ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ ძველი ვალები გაისტუმრა და მატერიალური მხარე მოაწესრიგა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში გრიგოლ ვოლსკიმ მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას და ითხოვდა, გამგეობას აღეძრა შუამდგომლობა ბათუმის საბჭოს წინაშე, რომ ქალაქის საბჭოს მუდმივი მატერიალური დახმარება აღმოეჩინა საზოგადოების ბათუმის სკოლისთვის.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს მაღაზიის ხარჯისთვის 11. 42 მანეთის გაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს საკანცელარიო ხარჯისთვის 9. 6 მანეთის გაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში გომარეთის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ფორაქაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, გომარეთის სკოლისათვის შენობა შეეძინათ ახლის აშენების ნაცვლად და აცნობა, რომ იაფად იყიდებოდა სახლი, რომლის შეძენა და სკოლისათვის განსაზღვრულ ადგილას გადატანა დაჯდებოდა არა უმეტეს 500 მანეთისა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს გომარეთის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ფორაქაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, მიეცათ სახლის ქირა 20 მან. და დარაჯის ერთი წლის ხელფასი 15 მან.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა წიგნსაცავ-მუზეუმისა და საისტორიო საზოგადოების მუზეუმის გაერთიანება, თუმცა საისტორიო საზოგადოებამ ეს წინადადება არ მიიღო. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში თბილისის გუბერნატორმა, პოდპოლკოვნიკმა ივანე სვეჩინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა შილდაში სამკითხველოს დაარსების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 აპრილს ნინო აბიათარის ასულმა იაკობაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 4 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მდივან ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება, რომ არქივის გადარჩევის დროს გაიყიდა საზოგადოებისთვის გამოუსადეგარი წიგნები და ქაღალდები, საიდანაც საზოგადოებას შემოუვიდა 69 მანეთი და 75 კაპიკი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების ბიბლიოთეკის რევიზიის შესახებ მოხსენება წარუდგინა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება, რომ გამგეობას ფული ბანკში შეენახა. გამგეობამ ბანკში 4 ათასი მანეთის შეტანა გადაწყვიტა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 მაისს ხონის ვაჟთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა სტეფანე ესტატეს ძე ჩხენკელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 29 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარემ, გიორგი ყაზბეგმა გამგეობის წევრებს სთხოვა, დაეჩქარებინათ საზოგადო კრებაზე წარსადგენი მოხსენებების დაწერა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის პირველ ივლისს კახათის მცხოვრებლებმა ალექსანდრე მეუნარგიამ და თეიმურაზ ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელში სკოლის დაარსება სთხოვეს. გამგეობამ უსახსრობის გამო მათი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე სურგულაძის მოხსენება წინარეხის სკოლის რევიზიის შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს პეტრე სურგულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების გამოცემის ხელშესაწყობად სამწიგნობრო სექციის დაარსების წინადადებით მიმართა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელთუბნის სკოლის მასწავლებლებს განუცხადა, რომ სასწავლო პროცესში არსებული დარღვევები უნდა გამოესწორებინათ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, სახალხო სკოლებში გაგზავნილი მასწავლებლები ადგილობრივი სამკითხველოების ხელმძღვანელებად დაენიშნათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ფოტოგრაფიის მართვის ინსტრუქცია დაამტკიცა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალში“ ვასილ ბარნოვის მოთხრობის „ნუშოს“ XI და XII თავები დაიბეჭდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გამგეობის მსახურისთვის ხელფასის – 10 მანეთის მიცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 4 ივლისს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას „ბუნების კარისთვის“ გამოყოფილი თანხა სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება წიგნის მაღაზიის გადატანისა და მუზეუმის გაფართოების შესახებ.