ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50367

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ კავკავის ქართული სკოლის 1893-1894 წლების ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლაში მეორე წელია ეწყობოდა ბიბლიოთეკა (ქართულ-რუსული წიგნებით), რომლითაც არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა სკოლების მოსწავლეებიც სარგებლობდნენ. ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანაც შესაძლებელი იყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ ამ წელს სკოლის ბიბლიოთეკით 110-მა ქალმა და კაცმა ისარგებლა. ყველაზე დიდი მოთხოვნა ისტორიული შინაარსის წიგნებზე იყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ბიბლიოთეკას 471 ქართულ-რუსული წიგნი ჰქონდა, დაემატა – 212 და წლის ბოლოს 683 წიგნს ფლობდა, რომელთა ღირებულება 300 მანეთზე მეტი იყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლის ბიბლიოთეკაში უფასოდ მიდიოდა შემდეგი გაზეთები: „ივერია“, „მოამბე“, „კვალი“, „მწყემსი“, „Пастырь“, „Новое Обозръние“, „Кавазское Сельское Хозяйство“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში" დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლის ბიბლიოთეკა „Образование", „Сельский и городской учитель" და „Школьное Обоз. ръние" გაზეთების მისაღებად მხოლოდ ფოსტის საფასურს იხდიდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლის ბიბლიოთეკაში სრულ ფასად მიდიოდა შემდეგი გაზეთები: „Русская школа“, Циркулярь по управл. Кавк. Учебн. Округомь“ და „ჯეჯილი“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ შეწირული 16. 50 მანეთით სკოლის ბიბლიოთეკამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან ქართული წიგნები შეიძინა, შეკვეთით.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლას აკლდა სწავლებისათვის და საკლასო ოთახებისათვის საჭირო ნივთები (სკამები, დაფები და სხვ.).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 30-ე სხდომაზე გ. დემურიას დედნების ანგარიშში გადასცეს 52 მანეთი, ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 84 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე ქუთაისისა და სენაკის სკოლების სამეურნეო მართვისათვის საჭირო ინსტრუქციის განხილვა ნიკოლოზ ცხვედაძემ მომდევნო კრებისთვის გადადო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე წინარეხის სკოლის პედაგოგმა, ეკატერინე რუსიეშვილმა გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის გაეგზავნათ სასკოლო ნივთები და წიგნები, მათ შორის არჩილ ჯაჯანაშვილის არითმეტიკული კრებული, გიორგი იოსელიანის „საღვთო სჯული“ და სხვ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ გამგეობას სთხოვა, გაეგზავნათ მისი ნოემბრის ხელფასი და კიდევ 22 მან. მან სკოლის შესაკეთებლად ცემენტი ითხოვა, რომლის ღირებულება 8 მანეთი იყო. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 30-ე სხდომაზე წაიკითხეს გომარეთის სკოლის პედაგოგის, თომა კევლიშვილის მოხსენება სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ და გაეცნენ მის თხოვნას, სკოლისთვის  64 მანეთის ღირებულების სხვადასხვა საკანცელარიო და სასწავლო ნივთის გაგზავნის შესახებ. საკითხის განხილვის შემდეგ გამგეობამ სკოლისთვის გარკვეული თანხა გადადო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე მდივანმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ კავკავის სკოლის პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძეს სკოლისთვის 18 მანეთის წიგნები ესაჭიროებოდა. თუმცა მან გამგეობას ერთი თუმანი გამოუგზავნა წიგნების საფასურად და სთხოვა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, აღნიშნულ თანხად დაეთმოთ სკოლისთვის საჭირო წიგნები, რაზეც გამგეობა დაეთანხმა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა, შემწეობად ჩათვლოდა ის 10 ცალი „დედა ენა“, რომლებიც ზაფხულში სოფელ ჭალაში ბავშვებისთვის წერა-კითხვის სასწავლებლად წაიღო. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ისიდორე რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ ბათუმის სკოლისთვის „ცნობის ფურცელი“ დაებრუნებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვარს ლავრენტი აგლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ თონეთის სკოლისთვის გაეგზავნათ 25 ცალი „დედა ენა“, 40 ფანქარი, 25 სათლელი, 40 კალამი, 20 ქაღალდი და 10 მერხი. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 მაისს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტსა და საიმპერატორო არქეოლოგიურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა ან ერთდროული დახმარება სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 9 ივნისს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 ივნისს ანდრია ივანეს ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივლისში ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ ბათუმში გრიგოლ მასუმოვისგან მიიღო ხაზინადარ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მიერ ტელეგრამით საჩუქრად გამოგზავნილი 10 თუმანი მუყაითი შრომისათვის.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი, განაგებდა ახალი სენაკის, აბაშის, აბედათის, ბანძას, ეწერის, ლეხაინდრავას, ნაქალაქევის, ნოსირის, პირველი ონტოფოს, სეფიეთის, წყემის, კვაუთის, გეჯეთის, გაღმა ზანათის, მეორე ონტოფოს, ძველი სენაკისა და ლეძაძამეს ბიბლიოთეკებს, სულ 16-ს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ძველმა და ახალმა გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე 1916 წლის 26 სექტემბრიდან გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე იყო, 7 სხდომა გამართა და 26 საქმე განიხილა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ბათუმის სკოლამ, რომელსაც მოსე ივანეს ძე ნათაძე მართავდა, სკოლის შენობის წლიური ქირა 450 მანეთი გადაიხადა.