ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49188

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 1-ელი სექტემბრიდან ლავრენტი აგლაძე თონეთის სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ერასტი თუთბერიძე იმერეთის ეპარქიის სეკრეტარი იყო, ლეონტი ჩაჩანიძე – მისი თანაშემწე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლაში ახლად დანიშნულმა მესამე მასწავლებელმა ნიკოლოზ კურდღელაშვილმა მოითხოვა, ოჯახური მიზეზების გამო დაეთხოვათ აღნიშნული თანამდებობიდან.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 8 სექტემბერს ოლღა მირზაშვილი თონეთის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. მისი თვიური ანაზღაურება 3 თუმანი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის 1-ლ მაისს ბიბლიოთეკის კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მინდობილობის თანახმად გადაწყვიტა, ბიბლიოთეკის გამგედ ექვთიმე თაყაიშვილი დაენიშნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ნიკოლოზ ლაზარეს ძე ტურიაშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი, ზაქარია ლუკას ძე მოსულიშვილი, ივანე დიმიტრის ძე ქიტიაშვილი და მათე გიორგის ძე ახმეტელაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ოქტომბერში თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ დირექცია წინააღმდეგი არ იყო, პართენ გოთუა დანიშნულიყო კავკავის სკოლის გამგედ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ილია პეტრეს ძე სარაჯიშვილი, რომან ბართლომეს ძე ხუციშვილი და დავით ნიკოლოზის ძე მირიანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 16 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გურჯაანის ფილიალის წევრები იყვნენ: ანა იოსების ასული აბაშიძე, ნინა იროდიონის ასული თიბილოვა, იოსებ მიხეილის ძე ჯალიაშვილი, ანა ჯიბლაძე, მარია ნავოჩენსკაია და ანასტასია ალხაზაშვილი.

1881

ტიპი: თანამდებობა

1882 წლის პირველ ივლისს მოსე ივანეს ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მმართველად დაინიშნა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 26 დეკემბერს კაკაბეთის სკოლის პედაგოგმა ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბათუმის სკოლაში პედაგოგის ადგილი სთხოვა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წლის 19 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა ლიზა ნათაძე.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლის 23 აგვისტოს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულმა დავით ესტატეს ძე ღვინიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლაში პედაგოგის ადგილი სთხოვა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადარი იყო ივანე ზურაბიშვილი.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, პოლიკარპე ლორთქიფანიძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, ელენე ჯინოშვილისა ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე იყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, სპირიდონ მატარაძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.