რეგისტრირებული ფაქტები50367
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილება გაიხსნა. ივანე კონსტანტინეს ძე გეგია, რომელიც 1910 წელს სოხუმის განყოფილების წევრი, 1886 წელს საზოგადოების ნამდვილი და მისი დამხმარე წევრი იყო ოქუმში, ამ განყოფილების თავმჯდომარედ დაინიშნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ივანე კონსტანტინეს ძე გეგია, 165 წევრი ჰყავდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის წევრებს სოფიო ლომოურმა ნიკო ლომოურის „პაწია მეგობრების“ ჰონორარიდან 20000 მანეთის გამოყოფა სთხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანიამ და ივანე გომელაურმა გამგეობას სენაკის სკოლის რევიზორის შენიშვნების გასამართლებელი საბუთების წაკითხვა მოსთხოვეს, კერძოდ, იმ ადგილისა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ვერც ერთი ადამიანი ვერ მოითმენდა იმ უწესობას, რაც ბატონ ყიფიანს მოუთმენია“.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიას ეწვია გამგეობის თავმჯდომარე თევდორე კიკვაძე, რომელმაც სურვილი გამოთქვა, მაღაზია გაეფართოებინათ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცია სხვადასხვა შინაარსის პატარა წიგნების ბეჭდვისთვის. ასეთი წიგნების შემდგენლებისთვის დააწესა პრემიები, მაგრამ მხოლოდ გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის მოთხრობა „რუხი მგელი“ მოიწონეს და ავტორი 50 თუმნით დააჯილდოვეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს გამგეობას დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის დახმარებით დიღომში სკოლა უნდა გაეხსნა, თუმცა სკოლათა მთავრობამ ნებართვის გაცემა გააძნელა, იმდენი მოთხოვნა წამოაყენა, რომ გამგეობამ წლის ბოლოსაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს საზოგადოების გამგეობის წევრმა ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ბათუმის სკოლა დაათვალიერა და სკოლების ინსპექტორისა და სკოლის მზრუნველობის წევრთა თანდასწრებით გამოსცადა მოსწავლეები. დადგინდა, რომ სკოლა წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა გამგეობის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა. მისი ანგარიშიდან ჩანს, რომ მასწავლებლები კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ მოსწავლეები ხშირად აცდენენ გაკვეთილებს იმიტომ, რომ სოფლები სკოლიდან შორსაა და მშობლებსაც ურჩევნიათ, შვილებმა მინდორში იმუშაონ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს საზოგადოების გამგეობის წევრმა ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა დაათვალიერა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელი. მისი ანგარიშიდან ჩანს, რომ მასწავლებლები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მოვალეობას.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს გამგეობის წევრ ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის მიერ ბათუმის სკოლის შემოწმების შემდეგ, რადგან ბათუმში 4000 ქართველი ცხოვრობდა, გამგეობამ გადაწყვიტა, უკეთესად მოეწყო ეს ერთადერთი ქართული სკოლა შავი ზღვის პირას და მაჰმადის სჯულის მასწავლებლის ადგილი გაეუქმებინა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრებიდან საზოგადოებას საწევროსა და შესაწირის შეგროვებაში დაეხმარნენ ოლგა იოსების ასული მიქელაძე, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, სილოვან თომას ძე ხუნდაძე და ეკატერინე დიმიტრის ასული ფურცელაძისა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ცხინავალის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ ის უკვე შეუდგა მოღვაწეობას. 1921 წლის 1 თებერვალს ეს საკითხი განჩინების თანახმად ცნობად იქნა მიღებული.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან, რომლის თავმჯდომარე იყო სილიბისტრო ხუნდაძე, არსებობდა საბავშვო და სახალხო კითხვათა მომწყობი სექციები.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ქართული ბეჭდვითი ამხანაგობამ სთხოვა 150000 მანეთს ავანსად თავისი წიგნების ანგარიშიდან. თავისუფალი თანხის უქონლობის გამო გამგეობამ უარი უთხრა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სარევიზიო კომისია დატოვეს ვლადიმერ პაპავამ, ლუკა კონსტანტინეს ძე დავითაიამ და კოლია ნიკოლოზის ძე კვერნაძემ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნაკადულის რედაქტორ ნინო ნაკაშიძის წინადადება, რომელიც ეხებოდა ნაკადულის რედქციის მიერ გამოცემული წიგნის „ჩვენებური ფრთოსნების“ 18 ფუთი ქაღალდის ვალში 20%-ის დაკლებით მიღებას. გამგეობამ ამ საკითხის წინასწარი განხილვა პრეზიდიუმს მიანდო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო სილიბისტრო ხუნდაძე, შემოსავალი 648. 75 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 452. 98. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 195. 77 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო სილიბისტრო ხუნდაძე, 203 წევრი ჰყავდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს სიმონ ქვარიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისთვის კლიშეების გადაცემის თხოვნით მიმართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების საზოგადო კრებაზე გამგეობა აირჩიეს. დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი ამ განყოფილების თავმჯდომარედ დანიშნეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარგის კაკაბაძის თხოვნა თავისი ნაწარმოებების გამოცემის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დიმიტრი დუმბაძის წინადადებით შემოქმედის ბიბლიოთეკას იაკობ გოგებაშვილის სახელი უწოდეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის საზოგადოების განყოფილების თხოვნა სახელმძღვანელოების დაბეჭდვის უფლების მიცემის შესახებ. მთავარმა გამგეობამ ქუთაისის სტამბაში სახელმძღვანელოების დაბეჭდვა შეუძლებლად მიიჩნია.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ვლადიკავკაზის სკოლა ოთხჯერ შეამოწმა თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა გრუშევსკიმ და ყოველთვის კმაყოფილი დარჩა მასწავლებლების მუშაობით.