ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51544

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს ნორიოს სკოლის მასწავლებელმა ნ. ჯაჯანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სკოლა საჭიროებდა შემდეგ ნივთებს: მაგიდა და სკამი მასწავლებლისთვის, მაგიდები მოსწავლეებისთვის და დახაზული საკლასო დაფა. სკოლაში საერთოდ არ იყო მაგიდები და ამიტომ არცერთი მოსწავლე გოგონა არ სწავლობდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს ნორიოს სკოლის მასწავლებელი ნ. ჯაჯანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებს, რომ 1-ლი ივლისიდან იმ დრომდე ღარიბი შეგირდებისათვის დასარიგებლად მას არ მიუღია წიგნები. გამგეობისგან წიგნები მიიღეს წინა მასწავლებლებმა და გადასცეს მხოლოდ ესენი: 3 ცალი თბილისის საზოგადოების წესდება, თითო-თითო ეგზემპლარი ი. გოგებაშვილის „დარიგება მასწავლებლისათვის“, ნ. ბარათაშვილის ლექსები, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“, დ. ბაქრაძის „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“, „ლოცვანი“, ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „არითმეტიკული ამოცანები“ და დაჭრილი ანბანი.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 14 დეკემბერს ბათუმში მყოფმა სერგი ირაკლის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსების მიერ წართმეული ზღვისპირა შენობის კომპენსაციის ასაღებად დახმარებას ითხოვდნენ. მათ აღებული თანხის გადაცემა სურდათ საზოგადოებისთვის სკოლის ასაშენებლად.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენება ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქონების შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ თუმანიშვილის წინადადება, საზოგადოებას მონაწილეობა მიეღო თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებათა კრებაში.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების შემოსავალი საქველმოქმედო საოპერო წარმოდგენიდან 264. 56 მანეთი იყო. ანგარიშს ხელი დავით კარიჭაშვილმა მოაწერა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წელს საზოგადოებას საწევრო ფული შეუვიდა სულ 1799 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 2480 ცალი წმინდა ნინოს სურათი გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 1328 ცალი „წიგნის ისტორია“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 226 ცალი „წყაროს“ II ნაწილი გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 15 ცალი „წითელი ფარანი“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 250 ცალი „ცა და დედამიწა“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 1339 ცალი „ჩარლზ პარნელი“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 1102 ცალი „შავი შაშვი“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 252 ცალი „შინაური საქონელი“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 802 ცალი „ყოველის მხრიდან“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 749 ცალი „ყვავილთა შორის“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 292 ცალი „ქართული რომანსი“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 1184 ცალი „ქართული ეროვნული სიმღერები“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან 9 ოქტომბრამდე საზოგადოებას 15642.70 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11555.69 მანთი, სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 2 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ ცირკის მმართველ ტაურეკის ერთი წარმოდგენიდან მისთვის ჩაბარებულ სკოლას 132. 24 მანეთი ერგო და სთხოვა, ეს ფული (აკლდა 40 მანეთი, რომლითაც სკოლისთვის შეშა იყიდა) სექტემბრიდან ყოველ თვე 20 მანეთის დაქვითვით მისი ხელფასიდან აეღოთ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ნოემბრის საქართველოს რესპუბლიკის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად, სახალხო სკოლა უნდა ყოფილიყო საყოველთაო, სავალდებულო, საერო (განცალკევებული ეკლესიისგან), უფასო, ერთგვარი და საზოგადო განათლების რვაწლიანი კურსის შემცველი. ოქმს ხელი მოაწერა ნოე რამიშვილმა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა ტრიფონ კაჭარავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოების ფინანსური ბრუნვა 22459. 82 მანეთს შეადგენდა.