ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50477

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს გენერალ ტოლმაჩოვის განკარგულებით მაკვანეთში დააპატიმრეს თევდორე კიკვაძე.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძის დაპატიმრებისას მას და რამდენიმე მის თანამოაზრეს სისხლის სამართლის 226 მუხლით წაუყენეს ბრალი.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძის დაპატიმრებისას ფილიპე მახარაძე, შალვა ელიავა, მიხა ცხაკაია და სხვები გაათავისუფლეს.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძის დაპატიმრებისას ბრალდებულთა შორის იყო მიხა ბოჭორიძეც.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს არალეგალური სტამბის მომწყობი მიხა ბოჭორიძე ციხეში ოთაროვის გვარით იჯდა.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს პოლიცია გულმოდგინედ ეძებდა არალეგალური სტამბის მომწყობ მიხა ბოჭორიძეს, მაგრამ არ იცოდა, რომ იგი უკვე იჯდა ციხეში ოთაროვის გვარით.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძეს, როგორც გაზეთ „კვალის“ რედაქციის მდივანს, დაპატიმრების დროს განსაკუთრებულ ბრალი დასდეს.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძის დაპატიმრებისას მიხა ბოჭორიძისთვის, რომელიც ოთაროვის გვარით იჯდა ციხეში და სინამდვილეშძი არალეგალური სტამბის ხელმძღვანელი იყო, 400 მანეთი მოუთხოვიათ თავდებით, თედოსთვის კი − 2000.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 26 იანვარს იაკობ ცინცაძე, რომელიც პასუხისგებაში იყო მიცემული „კუტაის ვესტი"-ის რედაქტორის დუელში გაწვევისათვის, მოსამართლემ უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 20 თებერვლის გაზ. „თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, თბილისში დაატუსაღეს ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელები: სპირიდონ კედია, ალექსანდრე ასათიანი, დავით ვაჩნაძე, იოსებ ლორთქიფანიძე და სხვ.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ წერს საქართველოში ტუსაღების მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომ ბოლშევიკებმა ციხეში რეპრესიები გააძლიერეს, ტიფმა შეიწირა პოლიტიკური ტუსაღები. ციხის საავადმყოფოში მძიმე ავად არის დამფუძნებელი კრების წევრი ისიდორე კვარაცხელია, ასევე თბილისელი მუშა ბროძელი და ილო მაისურაძე.