ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46539

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა „სამ-საგალობელი, სერობასა ზედა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილი დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა მხედრულად ნაწერი „წმ. მარინას საგალობელი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვალს პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილის მიერ შედგენილ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების კატალოგში შედიოდა 388 გვერდიანი ანტონ კათოლიკოსის „ქართული ღრამატიკა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 3 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „გლადსტონი და სალიუსბერი ირლანდიის საკითხზე“.

1886

ტიპი: ღონისძიება

განცხადება საზოგადოების გამგეობის წევრებს აცნობს 4 თებერვლის საღამოს 7 საათზე დანიშნული კრების დღის წესრიგს, სახელდობრ: სხვა საკითხებთან ერთად, ისინი მოისმენენ ბათუმის სკოლის მასწავლებლის მოხსენებას მაჰმადიან მოსწავლეთა მიერ სწავლაზე გულის აცრუების შესახებ და ასევე – ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სარჩელის განჩინებებს. განცხადებას ხელს აწერენ: ნიკო მთვარელიშვილი (საქმისმწარმოებელი), ნიკო ცხვედაძე, გიორგი იოსელინი, გიორგი ქართველიშვილი, ანტონ ფურცელაძე, ალექსი მირიანაშვილი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი ფლობდა საქალებო სკოლას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ქართული დრამატული ამხანაგობის განცხადება, რომ საზოგადოების წევრებს საწევრო უნდა წარედგინათ ხაზინადარ იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილთან (ანდრონიკთან) შემდეგ მისამართზე: ნიკოლაევსკის ქუჩის N 100-ში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გერასიმე სიმონის ძე კალანდარიშვილის მიერ შედგენილი რუსული ენის სახელმძღვანელო იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში, კუკიის ხიდის ყურთან. სახელმძღვანელოს ფასდაკლებული ღირებულება იყო ცხრა შაური და, ვინც ნაღდი ფულით ერთდროულად ოც ცალს შეიძენდა, წიგნი ათ აბაზად დაეთმობოდა, ხოლო ვინც წაიღებდა არანაკლებ 50 ცალს, მას 36 კაპიკად დაუთმობდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბიბლიოგრაფიული განცხადება, რომ დაიბეჭდა გერასიმე სიმონის ძე კალანდარიშვილის მიერ შედგენილი რუსული ენის სახელმძღვანელო, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა სრულად გადააკეთა. სახელმძღვანელო შედგებოდა ლექსებისაგან, მოთხრობებისა და ახალშედგენილი ბეჭდური და ხელნაწერი რუსული ანბანისაგან, ბოლოში კი დართული ჰქონდა 300 სიტყვიანი რუსულ–ქართული ლექსიკონი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის სტატია „საგრამატიკო შენიშვნა“.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თელავის შემნახველ–გამსესხებელი საზოგადოების მრჩეველი წევრი იყო მიხეილ ივანეს ძე ილურიძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 თებერვალს ქართული დრამატული დასის მიერ წამოდგენილ ორმოქმედებიან კომედიაში „პარიჟელ ბიჭში“ ჟოზეფის როლს ასრულებდა მარიამ მიხეილის ასული საფაროვა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 1 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკი და რომის პაპი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის პირველ თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 31 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ივანე აქსაკოვის გარდაცვალება“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის თებერვალში არტემ ახნაზაროვი მიიწვიეს თანამშრომლად ილია ჭავჭავაძის ყოველდღიურ გაზეთში „ივერია“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიაშვილი (შოშიევი) მღვდელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიაშვილი თბილისის ეპარქიის სამღვდელოების კრების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იაკობის ძე მანსვეტაშვილი მღვდელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „ესღა აკლდათ ქართველ ქალებს!“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ღამბაშიძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ ქართველმა თავადაზნაურობამ წინამძღოლად ვერ აირჩია ისეთი გამოცდილი, გამჭრიახი ადამიანები, რომლებიც მომავალში მათ რთულ მდგომარეობას ოდნავ მაინც შეამსუბუქებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, ახალ სასწავლო სეზონზე თავადაზნაურებისთვის ისურვებდნენ, რომ მათ ისევე ებრძოლათ უმეცრების წინააღმდეგ, როგორც ადრე გარეშე მტერს ებრძოდნენ. თავადაზნაურებს ამ ბრძოლას ის გარემოებაც გაუადვილებდა, რომ მათ ჰყავდათ გონიერი წინამძღოლები, რომლებიც თავად აირჩიეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ ზოგიერთი უბნიდან სასიამოვნო ამბებს ისმენდნენ თავადაზნაურთა გულუხვობისა და სკოლებზე ზრუნვის შესახებ, რაც ძალიან დამაიმედებელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ ყველა ადამიანს მცირე თანხა მაინც უნდა ჰქონოდა გადადებული საკუთარი და ქვეყნის საჭიროებისთვის. ეს არ უნდა დაევიწყებინათ იმ აზნაურებს, რომლებიც სასწავლებლებში შვილების სწავლის საფასურის გადახდაზე უარს აცხადებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, როცა ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის სამზრუნველო კომიტეტმა მოსწავლეების მშობლებს სწავლის გადასახადი დაუწესა, ზოგიერთმა აზნაურმა უარი განაცხადა თანხის გადახდაზე და თქვა, რომ ბანკი სწორედ შვილების გასაზრდელად და განათლების მისაცემად დააარსეს, ამიტომ ბანკს უნდა დაეფინანსებინა მათი განათლება. ეს პოზიცია სამწუხარო იყო, თუმცა ამ აზრს აზნაურთა მხოლოდ მცირე ნაწილი იზიარებდა.