ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50485

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1922

ტიპი: განათლება

1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, არჩილ მექანარიშვილი საქართველოს მთავრობამ გაგზავნა ბერლინში სწავლის გასაგრძელებლად. იგი იყო მარქსისტების ჟურნალ „კვალის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

2000

ტიპი: განათლება

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, სოლომონ დოდაშვილი, დანიელ ჭონქაძე, გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), დიმიტრი ბაქრაძე, ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო ლომოური, იაკობ გოგებაშვილი და ბევრი სხვა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულები იყვნენ.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს დაბა საჩხერეში მასწავლებელი სერგეი ჯინჭველაშვილი ქართულ გალობას ასწავლიდა ნოტების საშუალებით, მოსწავლეებს ამზადებდა საქალაქო სასწავლებლისათვის.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 16 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ წერილი გაუგზავნა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას განათლების სამინისტროს გაუქმებული სასწავლებლების შესახებ. დახურულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სიაში შედიოდა: 1. ამიერკავკასიის სახალხო განათლების სამინისტრო; 2. ამიერკავკასიის სასწავლო ოლქი; 3. სახალხო სკოლათა დირექციები თბილისსა და ქუთაისში; 4. თბილისის ქალთა ინსტიტუტი; 5. თბილისის სამხედრო გიმნაზია.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 25 აგვისტოს თბილისის საბაღოსნო სკოლა დაამთავრა 12 კაცმა, მათ შორის იყო 5 ქართველი: მ. ბარნოვი, გ. ბიაშვილი, მ. ლიჩელი, გ. ყიფიანი და ვ. ციციშვილი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს შიო არაგვისპირელი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე აკრძალული წიგნის (შელგუნოვი) კითხვისთვის სემინარიის ბოლო კურსიდან მგლის ბილეთით დაითხოვეს.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს დავით კეზელი, ალექსანდრე მაჭარაშვილი და სტეფანე ჭრელაშვილი სემინარიის მოსწავლეები იყვნენ.

1891

ტიპი: განათლება

1891 წლიდან ფილიპე მახარაძე და ნოე ჟორდანია ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში სწავლობდნენ.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის სწავლის პერიოდში, სემინარიის მოსწავლეთა მოთხოვნით დაარსებულ ქართული ლიტერატურისა და ისტორიის კათედრაზე საგანთა სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წელს თევდორე კიკვაძე თბილისის სასულიერო სემინარიის მეორე კლასში გადავიდა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს მიხეილ გიორგაძე გორის საოსტატო სემინარიასთან არსებულ სამაგალითო სკოლაში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მასწავლებელი, ნათაძე, დაფაზე წერდა რამდენიმე ფრაზას და მოსწავლეები ამ ფრაზებს იქიდან იწერდნენ რვეულებში.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში, თედო სახოკიას პედაგოგი ნათაძე ასწავლიდა.

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში მიხეილ ესაკია თბილისის გიმნაზიაში სწავლობდა.

1892

ტიპი: განათლება

1892-1894 წლებში წინანდლის საუფლისწულო მამულში მსახურობის პერიოდში სიმონ ქვარიანი დამატებით სწავლობდა სპეციალურ საგნებს.

1892

ტიპი: განათლება

1892-1894 წლებში წინანდლის საუფლისწულო მამულში მსახურობის პერიოდში სიმონ ქვარიანი ფრანგულ ენას სწავლობდა.

1900

ტიპი: განათლება

1900-იან წლებში ლიონისა და მონპელიეს აგრონომიულ სასწავლებლებში სწავლის შემდეგ სიმონ ქვარიანი პარიზის აგრონომიულ ინსტიტუტში სწავლობდა

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანი ოდესის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანი ერთხანს სწავლობდა ოდესაში.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში სიმონ ქვარიანი სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი ფლობდა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

1893

ტიპი: განათლება

1893-1894 წლებში იაკობ ფანცხავას ბათუმში ყოფნის პერიოდში იქაური ხოჯას გახსნილ სასწავლებელში ბევრი ბავშვი სწავლობდა. მათ უმრავლესობას ნამდვილი ქართული გვარები ჰქონდა: აბაშიძე, ნიჟარაძე და მისთანანი.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს თევდორე კიკვაძე ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში დედის სურვილით შევიდა.

1878

ტიპი: განათლება

1878 წელს თევდორე კიკვაძე ოზურგეთის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში შევიდა.