ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44903

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი ქუთაისის გიმნაზიის მოსამზადებელ კლასებში 14 წელი მუშაობდა მასწავლებლად. ამ პერიოდის განმავლობაში მან დაამტკიცა გამოცდილება, სიბეჯითე და საქმის ცოდნა. ამაღლობელს შინაური მასწავლებლის წოდებაც ჰქონდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 3 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს სწერს, რომ ილია გრიგოლის ძე ამაღლობელმა 1884 წელს ხონის სამასწავლებლო სემინარია დაამთავრა. ხელს აწერენ ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვა, მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებლად ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს ალექსანდრე ხელაძის თავმჯდომარეობით გაიმართა საქართველოს პროფესიულ კავშირთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: მიწათმოქმედების სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ ახალაძე, შრომის კომისარი ქელბაქიანი და რუსეთში წამსვლელი მუშათა დელეგაციის წარმომადგენლები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 დეკემბერს მთავარგამგე სერგო დანელიამ და საქმისმწარმოებელმა თბილისის ლისიციანის გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ 1919 წლის პირველი ოქტომბრიდან გიმნაზიის რუსული ენისა და არითმეტიკის მასწავლებლად რიფსიმე აზიზოვის ასული ამირაგოვისა დაინიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 იანვარს მასწავლებელმა იასონ ამირანაშვილმა ფოთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს შესაბამის უწყებასთან შუამდგომლობა სთხოვა. ის იუწყებოდა, რომ ეკუთვნოდა 5-5 წლის ნამსახურეობის დამატება – 920 მანეთი.

1918

ტიპი: ღონისძიება

ფოთის სასწავლებლის გამგე გ. ჩხაიძემ შეადგინა იასონ ლუარსაბის ძე ამირანაშვილის ხუთი წლის ნამსახურეობის ანგარიში: 1917 წლის პირველი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ამირანაშვილს 200 მანეთი ეკუთვნოდა. 1918 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე კი – 720 მანეთი. სულ 920 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 იანვარს ფოთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე გ. ჩხაიძემ დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ იასონ ამირანაშვილი ითხოვდა მისცემოდა მას დამატებანი. ჩხაიძე ამირანაშვილისთვის კრედიტის გახსნასაც ითხოვდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 27 იანვარს ფოთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე გ. ჩხაიძემ დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ ყოფილი სამოსწავლო კომისარიატის ბრძანების თანახმად, 1918 წლის 24 იანვრიდან სასწავლებლის მასწავლებელი იასონ ამირანაშვილი მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებლად ილია გრიგოლის ძე ამაღლობელის დამტკიცება სთხოვა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ჭიჭინაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს არდადეგებზე ივანე გაჩეჩილაძე ითხოვდა 28 დღიან შვებულებას ჯამაგირის შენახვით, რომელიც არ დაუკმაყოფილეს. განათლების სამინისტროს პასუხის მიხედვით, სასწავლებლის ინსპექტორი შვებულებაში იყო და დირექტორის გარეშე სასწავლებლის დატოვება უხერხული იქნებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 ოქტომბერს ივანე გაჩეჩილაძე სთხოვდა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ მისთვის ცილისწამების თავიდან ასაცილებლად და ავტორიტეტის აღსადგენად მოეხდინათ მკაცრი რევიზია და თუ „სოციალ-დემოკრატის“ N 23-ე გამოცემაში მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდებოდა მიეღოთ საჭირო ზომები ავტორის წინააღმდეგ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 ოქტომბერს ივანე გაჩეჩილაძემ მისწერა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ გაზეთ „სოციალ-დემოკრატის“ N 23-ე გამოცემაში დაიბეჭდა ცილისმწამებლური სტატია სათაურით „მყრალი ჭაობი“, რომელიც მისი თქმით, დაწერილი იყო ერთ-ერთი იმ მასწავლებლის მიერ, რომელიც მუდამ ცდილობდა სასწავლებლის ნორმალური ცხოვრების შეფერხებასა და პირადი შურისძიებით გაჟღენთილი ივ. გაჩეჩილაძის ავტორიტეტის დაცემას საზოგადოებაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 იანვარს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანმა სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიას სთხოვა გეოგრაფიის მასწავლებელ ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის საბუთები დაებრუნებინათ. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე და საქმისმწარმოებელი ივ. მხეიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე სერგი დანელიამ ივანე გაჩეჩილაძეს ნება დართო, თბილისში ჩასულიყო ორი დღით სასწავლებლის საქმეების გამო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 იანვარს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის დირექტორ ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანს განათლების სამინისტრომ სთხოვა, ეცნობებინა, როდის და რა ნომრით წარადგინა მასწავლებელ ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის დოკუმენტები. ხელს აწერენ დ. მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის მარტში ივანე გაჩეჩილაძემ წერილი გაუგზავნა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე სერგი დანელიას და სასწავლებლის საქმეების გამო რამდენიმე დღით თბილისში ჩასვლის ნებართვა სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ როგორც კი მიიღებდა ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის შესახებ საჭირო დოკუმენტებს, მაშინვე გაუგზავნიდა მას. ხელს აწერენ გიმნაზის გამგე და საქმისმწარმოებელი დ. მიქაბერიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი სექტემბრიდან ივანე ერასტის ძე გაჩეჩილაძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის განცხადება და შუამდგომლობის თხოვნა, რომ ის პირველი ნოემბრიდან ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაემტკიცებინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს აცნობა, რომ ნინო აკოფოვისამ მაღალ კლასებში ბუნებისმეტყველების სწავლებაზე უარი განაცხადა. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ილია ჯიშკარიანი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად დ. მიქაბერიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ნოემბერს საქმისმწარმოებელმა მაქსიმე ბერძნიშვილმა ილია ალხაზიშვილს მის შუამდგომლობაზე, შალვა ალხაზიშვილის თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიაში მასწავლებლად დატოვების შესახებ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გადაწყვეტილება აცნობა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 დეკემბრიდან თევდორე კიკვაძე თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ევროპის სოციალური დელეგაციის შესახვედრად მთავრობის წარმომადგენლად ბათუმში გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობაში" თბილისის მეოთხე ვაჟთა გიმნაზიის ტრაგიკულად გარდაცვლილი დირექტორის მიხეილ ყარმანის ძე ზაალიშვილის ნეკროლოგი დაიბეჭდა.