რეგისტრირებული ფაქტები51524
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წინარეხის სკოლის მასწავლებელ თომა კევლიშვილის თხოვნის პასუხად გამგეობამ დაადგინა, რომ მისცემოდა იანვრის ხელფასი ოცდაათი მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ შრომის სკოლის მასწავლებლად გამგეობამ მოიწვია ნიკოლოზ შუბლაძე, თუმცა მისგან საზოგადოებას ჯერჯერობით არანაირი ცნობა არ მიუღია.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 17 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მაჰმადიანი ქართველი ბავშვების მშობლები სკოლაში ფრანგული ენის სწავლებას ითხოვდნენ. საზოგადოებამ უპასუხა, რომ ფრანგულის სწავლების ნებას კანონი არ იძლეოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მისი სკოლის მოსწავლეს, აჭარელ მაჰმადიან ქართველს, 23-24 წლის მემედ ჯაყელს, სურდა, სწავლა თავად-აზნაურების სკოლაში გაეგრძელებინა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა. საზოგადოებამ უპასუხა, რომ უსახსრობის გამო ჯაყელს ვერ შეეწეოდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს ლევან ფურცელაძის მიერ წარმოდგენილი ყულაბა (N83), რომელშიც აღმოჩნდა 5 მან. 32 კაპ. ოქმს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი. დავით კარიჭაშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის, მიხეილ კლიმიაშვილის თხოვნა, რომ ის გადაეყვანათ წინარეხის სკოლის მასწავლებლად თომა კევლიშვილის ნაცვლად, რომელიც სამსახურს თავს ანებებდა. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გადაწყდა, უმაღლესი მთავრობისთვის გაეგზავნათ შუამდგომლობა, რომ კერძო სკოლების გახსნის უფლება მიეცათ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გადაწყდა, გამგეობას შეედგინა მთავრობასთან გასაგზავნი შუამდგომლობის ქაღალდი.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ სამრევლო სკოლების გახსნას ისევ სამინისტრო ტიპის სკოლების გახსნა სჯობია, რადგან სამრევლო სკოლებში მასწავლებელს მთავრობა ნიშნავს და საზოგადოებას ხმის უფლება არ აქვს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ანტონ ივანეს ძე ნატროშვილმა აღნიშნა, რომ რადგან სამინისტრო და სამრევლო სკოლებში მშობლიური ენა არ ისწავლება, კარგი იქნება, გახსნან წერა-კითხვის სკოლები, რომლებშიც დედაენის სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ვასილ ილიას ძე რცხილაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 2 ნოემბერს დანიშნული იყო წიგნების კომისიის პირველი სხდომა პროგრამის განსახილველად. სხდომას უნდა დასწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სიმონ ფირცხალავა, ნინო ელიავა და პელაგია სურგულაძე.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს იოსებ ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 100 მანეთი შეიტანა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს დიმიტრი მუსხელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 300 მანეთი შეიტანა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის მასწავლებელ თომა კევლიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას ერთი თვის ხელფასიდან, რომელიც სამსახურიდან წასვლის გამო ეძლეოდა, მისი ვალი არ დაექვითათ და გადაევადებინათ. კევლიშვილი ასევე ითხოვდა ოთხი თვის ხელფასისა და გათბობაზე მის მიერ დახარჯული 10 მანეთის მიცემას. გამგეობამ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ კავკავის ქართულ სკოლაში ღარიბმა ბავშვებმა სიარული შორეული სოფლებიდანაც დაიწყეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მთავარ გამგეობას მისწერა, საწევრო სამი მანეთიდან მანეთამდე შეემცირებინა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება, რომ იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ საზოგადოების მუზეუმს შესწირა იაპონური ხმალი ძვლის ქარქაშით, რომელზეც ამოჭრილი იყო სურათები იაპონიის ცხოვრებიდან.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე აღნიშნავდა, რომ სკოლას ნივთიერ დახმარებას უწევდა კავკავის სამზრუნველო კომიტეტი, რომლის ხელშეწყობითაც მოახერხა მან საკუთარი შენობის აგება.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 13 ივლისს „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ სასწავლო წელს თერგის ოლქის საერო სკოლის დირექტორმა სკოლა 4-ჯერ დაათვალიერა და მოსწავლეების ცოდნით კმაყოფილი დარჩა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლას ამ სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ 600 მანეთი გაუგზავნა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლის სასწავლო პროცესს განაგებდა კავკავის მთავრობა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, რომელიც ყოველ წელს გზავნდა წარმომადგენელს სასწავლებლის ზოგადი სურათის შესაფასებლად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 სასწავლო წელს კავკავის ქართული სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე ეროთეოს გიორგის ძე ერისთავი იყო.