელიც მომარაგდა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით, მათ შორის იყო ჟურნალები – "ჯეჯილი" და "ნაკადული". მასწავლებლები შინ ატანდნენ წიგნებს წასაკითხად, მოწაფეები კი ვალდებულნი იყვნენ, წიგნთან ერთად, წაკითხულის შინაარსიც ჩაებარებინათ.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1913 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს განყოფილების სალაროდან სკოლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშზე დაიდო 347 მან. 77 კაპ., წიგნის მაღაზიას ვალად მიეცა 300 მან., ილია ზარაფიშვილის სახლების საქმეზე დაიხარჯა 31 მან. 55 კაპ., სოფიო ედიშერის ასული ვახვახიშვილის სახელობის სტიპენდიატის სწავლის საფასური იყო 30 მან., საკანცელარიო წიგნები და ბლანკები 5 მან. 15 კაპ. დაჯდა, ავეჯი − 12 მან., წვრილმა ხარჯმა (საფოსტო, მოსალოცი დეპეშები, პანაშვიდები და სხვა) შეადგინა 45 მან. 52 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წლის შემოსავალ-გასავლიდან სალაროში დარჩენილი იყო 225 მან. 46 კაპ., გასართობი საღამოებიდან შემოვიდა 336 მან. 16 კაპ., საწევრო გადასახადის სახით − 258 მან., სოფიო ედიშერის ასული ვახვახიშვილის სასტიპენდიო სარგებლიანი ქაღაღალდების პროცენტების სახით − 30 მან., ილია ჭავჭავაძის სახლიდან − 172 მან., შემოწირულობიდან − 71 მან. სულ შემოსულმა თანხამ 1122 მან. 62 კაპ. შეადგინა. 1914 წლის პირველ იანვრამდე წ. კ. საზოგადოების წიგნის მაღაზიის ვალი იყო 1185 მან., სოფიო ზარაფიშვილისა კი − 100 მან. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1912-1913 სასწავლო წელს კავკავის ქართულ სკოლაში (გამგე – ვარლამ ბურჯანაძე) გამართულ სამ სალიტერატურო საღამოში ყველა განყოფილების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების შემოსავალი — 8042.62 მანეთი, ხოლო გასავალი 7444.24 მანეთი იყო. ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს გამგეობის დროებითმა მდივანმა მიხეილ ბურდულმა და ხაზინადარმა მოსე სულუხიამ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძე, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, ნიკო ალექსის ძე ჯიჯიხია, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს გრიგოლ ჩიქვინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს მარიამ ჩხატარაიშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში ხელსაქმის პედაგოგი იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს იოსებ ჩხატარაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას გაუგზავნა იმ 31 ადამიანის სია და მათი შეგროვებული 93 მანეთი, რომელთაც ალაგირის ადგილობრივი განყოფილების წევრობა სურდათ. ახალკაცმა საზოგადოებას აცნობა, რომ საკვიტანციო წიგნაკი არ ჰქონდათ და ითხოვა გაგზავნა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ივანე გიორგის ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ოლღა გიორგის ასული კალანდაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ანდრია მიხეილის ძე შონია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან გერმანე ალექსანდრეს ძე ჯიბლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან ფოცია ანანიას ასული კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან სერაპიონ კონსტანტინეს ძე რამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლიდან მღვდელი ირაკლი ქორიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი იყო.