ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51315

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს პეტრე კედიამ და ანტონ გეგელიამ 10-10 შაური შესწირეს, კოსტა კალანდიამ – 3 შაური, სოლომონ დგებუაძემ – 3 აბაზი, ნესტორ ცხონდიამ – 2 მანეთი, თეოფანე შენგელაიამ – 3 მან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ტრიფონ თოხაძემ 1. 10 მანეთი შესწირა, მიხა მესხიამ, ლევან მხეიძემ და არტემ მიქელაძემ – 10-10 შაური, თომა ხვიტიამ და დავით კარტოზიამ – თითო მან.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 7 ნოემბერს აკაკი წერეთლის მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვით, ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უტოვებდა სამოსახლო ადგილს შენობით შორაპნის მაზრის სოფელ სხვიტორში.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუდუ მდივანი მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს. იგი ორი კვირის შემდეგ კავკასიის საზღვრებს უნდა გასცლოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ჟურნალ-გაზეთების კანტორა „იმერეთი“ აკაკი წერეთლის ძველი და ახალი ნაწერების (წინასწარი ხელის მოწერით) გამოცემას შეუდგა. მეორე წიგნში უნდა დაბეჭდილიყო აკაკის ახალი ისტორიული პოემა „ვორონცოვი და მისი დრო“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ თეოფილე ხუსკივაძემ გამოაქვეყნა ესკიზი „ზღვის პირას“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა ჯაჯუ ჯორჯიკიას „პოეზია და პროზა“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე სიმონის ძე შარაშიძის თაოსნობით ხონში სამოსწავლო სემინარია, ვაჟთა გიმნაზია და სახელოსნო სკოლა დაარსდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე სიმონის ძე შარაშიძის თაოსნობით ხონში დაარსდა მარინეს ქალთა სასწავლებელი, საქალაქო სკოლა და ღარიბებისთვის უფასო დაწყებითი სასწავლებელი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძემ ნიკო ნიკოლაძესთან ერთად სარწყავი არხები გააყვანინა, რითაც დიდად დაეხმარა ხონსა და მის ახლომდებარე სოფლებს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბაქოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობაში გამართულ საკვირაო სკოლაში 28 ოქტომბერს დაიწყო სწავლა. პირველ და მეორე ჯგუფებში ალ. წულუკიძისა და მარიამ ჩიხლაძე ასწავლიდნენ.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 5 ნოემბერს ხონის მოვაჭრეებმა ივანე სიმონის ძე შარაშიძის გარდაცვალების გამო ორი საათით მუშაობა შეაჩერეს.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 5 ნოემბერს ხონში საზოგადო მოღვაწე ივანე სიმონის ძე შარაშიძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბერს სახალხო უნივერსიტეტში სერგო ისიდორეს ძე რობაქიძეს საქართველოს გეოგრაფიის შესახებ ლექცია უნდა წაეკითხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბერს სახალხო უნივერსიტეტში გრიგოლ დავითის ძე ნასარიძეს უნდა წაეკითხა ლექცია ნიადაგის ქიმიური თვისებების შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა სილოვან თომას ძე ხუნდაძის სტატია „ბრალდებულის უკანასკნელი სიტყვა“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბერს იასონ გაბილაიას რედაქციით ყოველკვირეული ჟურნალი „შრომის კავშირი“ გამოვიდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ეკატერინე გაბაშვილის პატივსაცემად ნადიმის გამართვას აპირებდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ნოემბერს ახალი სენაკის საკრებულოს დარბაზში აკაკი წერეთლის „ბუტიაობა“ წარმოადგინეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გიორგაძეს გაზეთ „ფონში“ მთავრობის საწინააღმდეგო წერილის მოთავსება ედებოდა ბრალად, რისთვისაც სამოსამართლო პალატამ 4 თვით დააპატიმრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ნოემბერს შავი ქვის საბჭოს სადგომში დანიშნული იყო ქალთა წრის კრება, რომელსაც ეკატერინე გაბაშვილისა უნდა დასწრებოდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ფურცლებზე იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ფიჭვ-ნაძვნარი“ დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ნოემბერს შავი ქვის საბჭოს სადგომში ქალთა წრის კრებაზე ალექსანდრე გარსევანიშვილს ეკატერინე გაბაშვილის ნაწერების შესახებ უნდა ესაუბრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ჩიტო შარაშიძე სიტყვით გამოვიდა.