რეგისტრირებული ფაქტები51524
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ლავრენტი აგლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ თონეთის სკოლისთვის გაეგზავნათ 25 ცალი „დედა ენა“, 40 ფანქარი, 25 სათლელი, 40 კალამი, 20 ქაღალდი და 10 მერხი. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 მაისს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტსა და საიმპერატორო არქეოლოგიურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა ან ერთდროული დახმარება სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 ივნისს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 ივნისს ანდრია ივანეს ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივლისში ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ ბათუმში გრიგოლ მასუმოვისგან მიიღო ხაზინადარ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მიერ ტელეგრამით საჩუქრად გამოგზავნილი 10 თუმანი მუყაითი შრომისათვის.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი, განაგებდა ახალი სენაკის, აბაშის, აბედათის, ბანძას, ეწერის, ლეხაინდრავას, ნაქალაქევის, ნოსირის, პირველი ონტოფოს, სეფიეთის, წყემის, კვაუთის, გეჯეთის, გაღმა ზანათის, მეორე ონტოფოს, ძველი სენაკისა და ლეძაძამეს ბიბლიოთეკებს, სულ 16-ს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ძველმა და ახალმა გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე 1916 წლის 26 სექტემბრიდან გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე იყო, 7 სხდომა გამართა და 26 საქმე განიხილა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ბათუმის სკოლამ, რომელსაც მოსე ივანეს ძე ნათაძე მართავდა, სკოლის შენობის წლიური ქირა 450 მანეთი გადაიხადა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ შეიტყო სათავადაზნაურო სკოლის ვაკანსიის შესახებ და სთხოვდა, ეს ადგილი მისთვის მიეცათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს, სწავლის დამადასტურებელ საბუთს ითხოვდნენ. მას უპასუხეს, რომ საქმეთა განსახილველად სხდომები ჯერ არ იმართებოდა, ამიტომ მოწმობათა მიცემის შესახებ პასუხს მოგვიანებით შეატყობინებდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მმართველმა, ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილმა მისწერა, რომ, ოფიციალური გეგმის მიხედვით, სიტყვიერი რუსულის სწავლება პირველი წლის მეორე ნახევრიდან უნდა იწყებოდეს, რუსული წერა-კითხვა – მე-2 წლიდან და სწავლის დამთავრებამდე გრძელდებოდეს, საზოგადოების წესდების მე-3 პარაგრაფის თანახმად კი სხვა ყველა საგანი ოთხივე წელს ქართულად უნდა ისწავლებოდეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ სკოლის შენობის ქირაობას სიძვირის გამო ვერ ახერხებდა და ისევ ძველ შენობაში, სადგურში, განაგრძობდა სწავლებას.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 31 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, კიტა აბაშიძემ თავისი ნაწერები საზოგადოებას უანდერძა. ვარლამ ბურჯანაძის აზრით, აბაშიძის ეტიუდები ცალ-ცალკე წიგნებად უნდა დაბეჭდილიყო. გამგეობა დათანხმდა.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ცნობა, რომლის მიხედვით, თელავის წიგნის მაღაზია გრიგოლ ბურჭულაძეს უნდა შეემოწმებინა, თუმცა დროის უქონლობის გამო საქმის შესრულება ვერ შეძლო და რევიზია ივანე პაატაშვილს მიენდო.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ სვიმონ მჭედლიძის თხოვნა, საზოგადოების მაღაზიაში კრედიტის (30 მანეთის ოდენობის) გახსნის შესახებ. მჭედლიძე საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ყოველთვიურად ხუთ-ხუთ მანეთს შეიტანდა და ვალს გადაიხდიდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მისი თხოვნა დაეკმაყოფილებინა.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვასილ ივანეს ძე ქადეიშვილის თხოვნა საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნების საკომისიოს მიცემის შესახებ. მან პირობა დადო, რომ გაყიდვისთანავე თანხას საზოგადოებას ჩააბარებდა.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბიბლიოთეკარის თანაშემწე ოლღა დემურიშვილის განცხადება სამსახურიდან განთავისუფლებისა და ერთდროული დახმარების შესახებ. პრეზიდიუმმა დემურიშვილს მისცა 41 მანეთი (11 მანეთი სალიკვიდაციო, 30 მანეთი დახმარების სახით).
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძის თხოვნა საზოგადოების გამოცემების 30%-იანი ფასდაკლებით დათმობის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა თავართქილაძისთვის საზოგადოების გამოცემები მიეცა 25%-იანი ფასდაკლებით, 500 მანეთის ფარგლებში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მდივანმა იასონ ბაქრაძემ მთავარ გამგეობას ქუთაისის ფილიალის 1909 წლის ხაჯთაღრიცხვა და შემოსავლის 20% (177 მანეთი და 18 კაპიკი) გაუგზავნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აკაურთის სკოლის (მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი) 30 მოსწავლიდან 18 პირველ კლასში სწავლობდა, 12 – II-ში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი და ნიკოლოზ ჩიგოგიძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ანასტასია ერისთავ-ხოშტარიამ თავისი წიგნების ჰონორარის სანაცვლოდ საზოგადოების გამოცემული წიგნები ითხოვა. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე კოწია თუმანიშვილმა ითხოვა, საზოგადოების მაღაზიის ნახევარი მიექირავებინათ. მას უარი უთხრეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ვასილ ბარნოვმა თავისი წიგნების ჰონორარიდან გარკვეული თანხა ითხოვა. მწერალს უკვე მიღებული ჰქონდა 150 000 მანეთი. გამგეობის წევრებმა დაადგინეს, მისთვის 100 000 მანეთი მიეცათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ვარლამ ბურჯანაძე, პავლე საყვარელიძე და ნიკოლოზ ჩიგოგიძე.