რეგისტრირებული ფაქტები50709
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 14 იანვარს ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა გიორგი ჟურულმა ფოთის პორტის უფროსს – მთავრობასთან მიღებული შეთანხმების საფუძველზე გზათა სამინისტროს გამგებლობაში ფოთის პორტის გემების გადაცემასთან დაკავშირებით – წერილში შესთავაზა, გზათა სამინისტროსთვის დაუყოვნებლივ გადაეცა ყველა გემი და ბარჟა მეთაურებთან ერთად, პორტის უწყების განკარგულებაში დაეტოვებინათ მხოლოდ ბარკასი „Муша“, 70-ტონიანი ამწე, გემი სასწავლებლისთვის და პორტისთვის საჭირო რაოდენობის ნავები. გადაცემა უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი აქტით. ხელს აწერენ კანცელარიის ვაჭრობისა და მრეწველობის ნაწილის დირექტორი დ. აბხაზი და ვაჭრობის განყოფილების გამგე გ. ჯანელიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
ფინანსთა მინისტრი ჟურული 1918 წლის ოქტომბერში გზათა მინისტრს სწერს, რომ სპეციალური ამკრეფები, საკასო წესების თანახმად, საგუბერნიო თუ სამაზრო ქალაქებში ვალდებული არიან, მათ მიერ შეგროვილი შემოსავალი კვირაში ორჯერ გადასცენ ხაზინას, შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავეს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
1964
ტიპი: ავტორობა
1964 წლის 5 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე მეტრეველმა გასცა ცნობა, რომ ქრისტინე შარაშიძე 1958 წლის 1-ლი აგვისტოდან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. შარშიძე პენსიაზე გასვლის გამო 1964 წლის 1-ლი ნოემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1951
ტიპი: ავტორობა
1951 წლის 6 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ განცხადებით მიმართა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის დირექციას, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო საკანდიდატო მინიმუმის ჩაბარება და ითხოვა დაებრუნებინათ 1948 წლის შემოდგომაზე წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი „ვახუშტი ნათარგმნ შრომებში“ (სამ ცალად). ნაშრომის გამოტანას ის თინათინ ენუქიძეს ანდობდა.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობამ (თავმჯდომარის ამხანაგი – იოსებ ივანეს ძე ოცხელი) ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ მთავარი გამგეობა 18 აპრილს, საღამოს 7 საათზე საზოგადოების კანცელარიაში გამართავდა სხდომას. დღის წესრიგიც აცნობა და სთხოვა წარმომადგენლის გამოგზავნა, რომელიც ქუთაისის ფილიალის დეკემბრის ფინანსური ანგარიშის დოკუმენტაციას წარადგენდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 13 ივნისს კავკასიის ოლქის გზათა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება ტექნიკოს ვასილ ზაკალინსკის სოხუმი-ახალი სენაკისა და საპატრულო გზის საქმეთა საგამოძიებო-სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებაში ყოფნის შესახებ (ცნობა: ინჟინერ სერგეი მორდვინოვის 7 ივნისის დეპეშა N70). ფაქტი ხელმოწერით ოლქის უფროსმა, ინჟინერმა გიორგი თუმანოვმა და იაკობ პეტრენკომ დაამოწმეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 4 იანვარს გზათა სამინისტროს საქმეთა კომისარმა მელიქ ასლანოვმა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსს მისწერა, რომ კომისარ ჩხენკელს ევაკუაციის დროს დახმარების გაცემის გაუქმებაზე განკარგულება არ გაუცია. კომისიამ აღმოაჩინა, რომ ზოგჯერ დახმარებას არასწორად გასცემდნენ, რაც თითქოს მოსამსახურეთა გაქცევასა და პოსტების დატოვებას იწვევდა. ასლანოვმა ითხოვა, ამ გარემოებისთვის ყურადღება მიექციათ.
1918
ტიპი: ავტორობა
ზინო კალანდარიშვილი ფოთიდან იტყობინებოდა, რომ სამტრედიის რაიონში ფქვილი საერთოდ აღარ იყო. ხორბლის მისაღებად თბილისში ჩამოვიდა ადგილობრივი ინტენდანტის წარმომადგენელი ინდუევი, რომელიც უნდა შეხვედროდა ილარიონ დავითის ძე გიორგაძეს, რომელსაც უნდა ებრძანებინა კორპუსის ინტენდანტ ციციანოვისთვის ფრონტის მოთხოვნის დაუყოვნებლივი დაკმაყოფილება და გაეცა ხორბლის საჭირო რაოდენობა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 25 იანვარს ორდუბატიდან ინჟინერმა ტრესკინსკიმ მისწერა ინჟინერ სბორშჩიკოვს, რომ ამიერკავკასის კომისარიატმა განკარგვისთვის გადასცა მენარდეების – იშხანოვისა და ბაბაევის თხოვნა, ყველა მენარდემ თავისი წრიდან ორი ან სამი პირი შეარჩიოს და მათ სომეხ მოსამსახურეებთან ერთად, ათისთავების – ავაქოვისა და აგახანოვის თანხლებით თბილისში წავიდნენ ანგარიშის მისაღებად. მუშა დელეგატებს მატარებლით მგზავრობის ხარჯებს მენარდეები აუნაზღაურებენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 30 მაისს წითელი გვარდიის უფროსს, ვალერიან ჯუღელს, თბილისის საგანგებო საგამოძიებო კომისია სთხოვდა სასწრაფოდ გაეგზავნა სოხუმში დაპატიმრებულ პეტრე გერასიმეს ძე თარხანოვსა და სხვ. მის ხელში არსებული მასალები. განცხადებას ხელს აწერდა თბილისის საგანგებო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ბროდსკი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 სექტემბერს ოლივერ უორდროპი მეუღლეს წერილით ატყობინებდა, რომ ინგლისის სარდლობის გენერალმა ჯორჯ ნორთონ კორიმ მის საპატივსაცემოდ ვახშამი გამართა, სადაც მის ქვეშევრდომ გენერლებსა და სხვა სამხედროებს შეხვდა. ვახშამს ასევე ესწრებოდნენ ამერიკელი პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი და მისი მეუღლე.