რეგისტრირებული ფაქტები47944
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა სენაკის მაზრის მცხოვრებმა მოვაჭრე იოსებ ივანეს ძე კომახიძემ, რომ ნისიად გაეგზავნათ მისთვის 10 თუმნის წიგნები. გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა გაერკვია იყო თუ არა ი. კომახიძე სანდო პიროვნება და შემდეგ გაეგზავნათ მისთვის მოთხოვნილი წიგნები.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელ სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთვრამეტე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, შალვა მიქელაძე, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, იპოლიტე ვართაგავა და ფილიპე მგელაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ბურჭულაძემ „რუსკოე სლოვოს“ დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, წიგნი დაესტამბათ შეთანხმებული პირობების თანახმად, ხოლო გამოცემისთვის თვალ-ყური ედევნებინა ლუარსაბ ბოცვაძეს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ მ. გაჩეჩილაძისთვის კრედიტის გახსნის საკითხი გამგეობამ განიხილა 16 აგვისტოს და დაადგინა, რომ მ. გაჩეჩილაძეს განემარტა თუ რისთვის სჭირდებოდა 250 მანეთის წიგნები, პასუხად მას განუცხადებია, რომ სავაჭრო მაღაზია არ ჰქოდნა და ისე სურდა წიგნების გაყიდვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში გრიგოლ ყიფშიძეს 25 მანეთი გადასცა, ვლადიმერ ნემსაძეს – 200, გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯიც, რამაც ჯამში 521. 44 მანეთი შეადგინა.
1912
ტიპი: ავტორობა
კიევის კომერციული ინსტიტუტის II კურსის სტუდენტმა იოსებ გიორგის ძე ირემაშვილმა 1912 წლის 1-ელ სექტემბერს თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელთ, რომ თუ სტიპენდიას ვერ დაუნიშნავდნენ, იქნებ განსვენებულის უკანასკნელი სურვილის აღსრულება მაინც მოხერხებულიყო და იაკობ გოგებაშვილის მიერ სიტყვიერად ნაანდერძევი 300 მანეთით დახმარებოდნენ – მოანდერძის წიგნების მოგებიდან ერთიანად თუ არა, ნაწილ-ნაწილ მაინც გადაერიცხათ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის სექტემბერში ექიმი ივანე დიმიტრის ძე ბოკერია ქუთაისის ქირურგიულ და ქალთა სნეულებების საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის სექტემბერში ნოე თოიძემ ლიხაურში ასწლოვანი მუხის ხის ქვეშ სკამის გასაკეთებლად 50 მანეთი გაიღო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 31 აგვისტოდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე დაინიშნა ახალციხის ვაჟთა პროგიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 აგვისტოს სიღნაღის რაიონის სოფელ მელაანის მღვდელი პეტრე ნიკოლოზის ძე დარბაისელი-დავითაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ადგილობრივი მემამულეების მიერ ბაკურციხის ტერიტორიის რუსებზე მიყიდვის შესახებ ატყობინებს და ქართული სკოლის გახსნის მოთხოვნით 200 ხელმოწერას აგზავნის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 აგვისტოს ზესტაფონის საკრებულოს დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო წარმოდგენა, რომლის გამგეებიც ვანო და კალენიკე საყვარელიძეები იყვნენ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი „Русское Слово“, 1-ლი გამოცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ დაებეჭდათ „Русское Слово“ უცვლელად 12000 ცალი და მომდევნო სხდომაზე წარმოედგინათ ამ წიგნის დაბეჭდვის პირობები. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი თუ რა ფასებში უნდა გაეყიდათ რვეულები. ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ ყველა მაღაზიაში ასი რვეული ღირდა 2.40 მან, ათასი რვეული 23 მანეთი, 2 ცალი კი 1 შაური. სწორედ ამ ფასებში მოუთხოვია თელავის განყოფილებასაც რვეულების შესყიდვა. გამგეობამ დაადგინა, რომ 100 რვეულის ფასი უნდა ყოფილიყო 12 აბაზი, ათასი რვეულის 23 მანეთი და 1 რვეულის 1 შაური. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სოფელ კლდეეთის სკოლის მასწავლებლის ილია ჭავკოტაძის განცხადება, რომ მას შეუდგენია 10 ცალი ცხრილი, რომელიც, მისი აზრით გაადვილებდა კითხვის პროცესის შეთვისებას და თუ გამგეობა თანახმა იქნებოდა თავისი ხარჯებით დაებეჭდა ეს ცხრილები, ის ერთ კომპლექტზე მხოლოდ 25 მანეთს ითხოვდა, თუ არადა ეს ცხრილები 10 სექტემბრამდე უკან უნდა გაეგზავნათ ავტორისათვის. გამგეობამ ცხრილების გადამოწმება დაავალა ლუარსაბ ბოცვაძესა და სერგი გორგაძეს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი მღვდელი ბესარიონ ნიჟარაძის მიერ შედგენილი ლექსიკონის დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ ლექსიკონი შესამოწმებლად პროფესორ ნიკოლოზ მარს გაუგზავნა, რომლის დასკვნის შემდეგ გადაწყვეტდნენ დაებეჭდათ თუ არა ეს ლექსიკონი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ხონის განყოფილების თხოვნა 500 მანეთის წიგნების ღია ანგარიშით გადაცემის თაობაზე. გამგეობამ უარი უთხრა, რადგან მათ მაღაზიის ანგარიში არ წარადგინეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების მაღაზიის გამგის თანაშემწე გიორგი ლომთათიძემ გამგეობას სესხად სთხოვა 40 მანეთი, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ჯამაგირიდან გადაიხდიდა. გამგეობამ დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის საკითხი, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ცნობა, რომ ნიკოლოზ ღოღობერიძის სასტიპენდიო თანხა წელიწადში 950 მანეთ სარგებელს იძლეოდა, აქედან ფასიანი ქაღალდების შესანახად იხარჯებოდა 31.25 და სტიპენდიებისთვის რჩებოდა 918.75 მანეთი. ამ თანხიდან საზოგადოებამ 1911 წელს გადაიხადა დავით ღოღობერიძის სტიპენდია 300 მან. და სარგის კაკაბაძის 4 თვის სტიპენდია 100 მანეთი. 1912 წლისთვის გასანაწილებელი თანხა 518 მანეთი იყო.