ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51544

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ნოემბერში თბილისის გუბერნატორმა, პოდპოლკოვნიკმა ივანე სვეჩინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა შილდაში სამკითხველოს დაარსების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 აპრილს ნინო აბიათარის ასულმა იაკობაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 4 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მდივან ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება, რომ არქივის გადარჩევის დროს გაიყიდა საზოგადოებისთვის გამოუსადეგარი წიგნები და ქაღალდები, საიდანაც საზოგადოებას შემოუვიდა 69 მანეთი და 75 კაპიკი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების ბიბლიოთეკის რევიზიის შესახებ მოხსენება წარუდგინა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება, რომ გამგეობას ფული ბანკში შეენახა. გამგეობამ ბანკში 4 ათასი მანეთის შეტანა გადაწყვიტა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 მაისს ხონის ვაჟთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა სტეფანე ესტატეს ძე ჩხენკელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 29 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარემ, გიორგი ყაზბეგმა გამგეობის წევრებს სთხოვა, დაეჩქარებინათ საზოგადო კრებაზე წარსადგენი მოხსენებების დაწერა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის პირველ ივლისს კახათის მცხოვრებლებმა ალექსანდრე მეუნარგიამ და თეიმურაზ ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელში სკოლის დაარსება სთხოვეს. გამგეობამ უსახსრობის გამო მათი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე სურგულაძის მოხსენება წინარეხის სკოლის რევიზიის შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს პეტრე სურგულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების გამოცემის ხელშესაწყობად სამწიგნობრო სექციის დაარსების წინადადებით მიმართა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელთუბნის სკოლის მასწავლებლებს განუცხადა, რომ სასწავლო პროცესში არსებული დარღვევები უნდა გამოესწორებინათ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, სახალხო სკოლებში გაგზავნილი მასწავლებლები ადგილობრივი სამკითხველოების ხელმძღვანელებად დაენიშნათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ფოტოგრაფიის მართვის ინსტრუქცია დაამტკიცა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალში“ ვასილ ბარნოვის მოთხრობის „ნუშოს“ XI და XII თავები დაიბეჭდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გამგეობის მსახურისთვის ხელფასის – 10 მანეთის მიცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 4 ივლისს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას „ბუნების კარისთვის“ გამოყოფილი თანხა სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება წიგნის მაღაზიის გადატანისა და მუზეუმის გაფართოების შესახებ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 16 ივლისს ოლღა თადეოზის ასულმა გურამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის გახსნა სთხოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 12 მაისს დიდუბის ბიბლიოთეკის გამგე აღალო ათანასეს ძე თუთაშვილმა (თუთაევი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბიბლიოთეკის შესანახად 20 მანეთი სთხოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნის ამწყობმა ვასილ ყიფიანმა 100 მანეთის კრედიტის გახსნა სთხოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 29 ივნისს პეტრე გრიგოლის ძე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილიას ძეგლის ახალი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა. გადაწყდა, 3000 მანეთი თბილისის თავადაზნაურთა საკრებულოსთვის ეთხოვათ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სარდიონ ალექსის ძე კაკაბაძემ ილიას ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენაში ავანსად 50 მანეთი სთხოვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იაკობ ცინცაძის თხოვნა, უნივერსიტეტის სწავლის საფასურის გადასახდელად 50 მანეთით დახმარების შესახებ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 12 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნინო სვიმონის ასულმა ჯამბაკურ-ორბელიანმა 20 მანეთით დახმარებას სთხოვა.