რეგისტრირებული ფაქტები50367
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკოლოზ ცხვედაძის თხოვნა, ფოტოსახელოსნოსთვის ბინა დაექირავებინათ ერევნის მოედანზე, ხარაზოვის სახლში, რომელსაც სახლის მფლობელი სპეციალურად სახელოსნოსთვის ააშენებდა სწორედ იმ ადგილას, სადაც ადრე ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსახელოსნო იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ინსპექტორის დანიშვნა, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო და ასევე სასკოლო სექციასა და ფილიპე მგელაძეს დაავალა შეედგინათ ინსტრუქცია სკოლების მეთვალყურეთათვის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეთერთმეტე სხდომა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე მგელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, გამგეობის წევრის, იაკობ გოგებაშვილის მოხსენება კომისიების შესახებ მისი თანდასწრებით განხილულიყო. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-10 სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში ნიკოლოზ ღოღობერიძეს გადასცა 7.25 მან., ზაქარია გრიქუროვს – 32 მან., ოლღა ჭავჭავაძეს საზოგადოების სასარგებლოდ ბაზრის გასამართავად – 50 მან., როდონოვის ქალს სურათების ანგარიშში – 4 მან., რაულ ბარამიძეს წიგნების ანგარიშში – 40 კაპ., ნიკოლოზ ბადრიძეს – 1.40 მან., ასევე გაისტუმრეს მარტის წვრილმანი ხარჯები. გამგეობამ სულ დახარჯა 118 40 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ გამგეობამ გამოსცა ალექსანდრე ხახანაშვილის თხზულების „ქართული სიტყვიერების ისტორია მე-XIX საუკუნის“ პირველი ტომი, რომლის დაბეჭდვის დროს ავტორმა გამგეობას სთხოვა გრიგოლ ყიფშიძისთვის მიენდოთ თხზულების გადამოწმება, ხოლო 20 დეკემბრის დადგენილების თანახმად ის შესამოწმებლად გადაეცა იპოლიტე ვართაგავას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ივანე ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი და მიიღო სრული საფასური, რის გამოც მოვალე იყო, სახელმძღვანელოს მეორე ნაწილიც მათთვის გადაეცა. ნასყიდობის წიგნი დაამოწმეს პეტრე სურგულაძემ და სიმონ ფირცხალავამ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აღლაძის თხოვნა, მისი იანვრის ხელფასიდან 20 მან. გადაეცათ მისი ძმის, გიორგი აღლაძისთვის თბილისში, მისთვის კი გაეგზავნათ 20 მანეთი, ასევე 15 მან. – სკოლის მერხებისა და საკლასო დაფის შესაღებად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ალექსანდრე მდივნის დავალებით, ლუარსაბ ბოცვაძემ და გრიგოლ ბურჭულაძემ გადაამოწმეს ქართული რვეულების მოწოდების პირობები და დიტიატკოვსკის ამხანაგობას დაავალეს რვეულების დამზადება.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა ბუნდოვანი სურათების შესახებ. მისი გადმოცემით, როცა ლუარსაბ ბოცვაძე მუშაობდა კავკავის სკოლის გამგედ სამკითხველოებისთვის სურდა ბუნდოვანი სურათების შეძენა, რომლებიც ადგილობრივ გამგეობის დახმარებით შეუძენია და ასევე დაუხარჯავს წიგნებიდან შემოსული თანხაც, რის გამოც დასდებია საზოგადოების ვალი 254 მანეთი. ი. გოგებაშვილი სთხოვს გამგეობას, რომ გადაუხადონ მას, მისი კუთვნილი 25 თუმანი და ლუარსაბ ბოცვაძე გაათავისუფლონ ვალიდან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენებაში აღნიშნეს, რომ ძმებმა ბოზარჯიანცებმა დედის სახელზე საზოგადოებას შესწირეს 10 თუმანი. გამგეობამ მათ წერილობითი მადლობა გამოუცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ „მოამბე", „ცისკარი" – კარბელაშვილის სტატიით და საანგარიშო ბარათი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ რამდენიმე საბავშვო წიგნი, ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონები, „ჯეჯილი“ და „ცნობის ფურცელი“.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ფოტოსახელოსნოსთვის ბინის დაქირავების საკითხი მინდობოდათ ნიკოლოზ ცხვედაძესა და დავით კარიჭაშვილს, რომელთაც უნდა ექირავათ ხარაზოვის ქვრივის სახლი. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები – ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს გიორგი იოსელიანის მოხსენების განხილვა დაავალეს. გოგებაშვილს კავკავის სკოლის რევიზიის საკითხი უნდა გადაეწყვიტა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 12 აგვისტოს პეტრე სურგულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, ივანე ჯავახიშვილისთვის, რომელმაც დაიწყო საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს წერა, ჰონორარის ნაწილი უკვე გადაეცათ, რადგან მას ფული სჭირდებოდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა 10 თუმანი მასწავლებელთა სალაროს დასაარსებლად, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას მოსთხოვა, ეს თანხა გადაეცათ ქართული გიმნაზიის გამგებლის, ალექსანდრე მდივანისთვის, რომელმაც შეადგინა პედაგოგიური საზოგადოების წესდება და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 იანვარს შალვა თაბუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრებმა მისწერეს, რომ 25 მაისს გამართულ სხდომაზე მათ წევრთა შორის სამუშაო გაანაწილეს. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს აქვსენტი ფაღავამ და ნიკოლოზ ბუკიამ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იპილიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის მასწავლებელ კონსტანტინე სეხნიაშვილის თხოვნა სკოლის ძველი შენობიდან სოფელში გადატანის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აღლაძის თხოვნის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, მისთვის მიეწერათ, რომ სკამებისა და დაფის შეღებვა შეეკვეთა და ანგარიში გამგეობისთვის გამოეგზავნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ შექმნა კომისია, რომლის წევრები იყვნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი და შიო დედაბრიშვილი. მათ საზოგადოების განყოფილებათა მაღაზიებში წიგნით ვაჭრობის შესახებ წესების შედგენა დაევალათ.